Connect with us

ჰოროსკოპი

9 მარტს განსაკუთრებული სავსემთვარეობა იქნება: გაზაფხულის დასაწყისი

სავსემთვარეობა მარტში – განახლების დროა. თვის დასაწყისში მთვარე ახალ ეტაპზე გადავა და მასთან ერთად მთელი სამყარო შეიცვლება როგორც ფიზიკურ, ასევე ენერგეტიკულ დონზე. ეს 2020 წლის 3 სუპერმთვარეობიდან პირველი იქნება, როცა მთვარე უფრო დიდი და ჩვეულებრივზე უფრო კაშკაშა მოგეჩვენებათ.

ეს მაქსიმალური ენერგეტიკული აღმასვლის მომენტი, აღორძინების, ტრანსფორმაციის და განვითარების პერიოდია. ამასთან საკმაოდ ძლიერი იქნება ქალწულის თანავარსკვლავედის გავლენა, რომელშიც მთვარე მდებარეობს.

9 მარტს სავსემთვარეობა საქართველოს დროით 21:49 საათზე ქალწულის თანავარსკვლავედში მოხდება, რაც გარკვეულ დაძაბულობას მოგიტანთ, უფრო მომთხოვნს და კატეგორიულს გაგხდით, მაგრამ ამასთან ბიზნესის, განათლების, რომანტიკული და ფინანსური სფეროს კუთხით შთამბეჭდავ შესაძლებლობებს გაჩუქებთ.

ადამიანები, რომლებიც ქაოსში ცხოვრებას და შთაგონების მიხედვით მოქმედებას მიჩვეულნი არიან, ნეგატიური მოქმედება ელოდებათ. თუმცა სავსე მთვარის სინათლე უხილავის დანახვაში დაგეხმარებათ. სავსე მთვარის ენერგია ინტუიციას და ანალიტიკურ აზროვნებას გააძლიერებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გეგმების რეალიზების და წარმატებასთან მიახლოების შესანიშნავი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. ეს გამოიყენეთ, რომ სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ საკითხები, რომლებიც ცხად და მკაფიო მიდგომას ითხოვენ.

მარტის სავსემთვარეობის დღე წლის ორ სეზონს შორის გარდამტეხია. ის ცნობიერებით უნდა შეავსოთ. 9 მარტს პოზიტიური დოგმები, ვიზუალიზაციის ტექნიკა და სულიერი საკითხები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა საზრუნავი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფა სურს.

საქმიანი და საწარმოო აქტივობის მიუხედავად, რომლითაც 9 მარტს მთვარიანი ქალწული ყველას დააინფიცირებს, სიჩქარე, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, რისკის შეფასების შეუძლებლობა და ჭარბი ამბიცია თქვენს სამუშაოზე უარყოფითად აისახება. ეს კი გაღიზიანებას, აგრესიას და ძალების დაკარგვას გამოიწვევს. ამ დღეს გამოცდილი მეთოდები უფრო ეფექტური იქნება, ხოლო შემოქმედებითი პროექტები სიხარულს მოგიტანთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.