საკითხავი
11 ჩვეულებრივი რამ, რასაც გამოყენების ვადა აქვს
როცა საბაყლო მაღაზიაშია მივდივართ, პირველი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, პროდუქტის ვარგისიანობის ვადაა. თუმცა, ჩვენს სახლში არის კონკრეტული ნივთები, რომელთაც გამოყენების ვადა დაწერილი არ აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი გამოყენება მუდმივად შეგიძლიათ. ზოგჯერ, მაშინაც კი, თუ კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან, ეს ნივთები შეიძლება ზიანის მომტანი იყოს. აი, რამდენიმე მათგანი:
ბალიშები: 2-3 წელი
ბალიშების რეგულარულად შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი არა მხოლოდ ფორმას კარგავენ, არამედ მტვრის ტკიპების წარმოუდგენელი სახლი ხდება.
ჩუსტები: 6 თვე
დრო და დრო ჩუსტები უნდა გამოცვალოთ, რადგან მათ შეიძლება სოკოვანი ინფექცია გაავრცელონ.
ღრუბელი: 2 კვირა და საშხაპეში
ღრუბელმა შეიძლება სოკო და ობი გაავრცელოს. ვადაგასული ღრუბელი თქვენი სხეულის გასაწმენდად არ გამოიყენოთ.
პირსახოცი: 1-3 წელი
პირსახოცი ტენის შთანთქმის უნარს კარგავს და თუ მათ რეგულარულად არ გარეცხვათ, ბაქტერიების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობას შექმნით.
სავარცხელი: 1 წელი
კვირაში მინიმუმ ერთხელ სავარცხლის კარგად გაწმენდა და ყოველ წელს მისი შეცვლა აუცილებელია.
ბიუსჰალტერი: 1-2 წელი
ნებისმიერ ქალს ჰკითხეთ და ის აღიარებს, რომ საყვარელ ბიუსჰალტერს არ ცვლის, სანამ მას რკინები არ გამოუვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თქვენმა საცვალმა იუბილე არასდროს უნდა გადაიხადოს და რეგულარულად უნდა შეიცვალოს.
ბოტასები: 1 წელი
250-300 მილის გავლის შემდეგ, ამორტიზაცია დარღვევას იწყებს და თქვენი სახსრები უსარგებლო სტრესს განიცდის.
სანელებლები: 1-3 წელი
სანელებლები დროთა განმავლობაში თავის სუნს და გემოს კარგავენ. ბუნებრივი სანელებლები 6 თვეზე მეტ ხანს არ უნდა ინახებოდეს.
ფქვილი: 6-12 თვე
საუკეთესო ფქვილი მხოლოდ 1 წელი ინახება.
სადეზინფექციო საშუალებები: 3 თვე
სადეზინფექციო საშუალება თავის ეფექტურობას უკვე 3 თვეში კარგავს.
მწერებისგან დამცველი საშუალება: 2 წელი
2 წელში მწერების დამცველი ნებისმიერი საშუალება უსარგებლო ხდება.