ჯანმრთელობა
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული ექსტრემალურ სტრესს განიცდის
სტრესი – ორგანიზმის რეაქცია იმ გარემოებებზე, რომლებიც ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედება ორგანიზმზე იწვევს ფსიქიკის განადგურებას.
იგი ფიტავს ორგანიზმის დამცავ ძალებს და ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. სტრესის ფონზე, ხშირად, ვითარდება წყლულოვანი დაავადება, ჰიპერონია, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სტრესის ნიშნებს, რათა მდგომარეობა არ მიიყვანოთ კრიტიკულ ნიშნულამდე.
1. გამონაყარი და აკნე
საკნე კანის ანთებას წარმოადგენს, რომელიც, მკურნალობის გარეშე, კანის დიდ მონაკვეთებს ედება. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა თითქმის 90%-ს, სტრესის მდგომარეობაში, აკნე და გამონაყარი უჩნდება.
სტრესის მომენტში ჩვენი ორგანიზმი ზრდის სისხლში ადრენალინის მარაგს, რაც იწვევს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონის მომატებას და არღვევს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს.
კორტიზოლის მომატებული დონის დროს, აქტიურდება ქონის ჯირკვლები, რომლებიც კანის ქონის გამოყოფას იწყებს. ძლიერი ემოციური სტრესის დროს, ქსოვილები ცუდად აღდგება, არსებული მუწუკები კი ცუდად ხორცდება.
2. თმისცვენა
სტრესი არამხოლოდ არღვევს ჩვენს ჰორმონალურ ცვლას, არამედ აღიზიანებს კანს და აუარესებს თავის კანის საერთო მდგომარეობას.
თავის კანი დიდ როლს ასრულებს ჯანსაღი თმის ზრდაში: თმის ზრდისთვის სუფთა და ჯანსაღი პირობების არარსებობის გამო, თმა სწრაფად სუსტდება და უსიცოცხლო ხდება.
სტრესის მაღალი დონე ორგანიზმს აიძულებს, შეცვალოს თმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლი. სტრესი, ასევე, შეიძლება ერთგვარი კატალიზატორიც იყოს ავტოიმუნური დაავადებებისა, რომლებიც თმისცვენას იწვევს.
3. თავის ტკივილი
ადამიანთა უმეტესობა დროგამოშვებით განიცდის დაძაბულობის თავის ტკივილს, ამასთან, ქალბატონებში ეს მდგომარეობა უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
დღეს უკვე დადგენილია, რომ ამ მდგომარეობის განვითარებაში წამყვანი როლი მიუძღვის ხანგრძლივ ფსიქოემოციონალურ სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას.
პაციენტები ქრონიკული დაძაბულობის თავის ტკივილებით, როგორც წესი, კორტიზოლის დაბალი დონით გამოირჩევიან, რაც ქრონიკული სტრესის შედეგი შეიძლება იყოს.
4. ანთება
არსებობს უამრავი ნაშრომი, რომლებშიც საუბარია ფსიქოლოგიურ სტრესს, ანთებასა და მის შედეგებს შორის კავშირზე. ჟურნალ Nature Medicine-ში ორი წლის წინ გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ სტრესს ათეროსკლეროზის გამოწვევაც შეუძლია.
ესქპერიმენტში იმ ვირთებში, რომელთა გალიასაც რეგულარულად თავდაყირა აყენებდნენ, უცვლიდნენ განათების რეჟიმს და საერთოდ არ აძლევდნენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას, იზრდებოდა იმუნური უჯრედების(ნეიტროფილებისა და მონოციტების) დონე.
ამის უშუალო მიზეზი იყო ჰორმონი ნოროადრენალინი, რომლის კონცენტრაციაც სტრესის დროს იზრდება.
5. საჭმლის მონელების დარღვევა
საჭმლის მონელება კონტროლირდება ნერვული სისტემის მიერ, რომელიც შედგება მილიონობით ერთეული ნერვისგან, ურთიერთმოქმედი უშუალოდ ნერვულ სისტემასთან.
როცა ჩვენ სტრესს განვიცდით, ჩვენი სხეული სრულად კონცენტრირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებზე და უგულებელყოფს საჭმლის მონელებას.
სტრესის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს საჭმლის მონელების დაავადებებს: გასტროეზოფაგეალურ რეფლუქსურ დაავადებას, კუჭის წყლულს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, კრონის დაავადებასა და საკვებ ალერგიას.
6. უძილობა
ჩვენს ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენები, იქნება ეს წვრილმანი თუ სერიოზული რამ, საკმარისზე მეტად გვაქვს. ყველას არ შეუძლია ამ ყველაფერზე აბსოლუტურად მშვიდად რეაგირება.
სტრესის საფასური ადამიანებისთვის განსხვავდება, თუმცა, მათ უმეტესობაში ყველაფერი ძილის დარღვევებით ან ბანალური უძილობით იწყება.
სტატისტიკის მიხედვით, სტრესთან დაკავშირებული უძილობა პლანეტის მაცხოვრებელ ადამიანთა მეოთხედს უვითარდება წლის განმავლობაში.
7. მადის ცვლილებები
როცა სტრესს განიცდით, აღმოაჩენთ, რომ სულ გაგიქრათ მადა, ან, პირიქით, მაცივარს ვეღარ შორდებოდეთ.
ერთმა კვლევამ, რომელიც კოლეჯის სტუდენტებს შეისწავლიდა, აჩვენა: მათ 81%-ს აღენიშნებოდა მადის ცვლილებები, როცა ძლიერ სტრესს განიცდიდნენ. მათ შორის 62% მადის მომატებას უჩიოდა, 38% კი – დაქვეითებას.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სიმპტომებს და მიიღეთ დროული ზომები. გისურვებთ ჯანმრთელობას!