Connect with us

ჯანმრთელობა

პოდაგრა: დაავადება, რომელიც ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული

პოდაგრის მაჩვენებლები ელვისებრი სისწრაფით იმატებს დიდ ბრიტანეთში, 1997-2012 წლებში 64%-ს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადში შემთხვევათა რაოდენობა 4%-ით იზრდება, ეს მდგომარეობა დღეისათვის 40-იდან ერთ ადამიანს აწუხებს.

სამწუხაროდ, მასმედიაში, რომელიც ამ ყველაფერს აღნიშნავს, დიდ ყურადღებას უთმობენ კვლევების შედეგებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო დახმარებასთან წვდომის პრობლემაზე, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ორგანიზმში შარდმჟავას დონის შესამცირებელ პრეპარატებს იღებენ, “ოპტიმალურზე დაბალია”.

თუ თქვენ, როგორც პოდაგრით დაავადებულთა მზარდი რაოდენობა, ებრძვით ამ დაავადებას, უნდა იცოდეთ: პოდაგრასთან გამკლავებისთვის წამლები საჭირო არაა. ჭარბი შარდმჟავის დაგროვების ძირითადი მიზეზის აღმოფხვრა ნატურალური საშუალებებითაც შეიძლება, თანაც ძალიან ეფექტურად. ბოლოს და ბოლოს, პოდაგრა, პირველ რიგში, ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებაა.

შარდმჟავა – ესაა ცხოველქმედების ნორმალური პროდუქტი სისხლში. მისი მაღალი დონე იწვევს პოდაგრას – მტკივნეული ართრიტისა და ანთების სახეობას, რომელიც, შემთხვევათა ნახევარში, აზიანებს დიდი თითის მთავარ სახსარს.

უკვე ცნობილია, რომ შარდმჟავას დონე მომატებულია სისხლის მაღალი წნევის მქონე, ჭარბწონიანი და თირკმლების დაავადებებით დაშავებულ ადამიანებში.

უჯრედებში, შარდმჟავას აქვს როგორც ანტიოქსიდანტური, ისე პროოქსიდანტური ფუნქციები. ამიტომ, თუ მის დონეს მეტისმეტად შეამცირებთ, მის ანტიოოქსიდანტურ თვისებებს დააქვეითებთ. თუმცა, თუ შარდმჟავას დონე ძალიან მაღალია, ეს გაზრდის მავნე ნივთიერებების რაოდენობას უჯრედებში, ასევე, იქაც, სადაც იგი პროოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს.

როცა მეტაბოლისტური პროცესები, რომლებიც სისხლში შარდმჟავას რაოდენობას აკონტროლებს, ვერ ასრულებს თავის ფუნქციას შესაბამისაც, ჩნდება პოდაგრა. დეფორმირება და შეშუპება – სახსრებში შარდმჟავის მჟავაწარმომქმნელი კრისტალების სიჭარბის შედეგია, ხოლო ტკივილი ამ მდგომარეობაში გამოწვეულია თქვენი ორგანიზმის ანთებითი რეაქციით კრისტალებზე.

პოდაგრა, ზოგადად, ართრიტის ყველაზე მტკივნეულ სახეობად ითვლება. ხშირად, დაავადება ყველაზე ხშირად ფეხის დიდ თითს აზიანებს, დაავადებულები კი ტკივილს შემდეგნაირად აღწერენ: თითქოს თითს ცეცხლი ეკიდება ან გაცხელებული მაშით წვავენ.

პოდაგრას სიმპტომები, ჩვეულებრივ, 3-10 დღეში ქრება, შემდეგი შეტევა კი რამდენიმე თვის ან წლის შემდეგად კი შეიძლება განმეორდეს, თუ საერთოდ განმეორდება. თუმცა, ხშირად, პოდაგრა ცხოვრებისეულ პრობლემად იქცევა, რომლის შეტევებიც ძალიან სწრაფად და რთულად მეორდება. დროთა განმავლობაში, ეს სამუდამოდ დააზიანებს სახსრებს და ახლომდებარე ქსოვილებს, განსაკუთრებით, თუ ზომებს არ მიიღებთ შარდმჟავას დონის შესამცირებლად.

თუ პოდაგრა გაქვთ, მკვეთრად შეამცირეთ ფრუქტოზის მოხმარება.

შარდმჟავა – ეს ფრუქტოზის მეტაბოლიზმის გვერდითი პროდუქტია. ფრუქტოზა, როგორც წესი, წარმოქმნის შარდმჟავას მისი მოხმარებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამასთან, ფრუქტოზა შაქრის ერთადერთი სახეობაა, რომელიც შარდმჟავას დონის მომატებას იწვევს.

*სურათზე მოცემული რიცხვები აღნიშნავს გრამებს.

ფრუქტოზა ბევრად განსხვავდება შაქრის სხვა სახეობებისგან, რამდენადაც მისი მეტაბოლიზმი სპეციფიკური გზით, გლუკოზისგან განსხვავებით, მიმდინარეობს, მაგალითად, შარდმჟავა სწორედ ამ სპეციფიკური მეტაბოლისტური მოქმედების შედეგია. დოქტორი ჯონსონის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად,, ორგანიზმში >5.5 მგ/დლ-ს მიღწევისას, სწორედ შარდმჟავა იქცევა ჯანმრთელობის პრობლემების მთავარ გამომწვევ მიზეზად.

ამ დონეზე, შარდმჟავა დაკავშირებულია მაღალი არტერიული წნევისა და შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნისა და თირკმლების დაავადების განვითარების რისკის ზრდასთან. მისი იდეალური დონე მერყეობს 3-დან 5.5 მგ/დლ-მდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!