თავის მოვლა
შეაჩერეთ თმისცვენა, გაააქტიურეთ ზრდა და გააძლიერეთ თმა ამ საიდუმლოებების გამოყენებით
თქვენი სხეული, ისევე, როგორც სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილი, საჭიროებს ცილებს, ცხიმებს, მინერალებსა და ვიტამინებს, რათა შეინარჩუნოს საჭირო მდგომარეობა.
თმისცვენა დაკავშირებულია საკვებთან, რამდენადაც თმის სტრუქტურის დიდი ნაწილი ცილებისგან შედგება. ფაქტობრივად, ჰიპოკალორიული ან ჰიპოპროტეინული დიეტა, შიმშილი ან ვეგანური დიეტა, რომელიც არ კონტროლდება დიეტოლოგის მიერ, იწვევს თმისცვენას.
იძინეთ დღეში არანაკლებ 7 საათით, ეწიეთ ცხოვრების აქტიურ წესს, კარგად იკვებეთ და მიირთვით არანაკლებ 1.5 ლ წყალი, შედეგად კი შეამჩნევთ, რომ თქვენი თმა უფრო იშვიათად ცვივა.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებსაც, რომლებიც თმის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ახდენს გავლენას:
- რკინის დეფიციტი: ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს რთულ პერიოდებთან, რომლებიც იწვევს ანემიას.
- ჰორმონალური დარღვევები: ენდომეტრიოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, დიჰიდროტესტოსტერონის დონის მომატება ან საკვერცხის კისტა.
- აგრესიული საღებავები ან დასწორება: ამ მეთოდების ხშირი გამოყენება ასუსტებს თმას.
- სტრესი, უძილობა და ცუდი განწყობა არანაკლებ მოქმედებს თქვენი თმის მედეგობაზე.
მკვებავი ნივთიერებები, რომლებიც თქვენი თმის ძალის აღდგენაში დაგეხმარებათ:
- B ჯგუფის ვიტამინები: აუმჯობესებს თმის ძალასა და სიმკვეთრეს, ხელს უშლის ჭაღარის გაჩენას. ისინი ხელს უწყობს გემოგლობინის წარმოქმნას, რომელიც პასუხს აგებს უჯრედებთან ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე. შედეგად, თმის ფოლიკულა უკეთ გაიჟღინთება ჟანგბადით და მეტ მელანინს გამოყოფს. გაზარდეთ რაციონში ამ ვიტამინების რაოდენობა ბრინჯისა და სრული მარცვლების, პარკოსნების, თხილეულის, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, კვერცხისა და ლუდის საფუვრის მიღებით.
ბიოტინი: აგრეთვე ცნობილი, როგორც ვიტამინი B7, მძლავრი მკვებავი ნივთიერებაა თმის ფოლიკულის თავის კანთან მისამაგრებლად. მას კვერცხი შეიცავს.
ფოლიუმის მავა, ცნობილი, როგორც B9, გვხვდება ციტრუსებში, კივიში, სატაცურში, ჭარხალში, პარკოსნებში, ისპანახსა და მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში.
ვიტამინები B6 და B12 აუმჯობესებს თავის კანის ოქსიგენაციას და ხელს უწყობს თმის ფოლიკულების უჯრედების რეგენერაციას.
- A ვიტამინი: ხელს უწყობს კანის ქონის გამოყოფას, რომელიც ატენიანებს და კვებავს თავის კანს, ასევე, ახდენს თმის კონდიცირებას ბუნებრივი გზით. ეს აკავებს თმის დაბერების ნიშნებს, სხვა ანტიოქსიდანტების მსგავსაც. ვიტამინს შეიცავს ცხოველის ღვიძლი, სტაფილო, კვერცხი და ყველი. ასევე, იგი თმას უფრო ენერგიულად ზრდაში ეხმარება.
- C ვიტამინი: ეს ანტიოქსიდანტიც ხელს უწყობს კანის ქონის სეკრეციასა და კოლაგენის წარმოქმნას. ასევე, ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას და აძლიერებს კაპილარების კედლებს, შესაბამისად, თმის ფოლიკულასთან მეტი სისხლი აღწევს. იგი გვხვდება კივიში, ციტრუსში, წითელ მოცხარში, მარწყვში, პომიდორსა და უმ ტკბილ წიწაკაში.
- თუთია: შედის ხამანწკების, ხორბლისა და ქატოს ამონაცენების, გოგრის მარცვლების, კედრის კაკლის, ნორას წყალმცენარეებისა და ჩირის შემადგენლობაში.
- სელენი: ანელებს თმისცვენასა და ჭაღარის გაჩენას. მას შეიცავს ქოქოსის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტი, თხილეული და თესლეული.
- რკინა: ძალიან მნიშვნელოვანია თმისცვენისა და ჭაღარის დროს, რამდენადაც მონაწილეობს მელანინის გამომუშავების პროცესში. მას მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, მოლუსკებში, პარკოსნებსა და ხორცში იპოვით.
- კრემნიუმი: მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ჟღენთს ჟანგბადით თმის ფოლიკულებს. ასევე, ასტიმულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და ანელებს თმის ბოჭკოების დაბერებასა და ჭაღარის გაჩენას. ნუ დაგავიწყდებათ მწვანე ჩაის, სრული მარცვლების, ახალი და სეზონური ხილ-ბოსტნეულის მირთმევა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!