ჯანმრთელობა
როდის გვჭირდება ანტიბიოტიკები – სასარგებლო დაფა ექიმი კომაროვსკისგან
ანტიბაქტერიული პრეპარატები – ნებისმიერი დაავადების პანაცეა ნამდვილად არ არის! არსებობს ორი ძირითადი მიკროორგანიზმების ტიპი, რომლებიც ინფექციათა უმრავლესობას იწვევენ, ესენია – ვირუსები და ბაქტერიები. ანტიბაქტერიული პრეპარატები მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებენ!
ბაქტერიები – ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები არიან რომლებიც ზომით სულ რამდენიმე მეთასედი მილიმეტრი არიან. ცხოვრობენ ჩვენს კანში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, პირში და ყელში. ძნელი დასაჯერებელია რომ რამდენიმე მილიარდი ბაქტერია ცხოვრობს ან მრავლდება ჩვენს ორგანიზმში.
მათი უმეტესობა მავნე არ არის ან დადებით როლს თამაშბს ჩვენს ორგანიზმში (მაგალითად მონაწილეობენ საკვების გადამუშავებაში), ზოგიერთი მათგანი პოტენციურად საშიშია და ზოგჯერ დაავდებასაც იწვევს. სწორედ ეს ბაქტერიებია ყველაზე ხშირად დამნაშავე ბევრი საბავშვო ინფეციებისას – ოტიტების, ანგინის, სინუსიტისა და საშარდე გზების ინფექციების დროსაც.
ვირუსები ბაქტერიებზე გაცილებით პატარები არიან. პოლიოვირუსის დიამეტრი სულ რაღაც 16 მემილიონედი მილიმეტრია. მიუხედავად ასეთი “საყვარელი” ზომისა, ვირუსებს ნებისმიერი ჯანმრთელი უჯრედის დაზიანება შეუძლიათ და ასე იწვევენ სერიოზულ ინფექციებს, რომლებიც ჩვენში ხველას, გაციებასა და ყელის ტკივილს იწვევენ.
ვირუსული ბუნება გააჩნიათ წითელას, მუწუკების, ჰეპატიტის და იმუნოდეფიციტისი სინდრომს.