Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს თქვენი დიეტა თქვენს ჰორმონებზე

ჰორმონები – ესაა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის მრავალ ფუნქციაზე ახდენს გავლენას. მათ შორისაა:

  • სიმაღლე;
  • განვითარება;
  • ნივთიერებათა ცვლა;
  • სქესობრივი ფუნქცია;
  • რეპროდუქციული ფუნქცია;
  • ემოციები;
  • განწყობა.

ჯანმრთელი ორგანიზმი ყველა ჰორმონს საჭირო რაოდენობით გამოიმუშავებს. თუმცა, მრავალი ფაქტორი – განსაკუთრებით, არასწორი კვება – იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, რაც, თავის მხრივ, დაავადებების მიზეზი ხდება.

რა ახდენს გავლენას ჰორმონალურ ფონზე:

1. ბევრი ტკბილეული

რაც უფრო მეტ ტკბილს სვამთ და ჭამთ, მით უფრო მეტი რაოდენობით მუშავდება ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედები, შემდეგ კი – ესტროგენები. ეს გამოიწვევს პროგესტერონის უკმარისობას და ესტროგენის სიჭარბეს. მსგავსი დისბალანსი სრულდება აკნეთი, უნაყოფობით, პმს-ითა და მენსტრუალური ციკლის დარღვევით.

2. ქარხნული პროდუქტი

წიწილები და თევზები, გაზრდილი ხელოვნურ საკვებზე, ანტიბიოტიკებსა და ზრდის ჰორმონებზე, არღვევს ადამიანის ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით, ესტროგენისა და პროგესტერონის გამოყოფას. ასეთი პროდუქტი იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევასა და ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, კიბოს გაჩენის რისკის გაზრდას.

3. ხილისა და ბოსტნეულის უკმარისობა

ცელულოზათი მდიდარი რაციონი ძალიან მნიშვნელოვანია ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. იგი იცავს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს და ორგანიზმს ეხმარება ნარჩენების მოშორებაში.

სეროტონინის საერთო რაოდენობის თითქმის 90% გამომუშავდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეს ჰორმონი მართავს განწყობას, არეგულირებს დღიური ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ასტიმულირებს სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებებს. ცელულოზას უკმარისობა არამხოლოდ საჭმლის მონელების პრობლემებს, არამედ სეროტონინის დეფიციტსაც იწვევს, რასაც ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს თან.

4. შიმშილობა

როცა საკვების მიღების დროს ტოვებთ(განსაკუთრებით, საუზმეს), ეს ინსულინისა და კორტიზოლის გამომუშავებაზეც აისახება. შიმშილი ასტიმულირებს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, გამომუშავებას. როცა სხეული ფიქრობს, რომ გშიათ, იგი პანიკაში ვარდება.

კორტიზოლის სიჭარბეს წონაში მატების გამოწვევა შეუძლია. მუცლის არეში დაგროვილი ცხიმოვანი უჯრედები ასტიმულირებს ესტროგენის ჭარბ გამოყოფასაც. გარდა ამისა, კორტიზოლი ბლოკავს შიმშილის მაკონტროლებელ ჰორმონს, რის გამოც მუდმივად ჭამა გვინდება.

კორტიზოლი პროგესტერონის ხარჯზე იწარმოება: როცა საკვებზე უარს ამბობთ, ორგანიზმი უპირატესობას კორტიზოლს ანიჭებს და წყვეტს პროგესტერონის გამოყოფას. ეს იწვევს ესტროგენის სიჭარბეს, რაც უნაყოფობის, პმს-ისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევების რისკს ზრდის.