Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ ავარჩიოთ ბანანი სწორად

ეს ტროპიკული ხილი, იმით არის სასარგებლო, რომ მასში ძალიან ბევრი ვიტამინი და მინერალია. ის ჩვენს ორგანიზმს, ვარჯიშის შემდეგ სწრაფად აღდგენაში ეხმარება. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა და С ვიტამინია.

ბანანი მიკროელემენტების, განსაკუთრებით კი კალიუმის შემცველობის გამო ფასობს. ას გრამ ტროპიკულ ხილში 350 მგ კალიუმი შედის, მისი დღიური ნორმა კი 100 მილიგრამია. ეს უკანასკნელი უმნისვნელოვანესია ადამიანის ორგანოების მუშაობისთვის.

ბანანი ასევე შეიცავს: რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს და კალციუმს, ამიტომ ეს ხილი ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის წლამდე ბავშვებისთვისაც კი სასარგებლოა. აი რატომ:

  • ბანანის სარგებელი პირველ რიგში ნატურალური შაქრის ანუ გლუკოზის შემცველობაშია. ის პოპულარული ხემსია სამუშაო ობიექტებზე.
  • ის სპორცმენებისთვისაც სასარგებლოა, რადგან გლუკოზას მოვარჯიშე ადამიანის ორგანიზმის ენერგიით მომარაგება შეუძლია.
  • ბანანი ბოჭკოს შეიცავს, ის კი ნაწლავის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.
  • რკინის იმ რაოდენობის ხარჯზე, რომელსაც ბანანი შეიცავს, ადამიანს სისხლში ნორმალური გემოგლობინის დონის შენარჩუნება შეუძლია.
  • ბანანი В6 ვიტამინს შეიცავს, ის სისხლში სეროტონინის წარმოქმნაზე ზემოქმედებს, ეს უკანასკნელი კი “სიხარულის ჰორმონი” გახლავთ. ის სტრესთან ბრძოლაში და ღელვასა და დარდთან უკეთ გამკლავებაში გვეხმარება.

აქვს თუ არა ბანანს უკუჩვენებები

ეს ნაყოფი საქაროზას დიდ რაოდენობას შეიცავს ამიტომ მისი გამოყენება დიაბეტით დაავადებულთათვის სასარგებლო არ არის. გარდა ამისა, მისი გამოყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ტრომბოფლებიტის მქონე ადამიანებისთვისაც არ არის რეკომენდებული.

როგორ ავირჩიოთ ბანანი

ბანანი ჩვენს კლიმატზე არ იზრდება და მათ ფერმაში ვერ ავარჩევთ. მათი იმპორტი ტროპიკული ქვეყნებიდან ხდება და მის სწორად შესარჩევად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:

აუცილებელია!

პარაზიტები პროდუქტებში – ადამიანის იმუნიტეტის დასუსტების ძირითადი მიზეზი, რასაც სხვადასხვა დაავადებებთან შებრძოლების უნარის დაკარგვა მოსდევს… გაიგეთ რას გვირჩევს ერთ-ერთი ცნობილი პარაზიტოლოგი:

ხილის ფორმა. ბანანს არ უნდა ქონდეს ნეკნის ფორმა, ხარისხიანი ხილი წაგრძელებული ბოლო უნდა ქონდეს
კანი. ხარისხიანი ბანანის კანი გლუვი და პრიალა უნდა იყოს. არც თუ ისე იშვიათად, სუპერმარკეტებში მათ წყალს ასხურებენ უკეთ შენარჩუნებისა და გარეგნული იერის გაუმჯობესებისთვის.
ფერი. მწიფე ტროპიკული ხილი ღია-ყვითელი უნდა იყოს. თუ კანს მომწვანო ფერი დაჰკრავს – ეს ბანანი ებრალოდ მკვახეა. შეგიძლიათ შეიძინოთ ის და მშრალ ადგილას შეინახოთ. გარკვეული დროის შემდეგ მისი კანი საჭირო ფერს მიიღებს.

მნიშვნელოვანია: მკვახე ბანანის ჭამა რეკომენდებული არ არის! მათში უხსნადი სახამებელია, რომელსაც წვრილი ნაწლავი ვერ ამუშავებს. რაც შესაბამისად – კუჭში სიმძიმესა და გაზების დაგროვებას იწვევს!

შავი წერტილები. თუ კანს შავი წერტილები აქვს – ეს უსაფრთხოა. ისინი იმის მაჩვენებელია, რომ ხილი დამწიფდა და მზად არის მოხმარებისთვის. თუმცა ასეთი ნაყოფის კილოგრამობით შეძენას არ გირჩევთ, რადგან ასეთი ბანანი შეძენის დღესვე უნდა მიირთვათ, თორემ გაფუჭდება.

შავი ლაქები. თუ კანზე შავი ლაქები აღმოაჩნეთ, ეს ნიშნავს, რომ ბანანი არ უნდა იყიდოთ რადგან მასში ლპობის პროცესია დაწყებული.

ნაცრისფერი კანი. ბანანი ნაცრისფერი კანით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძინოთ. ეს ფერი ნიშნავს, რომ ხილი გაყინულია. ყველაზე ხშირად ასეთი ხილი, ზამთრის პერიოდებში, ბაზარში გვხვდება.

ბანანის ზომას მნიშვნელობა არ აქვს. ხარისხიანი ბანანი შეიძლება 20 სანტიმეტრამდე სიგრძის იყოს, პირველი ხარისხის ბანანი – 15 სანტიმეტრის, მეორე ხარისხისაა ბანანი რომელიც ზემოთქმული ზომებზე პატარაა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მისი ზომა – გემოზე არ აისახება.

როგორ შევინახოთ ბანანი სწორად

მწიფე ბანანი 7-დან 10 გრადუსი ტემპერატურის ფარგლებში ინახება. ხილი რომელიც მომწიფების პროცესში იმყოფება, 10-დან 13 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. შენახვის ადილზე ნესტი 90%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სიმწიფის დონის მიხედვით, ბანანი შეიძლება 1 თვის განმავლობაში შევინახოთ.

არ არის რეკომენდებული – ბანანის მაცივარში შენახვა

ხოლო თუ ისინი მაინც მოხვდებიან მაცივარში- სხვა ხილს მოაცილეთ. მაცივარში ბანანი სწრაფად მუქდება.