ყვავილები
სოდა ბაღში და სხვა სასარგებლო რჩევები აგარაკის მფლობელისთვის. უხვი მოსავალი ყოველგვარი ქიმიის გარეშე
რჩევა 1: სოდა ბაღში
საკვები სოდის გარეშე თანამედროვე ბაღის წარმოდგენა შეუძლებელია. მას შეუძლია ყველგან და ყველაფერში დაგვეხმაროს. თუ აგარაკის ნაკვეთზე ყურძენი მოგყავთ, კენკრის მომწიფების პერიოდში სოდიანი ხსნარით (75 გრ 10 ლ წყალზე) ვაზის მორწყვა არ დაგავიწყდეთ.
ასეთი პროცედურა ყურძენს ლპობისგან დაიცავს და კენკრაში შაქრის შემცველობას გაზრდის. ამავე ხსნარით ფოთოლჭამია მუხლუხოების საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ სხვა ხილის ხეც მორწყათ.
სოდა ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ. ერთ ლიტრ წყალში გახსნილი ჩაის კოვზი სოდა პროფილაქტიკის მიზნით კიტრის მოსარწყავად გამოიყენება. ხურტკმელასა და მოცხარს ამ ხსნარით რწყავენ: 1 ს/კ სოდა, 1 აბი ასპირინი, 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან თხევადი საპონი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი აურიეთ და 4,5 ლ წყალში გახსენით.
სოდის ხსნარით (1 ს/კ 10 ლ წყალზე) კიტრებს რწყავენ, რომ ფოთლების ნაადრევი გაყვითლება თავიდან აიცილონ. მუხლუხოების მოსაშორებლად ბევრი მებაღე კომბოსტოს ფოთლებს სოდას აყრის.
რჩევა 2: რჩევები მებაღეებსა და მებოსტნეებს
რთულია იპოვოთ აგარაკი, სადაც მოცხარის ბუჩქი არ იზრდება. მართალია, მოსავალი მხოლოდ საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. ზოგიერთი მოყვარული მებაღე დარწმუნებულია, რომ ერთი ქილა კენკრა კარგი მოსავალია. სინამდვილეში, კენკრის მოსავალი შეგიძლიათ ვედროებით მოკრიფოთ.
უხვი მოსავლის მისაღებად მისი მორწყვა არ დაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, სეზონის კლიმატური პირობები უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ 3 აუცილებელი მორწყვა არ გამოგრჩეთ. პირველი – ყვავილობის ბოლოს (დაახლოებით ივნისის პირველი ათი დღე), მეორე – ნასკვების ზრდის პერიოდი (ივნისის მესამე ათეული). მესამე – კენკრის მომწიფების დროს. წყლის ნორმა – 4 ვედრო თითო ბუჩქზე.
სასუქი დროულად მიაწოდეთ. შავ მოცხარს სეზონზე სასუქის 4-ჯერ მიწოდება სჭირდება.
პირველი – როგორც კი კვირტებს გამოიღებს: 2 ს/კ ამონიუმის ნიტრატი 10 ლ წყალზე. ნორმა – 1 ვედრო თითო ბუჩქზე.
მეორე – შუა ივნისში: 1 ს/კ შარდოვანა, 1,5 ს/კ სუპერფოსფატი და 0,5 ს/კ კალიუმის სულფატი 10 ლიტრ წყალზე. ნორმა – 1 ვედრო თითო ბუჩქზე.
მესამე – სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისი: 0,5 ჭიქა სუპერფოსფატი და 2/3 ჭიქა კალიუმის სულფატი 1 ბუჩქზე.
მეოთხე – ოქტომბრის ბოლოს: 0,5 ვედრო ნაკელი თითო ბუჩქზე.
ზედმეტი ტოტები მოაჭერით. ყველაზე მეტი ნაყოფი ორ და სამ წლიან აღმონაცენებს აქვს. უფრო ძველი კი ნაკლებ კენკრას იძლევა. სწორედ ამიტომ, ბუჩქს ფორმირება სჭირდება. ყოველწლიურად 3-4 ერთწლიანი აღმონაცენი დატოვეთ. ხოლო 6 წელზე უფრო ძველი კი მოჭერით. სჯობს ეს შემოდგომაზე გააკეთოთ, როცა მცენარეს ფოთლები დასცვივა.
ყვავილობის პერიოდში თაფლიანი ხსნარით მორწყეთ. მოცხარს ფუტკრები ამტვერებენ. მათ მოსაზიდად ტკბილი წყლით მორწყეთ: 1 ს/კ თაფლი 1 ლ წყალში გახსენით და ბუჩქები მორწყეთ.
რით გამოვკვებოთ ალუბალი
გამოკვება გაზაფხულზე – ნაცარი ერთ ლიტრიანი ქილით ტენიან ნიადაგზე, 1 ს/კ შარდოვანა და 2 ს/კ უქლორო კალიუმი (ქლორიანი კალიუმით მორწყვისას ფოთლები დასცვივა) 10 ლ წყალზე (3-4 ვედრო ერთ მცენარეზე). შეგიძლიათ კალიუმის ნიტრაქტით (2 ს/კ ) ჩაანაცვლოთ.
ნასკვების ინტენსიური ზრდის დროს ფოთლები მიკროელემენტების ხსნარით მორწყეთ. გარდა ამისა, საჭიროა 1 ლიტრიანი ქილა ნაცარი კურკების გასაზარდელად.
აგვისტოს შუა პერიოდში 2 ს/კ მარცვლოვანი სუპერფოსფატი და 1 ს/კ კალიუმი 10 ლ წყალში გახსნილი (მაქსიმუმ 4 ვედრო) და კვლავ ერთ ლიტრიანი ქილით ნაცარი. ლიტრიანი ქილა შეგიძლია 1 ჭიქა დოლომიტით ჩაანაცვლოთ.
გვიან შემოდგომაზე, ფოთლების ჩამოყრის შემდეგ, შეგიძლიათ 1 ვედრო ორგანული ნივთიერებები ან ნაკელი მიაწოდოთ.
როგორ მოვიშოროთ კოლორადოს ხოჭო ყოველგვარი ქიმიის გარეშე
1 შეფუთვა მშრალი მდოგვი 1 ვედრო წყალში გახსენით, 100 მლ 9%-იანი ძმარი კარგად აურიეთ და ამ ნარევით კარტოფილის ფოჩები მორწყეთ.
რჩევა მებაღეებისთვის, რომლებიც მარწყვის ადგილის შეცვლას აპირებენ
10 ლ წყალში (ვედრო ლითონის არ უნდა იყოს) 15 წვეთი იოდი გახსენით, ხის კოვზით აურიეთ და თითოეული ნიადაგით მორწყეთ. წინასწარ ნიადაგი დაატენიანეთ (წვიმის ან კარგი მორწყვის შემდეგ).
ამასთან ეცადეთ, რომ იოდის ხსნარი ფოთლებს არ მოხვდეს. როგორც წესი, ასეთი დამუშავების შემდეგ მომავალი 2 წელი ხოჭოები არ შეგაწუხებთ.
სანამ მარწყვს დარგავთ, მომავალი ნიადაგი ამ ხსნარით კარგად მორწყეთ. მორწყვიდან 3-4 დღეში შეგიძლიათ კენკრა თამამად დარგოთ. ასე ფესვებს იოდის გადაჭარბების გამო შესაძლო დამწვრობისგან დაიცავთ. გაფრთხილდით: დოზას არ გადააჭარბოთ!