Connect with us

ჯანმრთელობა

9 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ფარისებრი ჯირკვლისთვის

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და მისი ჰორმონალური დარღვევებისგან დასაცავად, რეგულარულად გამოკვებეთ იგი შემდეგი პროდუქტით:

1. თაფლი, ბერძნული კაკალი და ლიმონი

ზარმაც ჯირკვალს ეს პროდუქტი აამუშავებს. დანაყეთ 3-4 ბერძნული ნიგოზი, შეურიეთ 1 ს.კ. თაფლს და მიირთვით დილით, უზმოზე. მიიღეთ ყოველდღე, 1-2 კვირის განმავლობაში.

კარგად გარეცხეთ 2-3 ლიმონი, დახეხეთ წვრილად, კანიანად, შეურიეთ 1:1 პროპორციით თაფლს. მიიღეთ მიღებული წამალი დღეში სამჯერ, 1ს.კ. საკვების მიღებებს შორის ინტერვალში.

2. ზღვის კომბოსტო

შეიცავს იოდსა და 40 ვიტამინსა და ელემენტებს, რომლებიც გვიცავს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისგან. ჩართეთ რაციონში პროფილაქტიკის მიზნით.

3. ხურმა

ხურმა საკმაოდ დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს(რამდენსაც ზღვის კომბოსტო).

თუმცა, იგი უფრო ხელმისაწვდომი და გემრიელია. სასარგებლო იოდის გარდა, იგი შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმს, რკინას, А, С და Р ვიტამინებს.

4. ხახვი

სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და გულისათვის. შეიცავს უამრავ მიკროელემენტს, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.

5. ვაშლი

ვაშლი – სასარგებლო ნივთიერებათა კოქტეილია. ფარისებრი ჯირკვლისთვის კი იგი სასარგებლოა, რამდენადაც მას კიბოს უჯრედებისგან იცავს. ვაშლის მარცვლები კი არ გადაყაროთ, მიირთვით, რადგან მათში 15%-მდე ცხიმიანი ზეთი და იოდია. ვაშლის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო სახეობად ითვლება გალის სახეობა, რომელიც B17 ვიტამინს შეიცავს. ეს ვაშლი აუცილებლად კანიანად უნდა მიირთვათ.

6. კიბორჩხალას ხორცი და ზღვის პროდუქტი

შეიცავს ვიტამინ B12-სა და თუთიას, რომელიც ასტიმულირებს ჩვენს ორგანიზმს. გაამახვილეთ ყურადღება: დაკონსერვებული კიბორჩხალას ხორციც ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.

7. მოცვი

მოცვი ანტიოქსიდანტების შემცველობით ნამდვილი რეკორდსმენია. გვეხმარება ჰორმონალური დარღვევების აღდგენაში.

8. ისპანახი

ლუტეინი და კაროტინოიდები, რომლებსაც ისპანახი დიდი რაოდენობით შეიცავს, დაეხმარება ფარისებრ ჯირკვალს გამართულად მუშაობაში.

9. წითელი თევზი

გაამახვილეთ ყურადღება: ექსპერტები გვირჩევენ, ფარისებრი ჯირკვალი საღამოს “გამოვკვებოთ” – იგი მთელი დღის განმავლობაში შრომობდა, ხოლო ვახშამზე საჭიროა ძალების აღდგენა. ფარისებრი ჯირკვლისთვის კარგი “საწვავია” წითელი თევზი(ქაშაყი, კალმახი, ორაგული). ასეთი თევზი მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის.