Connect with us

ჯანმრთელობა

9 ხრიკი, როგორ დაიკლოთ წონაში დიეტის და სპორტის გარეშე

ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად აუცილებელი არაა მკაცრი დიეტებით და ხანგრძლივი ვარჯიშებით თავი დაიტანჯოთ. საყვარელ პროდუქტზე უარის თქმაც არ დაგჭირდებათ. საკმარისია, რომ რამდენიმე მარტივი წესი დაიცვათ, რომელიც ჭარბი წონის პრობლემას სწრაფად მოგიგვარებთ და ჯანმრთელობას გააძლიერებს.

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტური მეთოდის გაცნობას, რომლებიც დაგეხმარებათ ჭარბი ცხიმოვანი დაგროვება შიმშილის და ვარჯიშის გარეშე დაიკლოთ. გასაოცარია, მაგრამ წელიდან და თეძოდან ზედმეტი სანტიმეტრები მაშინაც კი გაქრება, როცა თქვენ ისვენებთ!

როგორ დავიკლოთ სწრაფად და კომფორტულად

1. სწორად ისუნთქეთ. სუნთქვის ვარჯიშების რეგულარული ჩატარება ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარეგულირებაში დაგეხმარებათ. მუცლით ისუნთქეთ, ასე პრესის კუნთებს გაააქტიურებთ და წელი უფრო მოხდენილი გახდება. ტანვარჯიშს ყოველდღე 15 წუთი დაუთმეთ. ჩასუნთქვაზე მუცელი შეწიეთ, ამოსუნთქვაზე მოადუნეთ.

2. კონტრასტული შხაპი. ეს მეთოდი სხვა გასახდომ მეთოდებთან კომბინაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. დილით, ჩვეულებრივი შხაპის მიღების შემდეგ სხეულზე თბილი, შემდეგ ცივი წყალი გადაივლეთ. ასე ჭარბ წონას და ბევრ სხვა დაავადებას მოიშორებთ. მაგალითად, არითმია, ჰიპერტონია, ვეგეტაციური დისტონია და ცელულიტი. გახსოვდეთ, რომ კონტრასტული შხაპი სუსტი იმუნიტეტის, ინფექციური დაავადებების, ავთვისებიანი სიმსივნის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების დროს უკუჩვენებულია.

3. წყლის, ქილების, თაფლის და ხელის მასაჟი. ასეთი პროცედურები ცხიმის დაშლას ხელს უწყობს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. მასაჟი შეგიძლიათ დამოუკიდებლად ჩაიტაროთ ან ექიმს მიმართოთ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად სეანსი კურსის სახით ან სისტემატიურად ჩაიტარეთ.

4. ჭამის დროს ყურადღება მიაქციეთ. ისრაელელი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია არა ის თუ, რას ჭამს ადამიანი, არამედ როდის ჭამს. ნოყიერი ვახშამი თქვენს სასარგებლოდ ვერ იმუშავებს, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესები ბიოლოგიურ საათს პირდაპირ უკავშირდება. ნოყიერი მხოლოდ სადილი უნდა იყოს, ხოლო საღამო ხანს უფრო მსუბუქი საკვები უნდა მიირთვათ, რომელიც სწრაფად გადამუშავდება.

5. სიჩუმეში ჭამეთ! მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გარე ხმაურის დროს ადამიანი უფრო მეტს ჭამს. ეს ჭამის დროს კონცენტრაციას ხელს უშლის და რთული ხდება იმის გაგება, თუ ორგანიზმი უკვე დანაყრებულია. სწორედ ამიტომ, ჭამის დროს ტელევიზორს არ უყუროთ ან მუსიკას არ მოუსმინოთ. სრულ სიჩუმეში ადამიანი 2-ჯერ უფრო ნაკლებს შეჭამს, ვიდრე ხმაურში. ეს ბევრი კვლევით დადასტურებულია, ამიტომ მეცნიერების მოსაზრებას ძნელია არ დავეთანხმოთ.

6. ჭამის დროს ნაკბეჩის რაოდენობა დათვალეთ და არა კალორია. ასე სწრაფად დაკლებას შეძლებთ, რადგან ადამიანი აცნობიერებს, თუ რამდენიმე რაოდენობის საკვები შეჭამა და ყურადღებას მიაქცევს, თუ როდის დანაყრდება ორგანიზმი. მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც ადამიანები აბსოლუტურად ყოველ საკვების ნაჭერს ითვლიდნენ. 1 თვის შემდეგ მათი წონა საშუალოდ რამდენიმე კილოგრამით შემცირდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

7. მცირე პორციებით შეჭამეთ. თუ წინ დიდ თეფშს დაიდებთ, თქვენ ბევრის ჭამა მოგინდებათ. დიდი თეფში პატარა თეფშით შეცვალეთ, ასე მიღებული საკვების რაოდენობის გაკონტროლებას შეძლებთ. სჯობს დღეში 5-6 მცირე პორცია შეჭამოთ, ვიდრე ნოყიერად ისაუზმოთ, ისადილოთ და ივახშმოთ.

8. სამზარეულოს სისუფთავე დაიცავით. მეცნიერები თვლიან, რომ სამზარეულოში უწესრიგობა ადამიანის მუდმივ სტრესს ასე თუ ისე იწვევს. როცა კორტიზოლის დონე (სტრესის ჰორმონი) ორგანიზმში გაზრდილია, რაღაც მომენტში ჭამა მოგინდებათ. თუ თქვენი მიზანი წონაში დაკლებაა, პირველ რიგში სამზარეულოს სისუფთავე დაიცავით!

9. გამოიძინეთ. რეგულარული უძილობა იწვევს იმას, რომ ორგანიზმს მუდმივად მავნე პროდუქტების (ტკბილეული, ფქვილის ნაწარმი, შემწვარი ან მარილიანი კერძები) ჭამის სურვილი უჩნდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმი ენერგიის მომარაგებას ცდილობს, რომ შრომისუნარიანობა დიდხანს შეინარჩუნოს. ასეთი მდგომარეობა ადამიანს მავნე კალორიული საკვების ჭამას აიძულებს. მსგავსი ეფექტი მარიხუანას მოხმარების დროს წარმოიქმნება, როცა ადამიანს სულ ჭამა უნდა. სანამ ძილი არ დარეგულირდება, მავნე პროდუქტებისკენ ლტოლვის შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამ მარტივი წესების დახმარებით ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე ჭარბი წონის მოშორებას შეძლებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.