Connect with us

ჯანმრთელობა

კანის სოკოს 2 სახეობა და მათი ძირითადი ნიშნები

ჩვენ კანის მოვლა, ძალიან ბევრი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი, ის ხომ ჩვენი ორგანიზმის დამცავი გარსია და მასზე ზრუნვა ჩვენი სხეულის დანარჩენ ნაწილებსაც დაცავს. გარდა ამისა ნებისმიერი ზანი რომელსაც ჩვენს კანს სოკო მიაყენებს, თვალსაჩინო იქნება და ჩვენი კმფორტიც საფრთხის ქვეშ დადგება. ამიტომ აუციებელია თავის სკოსგან დაცვა. თუ გვეცოდინება ინფექციის ტიპის განსაზღვრა – მის სწრფად განკურნებასაც შევძლებთ.

კანის ყველა სოკო ერთნაირია?

სოკოს ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა ადამიანების დაავადება და კანის ინფექციების გამოწვევა მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შეუძლია.

1. დერმატომიკოზი

ლიქენა, ჩვეულებრივ ცნობილი როგორც დერმატომიკოზი ინფექციაა, რომელიც სოკოთია გამოწვეული რომელსაც დერმატოფიტი ეწოდება. ამ სოკოს ადამიანებში ინკუბაციის პერიოდი 1-დან 2 კვირამდე აქვთ, სიმპტომები კი ამ დროის გავლის შემდეგ ჩნდება.

დერმატოფიტი ყველაზე კარგად თბილ და ნოტიო გარემოში იზრდება და ხშირად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ამასთანავე ისინი დახურულ შენობებში ჩნდებიან არასაკმარისი ვენტილაციისას.

დერმატოფიტები ძირითადად კერატინის შემცველ ან “მკვდარ ქსოვილებში ჩნდებიან. მაგალითად: თმებში, ფრჩხილებში და კანის გარეთა ფენაში. ისინი აჩერებენ გამრავლებას თუ ცოცხალ უჯრედებთან მოუწევთ შეხება.

ეს სოკო შეხების გზით ვრცელდება. ინფექცია ჩვეულებრივ თმაში ან კანის გარეთა ნაწილში იწყება და იქიდან მრავლდება.

ეს სოკო კლასიფიცირდება სხეულის არის მიხედვით. მაგალითად, ტრიქოფიტია (ტრიქოფიტოზი) თმასა და თმის კანზე ახდენს გავლენას. ხელის დერმატომიკოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელიც ხელის გულებს აავადებს და ქერცლიანს ხდის მათ. დერმატომიკოზი ხშირად აავადებს ფეხს. ტენიანი და თბილი გარემო: ჭურჭელი და სპორტული ტანსაცმელი, სავარჯიშო დარბაზების გასახდელები იდეალური ადგილია ამ კანის სოკოსთვის! გარდა ამისა, მისკენ მიდრეკილება ნებისმიერ ადამიანს აქვს.

როგორ გავარჩიოთ სოკოს ეს სახეობა?

თუ შეამჩნევთ:

  • ქავილი ან წვა
  • კანზე წითელი რგოლები
  • კანის აქერცვლა
  • დაავადებული ადგილის დასკდომა ან დარბილება

2. კანდიდოზი

რძიანა საფუარიანი ინფექციაა. ის ძალიან გავრცელებულ სოკოა, რომელიც ადამიანის ორგანიზმშიც კი ცოცხლობს. ინფექცია მაშინ ჩნდება როდესაც ჩვენს ორგანიზმში არსებულ ანტისხეულებს აღარ ძალუძთ ჩვენს კანზე არსებული ამ სოკოსგან დაცვა. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც ანტიბიოტიკებს ვიღებთ ან იმუნიტეტი გვაქვს დასუსტებული.

მართალია ამ ინფექციას სხეულის ნებისმიერი ნაწილის დაავადება შეუძლია, მაგრამ, ის ძირითადად კანის ნაკეცებიან არეში ჩნდება, მაგალითად, იღლიები, მკერდის ქვედა ნაწილი და საზარდული. ამას კანის კანდიდოზი ეწოდება.

საფუარი ლორწოვან გარსსაც აავადებს: სასქესო რგანოებს, პირს, ენას და უკიდურეს შემთხვევებში საყლაპავსა და ფილტვებსაც. კანდიდა სოკო ბავშვებში დერმატიტის ძირითადი მიზეზია, იმ ნესტის გამო რომელიც საბავშვო საფენებში რჩება.

როგორ განვსაზღვროთ სოკოს ეს ტიპი?

  • შეწითლება და გამონაყარი
  • ქავილი ან წვა
  • თეთრი გამონადენი
  • ტკივილი და დისკომფორტი
  • ფერის შეცვლა, ფრჩხილის გასქელება ან საერთოდ დაკარგვა

საუკეთესო თავდაცვა ამ სოკოსგან – მისით დაავადებულებთან, მათ ტანსაცმელსა და ნივთებთან კონტაქტისგან თავის შეკავებაა.

ასევე მნიშვნელოვნია დავიცვათ პირადი ჰიგიენა. თუ აღმოაჩენთ, რომ კანის სოკოვანი ინფექცია გაქვთ, მოინახულეთ ექიმი, რათა მოხდეს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების დროული დანიშვნა.