საკითხავი
90 წლის ბრიტანელი სილამაზის საიდუმლოს ამხელს
30 წლის შემდეგ სხეულისა აღქმა იცვლება. უკვე მთლიანი საცურაო კოსტუმის შეძენაზე ვფიქრობთ. ბევრი იტყვის, რომ ასაკი არაფერ შუაშია, მაგრამ 30 წლამდე თავის მოვლა უფრო ადვილია. ახალგაზრდა კანი ბევრს არ ითხოვს. 30 წლის შემდეგ სხეულზე ცელულიტი ჩნდება, კანი იწელება. 40 წლისას ბევრი ქალი დაკუჭულ ჩირს ემსგავსება. 90 წლისას იდეალურ ფორმებზე ლაპარაკი ზედმეტია.
ასეთ საპატიო ასაკში იდეალური გარეგნობა მხოლოდ სწორი კვების და ხარისხიანი თავის მოვლის საშუალებების შედეგი არაა. აქ ცხოვრებისადმი დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, რასაც 91 წლის ბრიტანელი ჯოანა რიჩმონდ–ვუდჰაუსი ადასტურებს. მას 8 შვილი და 18 შვილიშვილი ჰყავს. ჯოანა ამბობს, რომ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თავს გრძნობს.
რატომ არ აქვს ყველას იდეალური ფორმა 90 წლის ასაკში
გაცნობისას ვერავინ იჯერებს, რომ ამდენი წლისაა. ფაქტთან შეგუების შემდეგ ბარში პატიჟებენ. ჯოანას თქმით, ახალგაზრდულად გამოიყურება:
„91 წლის ქალის გარეგნობა, ქცევა და ლაპარაკის სტილი არ მაქვს. არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ქალი 91 წლისას. თავს 21 წლის გოგოსავით ვგრძნობ და ასევ ვიქცევი. სანაპიროზე ბიკინს ვიცვამ და არა მთლიან საცურაო კოსტუმს. რატომაც არა?“.
2022 წელს ქმართან ერთად (ახლა გარდაცვლილია) ესპანეთიდან მშობლიურ ბრიტანეთში საცხოვრებლად დაბრუნდა. ბრიტანელი კოსტა–კალიდაში ცხოვრობს, 84 წლის ბოიფრენდი ჰყავს და მისი აქტიური ცხოვრების წესი ახალგაზრდებს შეშურდება. პრესისა და გარემოცვის ეჭვების მიუხედავად ირწმუნება, რომ დიეტაზე არასდროს ყოფილა, მხოლოდ წონას აკონტროლებდა.
რიჩმონდ–ვუდჰაუსი ცხიმიან ინგლისურ სამზარეულოზე გიჟდება, ზოგჯერ ხორციან ღვეზელს და ლუდს მიირთმევს. კოსმეტიკურ პროცედურებზე დიდ დროს არ ხარჯავს. პლასტიკური ქირურგიით არ უსარგებლია და მხოლოდ ერთსა და იმავე კრემს იყენებს, რომელსაც სუპერმარკეტში ყიდულობს.
„ასაკი მხოლოდ რიცხვია. პოზიტიური განწყობით ახალგაზრდობას ვინარჩუნებ. ვჭამ იმას, რაც მსურს და ეს მუშაობს“.