ყვავილები
10 ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის
10 ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის:
1. შაქარი
ჩვეულებრივი შაქარი ოთახის მცენარეების გამოსაკვებად ყველაზე პოპულარული სასუქია.
შაქარს ქოთანში არსებულ მიწას აყრიან ან 1 ჩ/კ შაქარს 1 ჭიქა წყალში ხსნიან. ამ ხსნარით კვირაში ერთხელ რწყავენ. 2-3 გამოკვება საკმარისია, უფრო მეტი მცენარეზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
ამავე მიზნით შეგიძლიათ აფთიაქში გლუკოზა შეიძინოთ და წყალში გახსნათ. 1 აბი 1 ლიტრ წყალში გახსენით და მცენარე მორწყეთ. ასეთი სასუქი სუსტი და დაავადებული მცენარისთვის გამოიყენეთ. ძლიერ მცენარეს ასეთი სასუქი არ სჭირდება.
2. ყავის ნალექი
ყავის ნალექი ოთახის ყველა მცენარისთვის (და არა მხოლოდ ოთახის) შესანიშნავი სასუქია. მას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. უბრალოდ 1 ჭიქა ყავა დალიეთ, ყავის ნალექი კი მიწას აურიეთ. ამ ხრიკის წყალობით მიწა უფრო მეტად ფხვიერი და მსუბუქი გახდება. ასე ნიადაგის მჟავიანობა გაიზრდება და მასში ბევრი ჟანგბადი არ იქნება.
ოთახის მცენარეებისთვის არა მხოლოდ ყავის ნალექს, არამედ დაყენებულ ჩაისაც იყენებენ. სამწუხაროდ, მათ არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეთ. უდაოდ, ასეთი დანამატი მიწას უფრო ფხვიერს ხდის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ნიადაგში არსებულ დაყენებულ ჩაიზე მატყლები გიჟდებიან. ასე რომ, ფრთხილად იყავით.
3. ციტრუსი და სხვა ხილი
მანდარინის, ფორთოხლის და ბანანის ქერქი ოთახის მცენარეებისთვის შესანიშნავ სასუქად შეიძლება გადაიქცეს. ამისთვის ცოტა „ჯადოქრობა“ დაგჭირდებათ.
ციტრუსის სასუქის მოსამზადებლად ცედრა დააქუცმაცეთ და 1 ლიტრიანი ქილის 1/3 აავსეთ, შემდეგ მდუღარე წყლით ბოლომდე გაავსეთ. „ციტრუსის“ სასუქი 1 დღე დააყენეთ, ქერქი გადაყარეთ, ნაყენი სუფთა წყლის დამატებით 1 ლიტრამდე შეავსეთ და ყვავილები მორწყეთ.
დაახლოებით ასე მზადდება ბანანის ქერქის სასუქიც: დააქუცმაცეთ, 1 ლიტრიანი ქილის ½ ნაწილი აავსეთ და წყლით ბოლომდე გაავსეთ. 1 დღე დააყენეთ, გადაწურეთ და ქილა სუფთა წყლით ბოლომდე გაავსეთ.
ციტრუსისგან განსხვავებით ბანანის ქერქი შეგიძლიათ მიწის სუბსტრატს დაუმატოთ. მცენარის გადარგვის დროს ნიადაგს ცოტა წინასწარ გამომშრალი და დაქუცმაცებული ბანანის ქერქი დაუმატეთ. დროთა განმავლობაში ის დალპება და მცენარეს მიკროელემენტებით გაამდიდრებს, რაც მცენარის მწვანე მასის ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს.
4. ნაცარი
ნაცარი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიას და გოგრის. ამასთან კალიუმი და ფოსფორი მცენარისთვის ხელმისაწვდომ ფორმაშია, რის გამოც ნაცარი მცენარეებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია.
ყვავილების გამოსაკვებად, გადარგვის დროს ნაცარი წინასწარ ნიადაგს უნდა აურიოთ. ასე მიწის სუბსტრატს უფრო მკვებავს გახდით და დეზინფექციას ჩაუტარებთ. სწორედ მისი დახმარებით, მცენარე ახალ ნიადაგში არ დალპება.
შეგიძლიათ ნაცრის დახმარებით თხევადი სასუქი მოამზადოთ. ამისთვის 1 ს/კ ნაცარი 1 ლიტრ წყალში გახსენით.
5. საფუარი – ოთახის ყვავილის ზრდის შესანიშნავი მასტიმულირებელი
ჩვეულებრივი საფუარი მცენარისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებას გამოყოს, მათ შორის ფიტოჰორმონებს. მასში შედის ციტოკინინები – ჰორმონები, რომლებიც უჯრედების დაყოფასა და დიფერენციაზე პასუხს აგებენ. ასეთ ნაყენში შედის აუქსინი, B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით თიამინი, რომელზეც მცენარე საკმაოდ კარგად პასუხობს.
საფუარის ექსტრაქტით ნიადაგის მორწყვის დროს მიკროორგანიზმების აქტივობა იზრდება, ნახშიროჟანგების გამოყოფა ძლიერდება, ორგანული ნივთიერებები სწრაფად მინერალიზდება აზოტით და ფოსფორით. 1 %-იანი საფუარის ნაყენით ნიადაგის მორწყვა სტანდარტული სეზონური დოზის სრული კომპლექსური სასუქის ტოლფასია.
საფუარის სასუქის მოსამზადებლად 10 გრ საფუარი და 1 ს/კ შაქარი 1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით. თუ ჩვეულებრივი საფუარი არ გაქვთ, შეგიძლიათ მშრალი გამოიყენოთ. 10 გრ მშრალი საფუარი და 3 ს/კ შაქარი 10 ლ წყალში გახსენით.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ საფუარს გამოიყენებთ, მცენარის გამოკვებამდე 2 საათით ნარევი დააყენეთ. შემდეგ წყალში 1:5 პროპორციით გახსენით და მცენარის ნიადაგი მორწყეთ.
6. ხახვის კოქტეილი
ხახვის ფურცლებისგან მომზადებული „ცოცხალი კოქტეილი“ ოთახის მცენარეების ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს. მასში მიკროელემენტების სრული ნაკრები შედის.
ხახვის კოქტეილის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, ერთადერთი ნიუანსი: ის დიდხანს არ ინახება, ამიტომ მისი მომზადება ყოველდღე მოგიწევთ.
ხახვის კოქტეილის მოსამზადებლად 50 გრ ხახვის ფურცლებს 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 10 წუთით ადუღეთ, შემდეგ 3 საათით დააყენეთ. გაგრილებული ნაყენი გადაწურეთ და მცენარე და ნიადაგის ზედა ფენა გაუწყლოების პროფილაქტიკის მიზნით მორწყეთ.
7. ნეშომპალა
ნამდვილად უნივერსალური სასუქია, რომელიც როგორც ბაღის, ასევე ოთახის მცენარეების გამოსაკვებად გამოიყენება.
ოთახის მცენარეების გამოსაკვებად სჯობს ფოთლოვანი ნეშომპალა გამოიყენოთ. ამისთვის მცენარის გადარგვის დროს ნიადაგს ფოთლოვანი ნეშომპალა აურიეთ. მასში მცენარის გამოსაკვებად აუცილებელი რიგი ელემენტები შედის. გარდა ამისა, ნიადაგის სტრუქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და მას უფრო აუმჯობესებს.
ყვავილები შეგიძლიათ ძროხის (ასევე ღორის და ა.შ.) ნაკელის ნეშომპალით გამოკვებოთ. ამისთვის 100 გრ ნეშომპალა 10 ლ წყალში გახსენით.
ნეშომპალის გამოყენების დროს მზად იყავით, რომ გარკვეული დროით ქოთნებს არც თუ ისე კარგი სუნი ექნება, რომელიც რამდენიმე საათში გაქრება.
8. აკვარიუმის წყალი
ნაყიდი სასუქის შესანიშნავ ალტერნატივას აკვარიუმის წყალი წარმოადგენს. მაში დიდი რაოდენობით შედის ნივთიერებები, რომლებიც მცენარის ზრდას სტიმულირებენ. ის ძალიან რბილია და ნეიტრალური PH აქვს. რეკომენდებულია ასეთი სასუქი გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში გამოიყენოთ, როცა მცენარის ფოთლები და კვირტები აქტიურ ზრდას იწყებს. აი, შუა ზაფხულში აკვარიუმის წყლის გამოყენება არ შეიძლება.
აკვარიუმის წყლით ოთახის მცენარეები თვეში ერთხელ მორწყეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი მიკროსკოპული წყალმცენარე ნიადაგში მოხვდება და გამრავლდება. შედეგად ნიადაგი გამწვანდება და მჟავიანობა გაიზრდება.
9. ქარვის მჟავა
ქარვის მჟავა ბუნებრივი ქარვის გადამუშავების შედეგად მიიღება. მას ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, რომლის წყალობით ფართო გამოიყენება, მათ შორის ოთახის მცენარეების გამოსაკვებად.
მკვებავი ხსნარის მოსამზადებლად 1 გრ პრეპარატი 5 ლ წყალში გახსენით.ამ სითხით არა მხოლოდ ნიადაგი მორწყეთ, არამედ მცენარეები დანამეთ. განსაკუთრებით მოსწონს ბეგონიას, აგლაონემას, ციტრუსებს, ქლოროფიტუმს, ფიკუსს, ჰავორტიას, ოპუნციას და კრასულას.
გაითვალისწინეთ: ოთახის მცენარეების გამოსაკვებად ქარვის მჟავა წელიწადში ერთხელ გამოიყენეთ, რომ უკუეფექტი არ მიიღოთ.
10. მარცვლეულის ნარეცხი წყალი
სასუქის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალი, რომელიც მარცვლეულის (ბრინჯის, წიწიბურის და ა.შ.) გასარეცხად გამოყენებულ იქნა. ასეთი წყალი შეიცავს კრემნიუმს, რკინას, მაგნიუმსა და ფოსფორს.
სანამ ოთახის მცენარის სასუქს გამოიყენებთ, დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი:
ახალ გადარგული მცენარე 2 თვე არ გამოკვებოთ, რადგან მკვებავი ნიადაგი საკმარის სასუქს შეიცავს და ჭარბი რაოდენობა მცენარეზე დამღუპველად იმოქმედებს.
სანამ სასუქს გამოიყენებთ, მცენარის ნიადაგი სუფთა წყლით მორწყეთ. ასე მცენარეს კონცენტრირებული სასუქისგან დაიცავთ.
სუსტ და დაავადებულ მცენარეს სასუქი ფრთხილად მიაწოდეთ. უფრო დაბალი კონცენტრაციის სასუქი გამოიყენეთ. ოთახის მცენარეებს სასუქი მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სჭირდებათ.