Connect with us

საკითხავი

აი, სწორად როგორ გავაუთავოთ ტიული გარეცხვის შემდეგ

ტიული ძალიან თხელი ძაფებისგან შედგება, რაც ქსოვილს სიმსუბუქეს და ელეგანტურობას მატებს. ტიულმა თავდაპირველი მიმზიდველობა რომ არ დაკარგოს, რეგულარული და სწორი მოვლა სჭირდება, რაც მასალის სახეობაზეა დამოკიდებული.

ეს შეიძლება იყოს აბრეშუმი, ბამბა ან ორგანზა. ზოგიერთი მათგანი გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ არ გააუთაოთ, რადგან საკუთარი წონის ხარჯზე სწორდება. ხელით რეცხვის შემდეგ ქსოვილი აივანზე ან ქუჩაში ფრთხილად გაიტანეთ, რომ ნაკეცები არ წარმოიქმნას. ამის შემდეგ შეგიძლიათ ადგილზე გაკიდოთ.

ტიულის გაუთოება

როგორც უკვე აღინიშნა, თითოეულ ქსოვილს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. განვიხილოთ ძირითადი ქსოვილები, რომლებიც საფარდედ გამოიყენება.

1-ელი ვარიანტი – ბამბა. გაუთოების პროცესის გასამარტივებლად სარეცხ მანქანაში მინიმალურ სიჩქარეზე გააშრეთ. ზოგჯერ მასალა გარეცხვის შემდეგ პირდაპირ შეგიძლიათ გაკიდოთ, რადგან სასურველი ფორმის მიღება თავად შეუძლია.

თუ ფარდა ოდნავ სველია, მის ქვეშ ტენის შთანთქმის მიზნით ჩვარი ან მუშაბმა დადეთ, რომ იატაკის ზედაპირი არ დააზიანოთ. ეს პარკეტს და ლამინატს ეხება. უფრო სველ ფარდებს ჯერ წყლის დაწურვის საშუალება მიეცით და შემდეგ უკვე ადგილზე გაკიდეთ.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ფარდაზე ნაკეცები მაინც რჩება. ამ შეთხვევაში გაუთოებას გვერდს ვერ აუვლით. თქვენ საუთოო დაფა ან სხვა შესაფერისი ზედაპირი დაგჭირდებათ.

უთო 100 გრადუსამდე გააცხელეთ. თხელი საფენის ან მარლის დახმარებით გააუთაეთ. დრო და დრო ქსოვილზე დაფენილი მარლა დანამეთ. ასე ფარდის გაუთოებას დაზიანების გარეშე შეძლებთ.

გრძელი ფარდის გაუთოება უფრო გაგიჭირდებათ, ვიდრე მოკლე ფარდის. სწორედ ამიტომ, დიდი ფარდა შუა ნაწილიდან გააუთოეთ და კარნიზზე დაკიდეთ. საუთოო დაფა ამ ადგილამდე ასწიეთ და შემდეგ ფარდის ქვედა ნაწილი გააუთოეთ. ასე ქსოვილზე ახალი ნაკეცები არ გაჩნდება და საქმეს მარტივად შეასრულებთ.

შემდეგი მასალა – კაპრონი. ის მსუბუქი, ორიგინალური და ჰაეროვანია. მისი დაზიანება საკმაოდ მარტივია, ამიტომ შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ: სჯობს გარეცხვის შემდეგ ეგრევე გააუთაოთ, სანამ ჯერ კიდევ სველია. თუ დასანამად სპრეი ბოთლს გამოიყენებთ, ქსოვილზე წყლის წვეთები შესამჩნევად დარჩება.

პირველ რიგში, ნაკლებად შესამჩნევი მცირე ადგილის გაუთოება დაიწყეთ. ჩვეულებრივ ეს ადგილი ქვედა კუთხეა. ასე მასალის გაფუჭებას თავიდან აიცილებთ, ხოლო დაზიანებულ ნაწილ მარტივად შენიღბავთ. იდეალურ შემთხვევაში უთო მასალას არ უნდა ეხებოდეს, ამიტომ სპეციალურ დასაფენს, სველ მარლას ან თეთრ ქაღალდს იყენებენ.

ყველაზე პრეტენზიული მასალა – ორგანზა. ასეთი ტიული ელეგანტურად, ლამაზად და დელიკატურად გამოიყურება. ის ბოჭკოების დახვევით მიიღება, ამიტომ ძალიან ადვილად შეიძლება დაზიანდეს. ამის თავიდან ასაცილებლად:

გაუთოების წინ უთოს ფსკერი შეამოწმეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გაწმინდეთ;

ტემპერატურა მინიმალური უნდა იყოს, ხოლო ორგანზა ბოლომდე მშრალი. წინააღმდეგ შემთხვევაში გარეგნულ მხარეს გააფუჭებთ;

მასალას თხელი ქაღალდი დააფინეთ და ისე გააუთოეთ. ორთქლის რეჟიმი გამორთეთ.

ოდნავ სველი ფარდა შეგიძლიათ კარნიზზე დაკიდოთ და ხელებით გაასწოროთ, პერიოდულად დანამეთ. მთელი ეს მოქმედება ზუსტად უნდა შეასრულოთ.

ფარდა გასაშრობად ფრთხილად უნდა დაკიდოთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაკეცები არ წარმოიქმნას;

ყველაზე კარგი ვარიანტი – ორთქლის გენერატორი. ტიული კარნიზზე დაკიდეთ და ორთქლით მთელი ქსოვილი დაამუშავეთ. თუ შედეგი არ გექნებათ, პროცედურა კიდევ გაიმეორეთ.

ორგანზა ადვილად გასწორდება, თუ დასანამ წყალს ცოტა მარილს დაუმატებთ. 1 ლ წყალზე 5 გრ მარილი საკმარისი იქნება.

ამ რჩევების გათვალისწინებით ტიულის გარეცხვას და გაშრობას უპრობლემოდ შეძლებთ.