Connect with us

ვიდეო

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი გავრცელებული ენდოკრინული დისფუნქცია ან აშლილობაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალთა დაახლოებით 10%-ს აწუხებს.

ეს დაავადება, ძირითადად, მოიცავს საკვერცხეების ანოვულატორულ ციკლს (ოვულაციის გარეშე), მენსტრუაციული ციკლის დარღვევას და ანდროგენის სინთეზის (მამაკაცის სასქესო ჰორმონი) ზრდას.

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის მიზეზები და სიმპტომები

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი შეიძლება ბევრ ფორმაში გამოვლინდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ შემდეგი კრიტერიუმიდან 2-ს მაინც მოიცავდეს:

  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა: ექიმთან კონსულტანციის ერთ-ერთი მიზეზია პაციენტებისთვის, რომელთაც ეს სინდრომი აწუხებთ. ამ დროს მენსტრუაციებს შორის ინტერვალი 35 ან უფრო მეტი დღეა, რაც ოვულაციის ცვლილებით არის გამოწვეული (ოლიგოოვულაცია ან ქრონიკული ანოვულაცია).
  • რამდენადაც შეუძლებელია მომწიფებული კვერცხუჯრედის გაზრდა, რომელიც ოვულაციის მთელ ციკლს ეფექტურად დაასრულებს.
  • საშოს შიდა საკვერცხის ულტრაბგერითი სურათის არსებობა (ცალმხრივი ან ორმხრივი): რამდენიმე ფოლიკულით და საკვერცხეების მომატებული მოცულობით. ამრიგად მცირე ზომის ფოლიკულების ან საკვერცხეებთან მსგავსი ზომის „კისტის“ დამახასიათებელ სურათს აჩვენებს.

არსებობს სხვა გამოვლენაც, რაც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომთან მიმართებაში გამოჩნდეს:

  • უშვილობა
  • აკნე, სებორეა და ცხიმიანი კანი, რაც ანდროგენების მომატებით არის გამოწვეული.
  • გასუქება
  • პაციენტების თითქმის 50%-ს ინსულინის მაღალი დონე და ინსულინის მიმართ პერიფერიული რეზისტენტობა აღმოუჩინეს.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მიზეზები

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი მრავალფაქტორიანი დაავადებაა, რომელიც ერთი ან რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მიზეზებს შორისაა:

  • მემკვიდრეობითი ფაქტორები: პაციენტების დედების 50%-საც მსგავსი დიაგნოზი აწუხებთ.
  • ჰიპერინსულინიზმი: ინსულინის მაღალი დონე და ამ ჰორმონის მიმართ რეზისტენტობა არა მხოლოდ სინდრომის შედეგი, არამედ მიზეზიც შეიძლება იყოს.

როცა ინსულინის მოქმედების მიმართ რეზისტენტობა არსებობს, ინსულინის დონის კომპენსატორული მატება წარმოიქმნება. რაც, თავის მხრივ, გლობულინის კონცენტრაციას ამცირებს, რომელსაც სასქესო ჰორმონები გადააქვს, და ანდროგენის უფრო მეტად წარმოებას სტიმულირებს.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობა

ამ სინდრომის მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს და მკურნალობის დროს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება უნდა მოხდეს. მაგალითად, როგორიცაა ასაკი, დაორსულების სურვილი, უნაყოფობის არსებობს. ასევე თანმდევი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტონია. მკურნალობის სქემა მოიცავს:

დიეტა და ფიზიკური ვარჯიში: სხეულის მასის ინდექსის და ჭარბი წონის შემცირება მენსტრუაციულ დარღვევას ნაწილობრივ არეგულირებს და ანოვულაციას კარგი მაჩვენებელი აქვს.

ამასთან, ფიზიკური ვარჯიში კუნთოვანი უჯრედების დონეზე გლუკოზის შთანთქმას სტიმულირებს. ეს კი ინსულინის დონეს კიდევ ერთხელ ამცირებს.

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ან პროგესტაგენების გამოყენება: იმ შემთხვევაში, თუ პაციეტნს მოკლე ვადაში ბავშვის ყოლა არ სურს და მათ გამოყენებაზე უკუჩვენება არ აქვს.

ინსულინის სენსიბილიზატორის გამოყენება: როგორიცაა მეტფორმინი.

ოვულაციის ინდუქტორები, როგორიცაა, მაგალითად კლომიფენის ციტრატი: განსაკუთრებით უნაყოფო პაციენტებში, რომელთაც დამხმარე რეპროდუქციული მეთოდები აქვთ დანიშნული, როგორიცაა მიმართულებადი ურთიერთობა ან ხელოვნური განაყოფიერება.

არომატაზას შემაფერხებელი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა ლეტროზოლი, ოვულაციის სტიმულირებისთვის ანტიესტროგენული მოქმედების კლომიფენის გარეშე.

გონადოტროპინის გამოყენება: ასევე გამოიყენება ოვულაციის ჩასახვის საშუალებად იმ პაციენტებში, რომლებიც კლომიფენზე დადებითად არ რეაგირებენ.

საკვერცხეების გაბურღვა: ქირურგიული პროცედურა, რომელიც ლაპარასკოპიით ტარდება. ამ დროს დაზიანებულ საკვერცხეზე რამდენიმე მოქმედება ხორციელდება, რომ ნორმალური ოვულაცია აღადგინონ.

ეს ოპერაცია განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ჩვეულებრივი ფარმაკოლოგიური მკურნალობა დარღვეული აქვთ. მისი გამოყენება საკამათოა, უმეტესობა ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით მედიკამენტებით მკურნალობას მხარს უჭერს.