Connect with us

ვიდეო

ფოლიკულიტის მიზეზები და სწორად მკურნალობის მეთოდი

ფოლიკულიტი დაავადებაა, რომელიც კანს, განსაკუთრებით თმის ფოლიკულებს აზიანებს. ეს სერიოზული მდგომარეობა არაა, მაგრამ გამაღიზიანებელი და ზოგჯერ ესთეტიკური პრობლემაა, როცა კანის ხილულ ადგილებში მდებარეობს.

რა არის თმის ფოლიკულა?

თმის ფოლიკულა არის სტრუქტურა, რომელიც კანის ღრმა ფენებში (დერმა) მდებარეობს. მისი მთავარი ფუნქცია სხეულის ზედაპირზე თმის ზრდის მხარდაჭერაა.

ფოლიკულაზე ანთებითი პროცესის დროს გამონადენი შიგნით გროვდება. ამას ფოლიკულიტი ეწოდება.

როგორ ამოვიცნოთ ფოლიკულიტი?

თმის ფოლიკულის ანთების დროს თმის ფოლიკულის ზრდა ხდება. შედეგად კვანძების მსგავსად შეიგრძნობთ, სადაც სიწითლე, ტკივილი და ჩირქი ჩნდება. ჩვეულებრივ, ეს გამონაყარს იწვევს, რაც ფოლიკულიტის მეტნაკლებად ცნობილ ფორმას წარმოადგენს.

ჩვეულებრივ პრობლემა თმის ფოლიკულის სადინარების ცხიმებით დაბლოკვით და მკვდარი უჯრედების დაგროვებით იწყება. ბაქტერიების გამრავლება დახშულ ფორებს აზიანებს და ფოლიკულიტი იქმნება.

პრობლემა შეიძლება ერთ ან რამდენიმე ფოლიკულაზე გაჩნდეს.

ფოლიკულიტი ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს

ეს დარღვევა კანზე ბაქტერიების, კერძოდ სტაფილოკოკის ზემოქმედებით ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხვა ბაქტერიაც ჩაერიოს, რაც უფრო სერიოზულ გართულებას იწვევს. ასევე ზოგიერთმა სოკომ შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს.

ბაქტერიები დახშული ფოლიკულებიდან კანის ღრმა ფენებში ხვდებიან. ასევე მაშინ, როცა თმის ფოლიკულა მექანიკური პროცესებით დაზიანებულია, როგორიცაა გაპარსვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰიგიენის ნორმები სათანადოდ დაცული არაა ან გაფუჭებული საპარსი საშუალება გამოიყენება.

სუსტი იმუნური სისტემის და იმუნოდეფიციტის დროს დაავადება უფრო მეტად შეგაწუხებთ. განსაკუთრებით, დიაბეტის შემთხვევაში. ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების და იმუნური დაავადებების არსებობის დროს.

სხვა მექანიზმი, რომელიც ფოლიკულიტს იწვევს – თმის ზრდის არათანაბარი ზრდა, რომელიც ცნობილია როგორც ჩაზრდილი თმა.

ფოლიკულიტის მკურნალობა

ზოგიერთ ადამიანს ფოლიკულიტის მიმართ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს, ამიტომ შემდეგი რჩევების პრაქტიკაში გამოყენება სასარგებლოა:

  • კანი გაისუფთავეთ და ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე ნეიტრალური საპონი გამოიყენეთ.
  • პირსახოცის, ჯაგრისის და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთების გამოყენებაზე იზრუნეთ. ეს ნივთები ხშირად გარეცხეთ და სხვა ადამიანებს არ გაუზიაროთ.
  • ფიზიკური აქტივობა ჭარბ ოფლდენას იწვევს, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ შხაპი მიიღეთ.
  • როცა ფოლიკულიტი სახის კანს აზიანებს, სჯობს ანტიბაქტერიული საშუალება გამოიყენოთ. კრემში ჩაის ხის ეთერზეთის და პროპოლისის ნაყენის დამატება კარგ ეფექტს იძლევა. კრემის წასმის წინ სახის კანი კარგად დაიბანეთ. სუფთა ხელისგულზე ცოტა კრემი დაისხით, 1-2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი და 1 წვეთი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ. აურიეთ და კანზე წაისვით. 20-25 წუთის შემდეგ კრემის ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ.
  • გაჯერებული ცხიმებით მდიდარი პროდუქტების, ასევე შაქრის და რაფინირებული ფქვილის (ეს უკანასკნელი ორგანიზმში ცხიმი ხდება) მოხმარება შეზღუდეთ.
  • საპარსი საშუალების ხელმეორედ გამოყენებას მოერიდეთ.

დაზიანებულ ადგილას ლაზერული ეპილაციის გამოყენება განიხილეთ, ამით ფოლიკულას და თმას სამუდამოდ მოიშორებთ, რაც ფოლიკულიტის გაქრობას გამოიწვევს.