Connect with us

ჯანმრთელობა

9 მიზეზი მორიელის დასაფასებლად

რატომღაც ჰოროსკოპებში ზოდიაქოს ამ ნიშანს კარგი რეპუტაცია არ აქვს, თუმცა ეს სრულიად დაუმსახურებლად ხდება!

აი, 9 მიზეზი თუ რატომ უნდა დააფოსოთ და გიყვარდეთ მორიელი:

1. ერთგული პარტნიორები

მორიელი თავის მეორე ნახევარს, ყველაფერში მხარს დაუჭერს. თუნდაც ეს ყველაზე გიჟური იდეა იყოს! თუ გამოგივათ და მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერთ – არასდროს ინანებთ. მორიელი ბოლომდე მოგიძღვნით საკუთარ თავს, იზრუნებს თქვენზე და დაგიცავთ აბსოლუტურად ყველაფრისგან!

2. იდეალური მეგობრები

თუ მორიელის ახლო მეგობრების სიაში მოხვდით, სასიამოვნოდ გაოცდებით თუ როგორი იდეალური მეგობრები არიან ისინი. მათ არ უჭირთ ზრუნვისა და ყურადღების გამოჩენა მათთვის ვინც ეძვირფასებათ. ხშირად აკეთებენ სიყვარულისა და თბილი დამოკიდებულების დემონსტრირებას “თავისი” ადამიანების მიმართ.

3. მათ არაჩვეულებრივად განვითარებული ინტუიცია აქვთ

პირველი ხვდებიან თუ რაღაც ისე არ არის. შეიძლება იფიქროთ, რომ ზედმეტად ჩქარობენ, მაგრამ მიხვდებით, რომ უმეტეს შემთხვევაში მართლები არიან. ამიტომ თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მათ მიმართეთ. ისინი “სწორ ვერდიქტს” გამოიტანენ.

4. არიან ყურადღებიანები, ამჩნევენ ყველა წვრილმანს.

კეთილგანწყობილნი არიან მათ მიმართ ვინც უყვართ. ამჩნევენ ყველა დეტალს და იმახსოვრებენ თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალს თავისი მეგობრის შესახებ. ეს ძალიან სასიამოვნოა, ჩვენს დროში ხომ გარშემომყოფებს ამდენ ყურადღებას აღარ უთმობენ.

6. მორიელი – არაჩვეულებრივი პარტნიორი შემოქმედებითი პროექტებისთვის

მათ უზარმაზარი პოტენციალი აქვთ და მუდამ მიისწრაფიან ახლის შექმნისკენ. მორიელთა ნიჭი უდავოა. თუ ამ ზოდიაქოსთან წყვილში მუშაობთ, შეგიძლიათ ეჭვიც არ შეგეპაროთ – პროექტი ყველაზე წარმატებული იქნება (შეიძლება ითქვას პროვოკაციულიც).

7. ისინი ყოველთვის ნათლად აჩვენებენ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ხალხთან

ორსახოვნება – მორიელთა სტილი არ არის! მას ან მოწონხართ ან არა. ამიტომ ნუ იღელვებთ იმაზე, ნამდვილად გულწრფელია თუ არა თქვენი მეგობრობა. თუ მორიელი თქვენთან ურთიერთობს ე.ი. ნამდვილად ეძვირფასება თქვენი ურთიერთობა.

8. მორიელი – გამარჯვებისთვის დაბადებული

ისინი ყველაფერში აღწევენ წარმატებას: სპორტში, სამსახურში და ვიქტორინებში. ამიტომ გირჩევთ, თუ სამყაროს დაპყრობას აპირებთ – თქვენს გუნდში აუცილებლად გყავდეთ მორიელი.

9. იციან საიდუმლოს შენახვა

საერთო ჯამში მორიელები ძალიან დაფარულები არიან და აფასებენ კონფიდენციალურობას. ეს თვისება იმ ხალხზე ვრცელდება რომლებიც მათთვის სულერთი არ არის. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ იმის შესახებ, რომ თქვენს საიდუმლოს კიდევ ვიღაც გაიგებს. მორიელი მის შესახებ ნამდვილად არავის მოუყვება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.