Connect with us

ჯანმრთელობა

ნემსიწვერა: ყვავილის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

ზოგიერთი ადამიანი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ეს ოთახის მცენარე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემის საწინააღმდეგო პანაცეას წარმოადგენს. დღეს ნემსიწვერას გამოყენების მეთოდებზე გიამბობთ.

კბილის ტკივილი

თუ ტკივილის მიზეზი ღრძილების ანთება ან თავად კბილია, შეგიძლიათ ნემსიწვერას ფოთოლი დაიდოთ და დაღეჭოთ, რომ წვენი გამოვიდეს. ტკივილი უმნიშვნელო გახდება და მის ატანას სტომატოლოგთან ვიზიტამდე შეძლებთ, რომ მიზეზი აღმოფხვრათ.

კანზე გამონაყარი

ზოგიერთ შემთხვევაში ნემსიწვერას ეთერზეთი კანის სხვადასხვა ინფექციურ ანთებას ეფექტურად ებრძვის. ასევე ეგზემას დროს კანის ზედაპირის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება.

ოსტეოქონდროზი

ზოგიერთი ამბობს, რომ ნემსიწვერას ფოთლების სპირტიანი სახვევი ოსტეოქონდროზის ნიშნებს უმკლავდება. უცნობია, ეს მცენარის ჯადოსნური თვისებების, თუ უბრალოდ სპირტის ეფექტის გამო ხდება.

ოტიტი

მილის სახით დახვეული და ოდნავ დაჭყლეტილი ნემსიწვერას ფოთოლი ოტიტის გაჩენის მთავარ მიზეზს გააქრობს. მთავარია, შემდეგ ყურიდან გამოიღოთ, სადაც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობის დამფასებლები მთელი ღამით გაჩერებას გირჩევენ.

თმის პრობლემები

ნემსიწვერას გაგრილებული ნაყენი თმის გამაძლიერებელი საშუალების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოღონდ შამპუნებისა და ბალზამებისგან ცალკე უნდა გამოიყენოთ. ამბობენ, რომ ეს თმის ცვენას აქრობს.

ხველა

აიღეთ 25 გრ ნემსიწვერას ფოთლები და 1 ლიტრ წყალში 10 წუთით ადუღეთ. შემდეგ ნაყენი გააგრილეთ და სურდოს და სხვა მსგავსი დაავადების დროს ყელის სავლებად გამოიყენეთ.

სურდო

ოთახის მცენარეების ცხვირში ჩაწვეთების შესანიშნავმა ტრადიციამ ნემსიწვერას გვერდი არ აუარა. პრინციპი იგივეა – რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე წვეთის ცხვირში ჩაწვეთება. ცემინება საშინლად მოგინდებათ, მაგრამ ცხვირის ლორწოვანი გარსი დამშვიდდება.

შეგახსენებთ, რომ ხალხური მედიცინა მკურნალობის დამატებითი მეთოდია იმ შემთხვევაში, როცა კლასიკური სამედიცინო პროცედურის გაძლიერება ან გაუმჯობესება გჭირდებათ. ეს თვითმკურნალობის მეთოდს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ჯერ სპეციალისტს მიმართეთ და მცენარის ფოთლების მოწყვეტა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.