ჯანმრთელობა
შემოდგომა – ჯანმრთელობის დროა! უბრალო საშუალებები „100 დაავადების წინააღმდეგ“
მარტივი და ეფექტური საშუალებები იოგის და პრანაიამას ოსტატის აშოკ მიშრასგან თქვენი ჯანმრთელოისთვის. იგი ინდოეთში დაიბადა თუმცა მრავალი წელია რაც უკრაინაში მოღვაწეობს და მსურველებს ბალანსში ცხოვრებას ასწავლის – ანუ როგორ მოიყვანონ სულიერი და ფიზიკური ნაწილი ერთმანეთთან ჰარმონიაში.
ბატონო აშოკ, თქვენ ინდოეთში დაიბადეთ, სადაც გაცილებით უფრო მზიანი და თბილი დღეებია ვიდრე უკრაინაში და სეზონური დაავადებების, ასევე შემოდგომის მოთენთილობის პრობლემები იქ არც თუ ისე აქტუალურია. როგორ შეიძლება ინდური მედიცინის, აიურვედისა და იოგის დახმარებთ ამ პროცესების ახსნა, შემდგომ კი მკურნალობა?
შემოდგომის დადგომისთანავე გადადით მოხარშულ საკვებზე
სიცივის დადგომასთან ერთად ნელდება ნივთიერებათა ცვლა და ხდება ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გადაწყობა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებს და მივცეთ დასვენების და მშვიდად გადაწყობის საშუალება.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ შემოდგომის უენერგიობას უნდა შევეგუოთ მაშინ როცა შეგვიძლია, რომ ისიც ისეთივე ხალისიანი და ენერგიით სავსე გვქონდეს როგორც ზაფხული, ამისთვის კი საკმარისია უბრალოდ გავითვალისწინოთ ძირითადი რჩევები.
არ ღირს ორგანიზმის მძიმე საკვებით გადატვირთვა, რადგან ის ბევრ ენერგიას მოითხოვს და სხვა საქმეებისთვის ძალა აღარ რჩება. უმჯობესია მიირთვათ ცოცხალი და ადვილად მონელებადი პროდუქტები. ეცადეთ მოამარაგოთ ორგანიზმი ვიტამინებით. შეივსეთ კვების რაციონი შემოდგომის ხილით და ბოსტნეულით როგორიცაა: ვაშლი, ქლიავი, ბროწეული, ხურმა, გრეიფრუტი, ლეღვი, გოგრა, კომბოსტო, ბროკოლი და თხილი.
უპირატესობა კი მიანიჭეთ მოხარშულ საკვებს: მარცვლეულის ფაფა, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, წვნიანი, შემწვარი ხილი, მოხარშული და უმი ბოსტნეულისგან მომზადებული სალათები. ორგანიზმში ბალანსის შესანარჩუნებლად შემოდგომაზე უფრო მეტი მჟავე და მწარე საკვები მიირთვით, ეს იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ.
უბრალო საშუალებები „100 დაავადების წინააღმდეგ“
– რა ფიტოპრეპარატებს და მიკროელემენტებს გვირჩევთ, შემოდგომაზე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით მისაღებად?
სიცივეში კარგია შავი ძირას მიღება. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, აქვს ანტისეპტიკური, აღდგენითი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ხელს უშლის ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნას.
სწორედ ამიტომაა რომ ორგანიზმის დაცვის და პროფილაქტიკის მიზნით 1 ჩ. კ. შავი ძირას ზეთს იღებენ დღეში 2 ჯერ საუზმემდე და ვახშმამდე 15 წუთით ადრე, აუცილებელია მიაყოლოთ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ. კ. თაფლი.
გაციების შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ გამაჯანსაღებელი ნაყენი. 2 ჩ. კ. შავი ძირას თესლს დაასხით 500 მ.ლ. მდუღარე და ადუღეთ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 100-100 გრამი დღეში 3 ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე, სამან არ იგრძნობთ თავს უკეთესად.
ძალიან კარგი საშუალებაა ასეთ დროს ბერძნული ულუმბო – ის ეფექტურია ათასობით დაავადებასთან საბრძოლველად. იმუნოსტიმულატორული ეფექტის გარდა, იგი დადებითად მოქმედებს ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ახდენს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას.
ამ უებარი საშუალების მოსამზადებლად საჭიროა 1 ჩ.კ. ულუმბო ღამით 1 ჭიქა წყალში ჩავალბოთ.
დილით უზმოზე მიიღებთ ამ წყალს, ხოლო 20 წუთის შემდეგ მიირთმევთ კარგად დამბალ ულუმბოს.
მკურნალობის კურსი გრძელდება 3 თვე, შემდეგ ისვენებთ 1 თვე და ისევ იწყებთ მიღებას 3 თვის განმავლობაში.
ეს ბუნებრივი წამლები კარგია ინფარქტის და ინსულტის პროფილაქტიკისთვის, ასევე დაგეხმარებათ ამ პრობლემების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.
შემოდგომას მოყვება ზამთარი და კარგი იქნება თუ გაიმდიდრებთ ორგანიზმს კალცით. ეს განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი რადგან ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ორგანიზმის მიერ ამ მიკროელემენტის გამოყოფა და შეთვისება, არადა ის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისა და ძვლოვანი სისტემისთვის. მოტეხილობების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ცარცის ყოველდღიური მიღება 3 თვის მანძილზე.
ცარცის ნატეხი 8-10 საათით მოათავსეთ წყალში შემდეგ კი კარგად მოურიეთ ვიდრე თხევად პასტას არ მიიღებთ, მიღებულ პასტას 1 გ. ოდენობით (დანის წვერით) მიიღებთ სანამ არ გაგითავდებათ (პასტა არ ფუჭდება შენახვა 1 წელიც კი შეიძლება), შეისვენებთ 1 თვე და ყველაფერს თავიდან გაიმეორებთ.