ჯანმრთელობა
ცოტას ჭამთ, კარგად საუზმობთ, ბევრ წყალს სვამთ და მაინც ვერ იკლებთ? ჩვენ ვიცით, რატომ!
თქვენ დიეტას არ არღვევთ, ბევრ წყალს სვამთ, კალორიებს ითვლით და ცილების-ცხიმების-ნახშირწყლების ბალანსს იცავთ, წონა კი ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრს აჩვენებს? სავარაუდოდ, ამის მიზეზი ჩვენს ჩამონათვალშია, თუ დარწმუნებული ხართ, რომ სასწორი გატეხილი არაა.
1. პროდუქტებს გლუტენის გარეშე ირჩევთ
გლუტენის გარეშე დიეტის დაცვის ყველა უპირატესობის მიუხედავად, ასეთი დიეტა შეეფერება მათ, ვისაც გლუტენის მიმართ შეუწყნარებლობა ახასიათებთ. თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ უგლუტენო პროდუქტების წარმოებისას ჭარბი რაოდენობით რაფინირებული შაქარი გამოიყენება. შედეგად პროდუქტი ბევრ შაქარს შეიცავს და თქვენ ბევრ კალორიას იღებთ.
2. უცხიმო პროდუქტებს ირჩევთ
იგივე ისტორია. უცხიმო საკვები ოდნავ საკვებად ვარგისი რომ გახადონ, მწარმოებლები მასში უფრო ბევრ შაქარს ამატებენ, ვიდრე ჩვეულებრივში.
3. შაქრის შემცველს იყენებთ
გაზიანი სასმელი „ნული კალორიით“, ყავაში შაქრის ნაცვლად ასპარტამის აბები. კალორიები ნულია, მაგრამ ორგანიზმი შაქარს და შაქრის შემცველს ვერ გაარჩევს და „ტკბილი საკვების მიწოდების“ სიგნალზე ინსულინის წარმოებას დაიწყებს. გამომუშავებული ინსულინი გლიკოგენად იწარმოება, ეს კი თავის მხრივ ცხიმად გარდაიქმნება.
4. ნახშირწყლებით იკვებებით
შვრიის ფანტელები, ფაფა, მარცვლეულის პური ყველაფერი ეს სასარგებლო და გემრიელია, მაგრამ არა საუზმეზე. მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წონის დაკლების მიზნით საუზმე მკაცრად ცილოვანი უნდა იყოს. ცილების გადამუშავებაზე ბევრი ენერგია და დრო დაიხარჯება და თქვენ დიდხანს დანაყრებული იქნებით.
5. ხშირად და ცოტ-ცოტას ჭამთ
ამრიგად თქვენი ორგანიზმი მუდმივად დანაყრებულია და გავიწყდებათ, თუ რას ნიშნავს შიმშილის გრძნობა. არადა, სწორედ ის საკვების მიღების დარეგულირებაში გეხმარებათ.
6. სოიოს ჭამთ
სოიოს ჭამთ ან სოიოს რძეს სვამთ, ანუ ამ პროდუქტს ნებისმიერი ფორმით იღებთ. მასში ფიტოჰორმონები შედის, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების მსგავსია. მის ჭარბ რაოდენობას ორგანიზმი ცხიმის დაგროვების სიგნალად იღებს.