Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ შეუძლია ველურ მცენარეებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება

ველური მცენარეები, რომლებიც თითქმის ჩვენს ფეხებთან იზრდებიან, უბრალო სარეველები არ არიან. საკვებში მათი გამოყენებით ორგანიზმს გაწმენდთ და გაკურნავთ, ახალგაზრდობას გაიხანგრძლივებთ და სილამაზეს შეინარჩუნებთ.

მარიამსხალა

ეს სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საწყობია. მის მწვანილში შედის: A, C ვიტამინები, ცილები, შაქარი – გლუკოზა, ფრუქტოზა, უჯრედისი, ეთერზეთები, კუმარინი, ფლავონოიდები, ვაშლის და ლიმონის ორგანული მჟავები, მიკრო და მაკროელემენტები – მაგნიუმი, კალიუმი, მანგანუმი, რკინა, სპილენძი, ბორი, ტიტანი.

საკვებად ახალგაზრდა ყლორტებს კრეფენ, როცა ფოთლები ჯერ კიდევ ღია მწვანე, ბზნვარე და გაუხსნელია – ის ხრაშუნაა და სპეციფიკური გემო ჯერ არ აქვს. მწვანილი კარგია ყელისთვის, მას კომბოსტოს ნაცვლად იდებენ. მარიამსხალა ძალიან ცოტა ხანს უნდა ხარშოთ – ძალიან ნაზია.

ამ სარეველათი აკროშკას ამზადებენ: მაწონი, მარიამსხალა, მწვანე ხახვი, კამა, კიტრი და ცოტა მდოგვი სიცხარისთვის. მარიამსხალას მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდია მისი ფოთლების გამოშრობა, დაფქვა, გაცრა და ფხვნილის გამოყენება ზამთარში კერძების მომზადების დროს.

ოროვანდი

ოროვანდი არა მხოლოდ სასარგებლო და სამკურნალო მცენარეა, არამედ საჭმელადაც გამოდგება. კავკასიაში ოროვანდს ბოსტნეულის მცენარედ უკვე დიდი ხანია მიიჩნევენ. იაპონიაში ბოსტანში მოჰყავთ.

საკვებად მისი ფესვები და ფოთლები გამოიყენება. განსაკუთრებით პოპულარულია ოროვანდის ფესვები. მას გამომცხვარი ან შემწვარი სახით იღებენ, მოხარშული და დამწნილებული იაპონიასა და ჩინეთში დელიკატესად ითვლება.

ოროვანდის ფესვების გემო კარტოფილს ჰგავს და წვნიანებში შეგიძლიათ კარტოფილი მისით ჩაანაცვლოთ. მას ნედლი სახითაც ჭამენ. ოროვანდის ფესვები წვნიანი, მოტკბო და საკმაოდ სასიამოვნო გემოსია. ხმელი და დაფქული ფესვებისგან ფქვილს იღებენ, რომლიდანაც შემდეგ გემრიელ კვერებს აცხობენ და კოტლეტებს წვავენ.

თუ ოროვანდის ფესვებს დააქუცმაცებთ, გააშრობთ და შეწვათ, ყავის კარგ შემცველს მიიღებთ. თუ ლიმონს დაუმატებთ, გემრიელი ჯემის მომზადებას და ჩაისთან ერთად სუფრაზე გატანას შეძლებთ. ახალგაზრდა ფოთლებისგან სალათებს და წვნიანებს ამზადებენ.

თათაბო

თათაბოს გასუფთავებული თესლი შეგიძლიათ ფაფის მოსამზადებლად გამოიყენოთ. მისი გემო წიწიბურას მოგაგონებთ. შეგიძლიათ ოლადები შეწვათ, პიურე, კვერი გამოაცხოთ. ახალგაზრდა ფოთლებისგან სალათებს და სართავებს ამზადებენ.

თათაბოს ამწნილებენ, ახმობენ, წვნიანებს ამატებენ. ჩვენი წინაპრები მას არა მხოლოდ შიმშილობის პერიოდში იყენებდნენ. თათაბო ორგანიზმს წიდებისგან წმენდს. ეს ყველაფერი კი უჯრედისის და პექტინების შემცველობით, რომლებიც ნაწლავების ტოქსინებს, ჭარბ მარილებს და წიდებს ღრუბელივით იწოვენ. თათაბო ყაბზობის დროსაც დაგეხმარებათ.

ჭინჭარი

ჭინჭრისგან წვნიანებს და სალათებს ამზადებენ. სხვათა შორის, ჭინჭარში ძალიან ბევრი სილიციუმი და ცილაა. ცილების რაოდენობით პარკოსან პროდუქტებს არ ჩამორჩება.

ივან-ჩაი

საკვებად მცენარის ფესვები და ფოთლები გამოიყენება. ფესვებისგან ფქვილს იღებენ და კვერებს აცხობენ. ფოთლებს კი წვნიანებსა და სალათებში იყენებენ. ასევე ტრადიციულად ფოთლების ჩაის ამზადებენ.

ჟუნჟრუკი

მცენარის ყველა მიწის ზედა ნაწილი საკვებად ვარგისია. 100 გრ მასა 115 მგ-მდე C ვიტამინს, 23 მგ-მდე კაროტინს, 44 მგ-მდე E ვიტამინს, ბევრ კალიუმს და ქლორს შეიცავს. ნაზი მწვანილი სალათების, წვნიანების, პიურეს, ღვეზელის და პელმენის შიგთავსისთვის გამოიყენება. მოხარშული სახით ისე ჭამენ, როგორც ისპანახს. მწვანილისგან კაროტინის პასტა შეგიძლიათ მოამზადოთ.

ბაბუაწვერა

მცენარის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია. ფესვებისგან ფქვილს იღებენ. ფესვები შეგიძლიათ „ყავის“ სასმელის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ახალგაზრდა ფოთლებისგან სალათებს და სართავებს ამზადებენ. ყვავილებისგან დესერტებს. მცენარისგან ჯემს აკეთებენ.

მრავალძარღვა

მრავალძარღვას ფოთლებს სალათებს, ჩაის, სასმელს, წვნიანს და სანელებლებს უმატებენ. სხვა ბალახებისგან განსხვავებით მცენარეს კუჭზე საფაღარათო მოქმედება არ აქვს.

მრავალძარღვას ფოთლების ხმელი წვნიანის სანელებელი: ახალგაზრდა ფოთლები გარეცხეთ, ოდნავ ჰაერზე გააშრეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეზე გაახმეთ, ამის შემდეგ ღუმელში გამოაშრეთ. დააქუცმაცეთ, გაცერით და შესანახად მინის ქილაში ჩაყარეთ. წვნიანებისთვის გამოიყენეთ.

გვიმრა

გვიმრას საკვებად უძველესი დროიდან იყენებენ. საკვებად ორი სახეობის გვიმრა – ეწრის გვიმრა და შავი გვიმრა გამოდგება. ახალგაზრდა ყლორტები საკვებად ვარგისია. შეგიძლიათ მაისის დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში შეაგროვოთ. ეს ყლორტები 10 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. წყალი გადაასხით. შემდეგ შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით გამოიყენოთ: დაამწნილოთ, სალათა გააკეთოთ, შეწვათ და ა.შ. გემოთი სოკოს ჰგავს.

ჭანგა

მცენარეს ბევრი სარეველად იცნობს, თუმცა მას ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. საკვებში მცენარის ფესვები გამოიყენება.

ჭანგას თეთრი ძირნაყოფი ადრეულ გაზაფხულზე ამოთხარეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და ჰაერზე გააშრეთ. ყავისფერი ფანტელების მოსაშორებლად გასრისეთ, შემდეგ ფქვილის ან მარცვლეულის სახით დააქუცმაცეთ. ძველად მისგან პურს და ფაფას ამზადებენ.

ტყის კაკალი

ტყის კაკლის ფოთლებს სალათებისთვის იყენებდნენ. ხოლო თხილისგან კაკლის ვეგანურ „რძეს“ ამზადებენ.