Connect with us

საკითხავი

9 ხრიკი აბაზანის პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდება

საცხოვრებელ სახლში გამოყენების და შესაბამისად დაბინძურების მხრივ სამზარეულოს შემდეგ აბაზანა რიგით მეორე ადგილზეა. დიასახლისები დროდადრო კირის ნადების, მილის გაჭედვის ან სხვა უსიამოვნო პრობლემას აწყდებიან. დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გაუმკლავდეთ ამ უსიამოვნო პრობლემებს.

გაფუჭებული შლანგი

გახეთქილი შლანგი იშვიათობა არაა. თუმცა სანტექნიკოსის გამოძახება არ იჩქაროთ. გირჩევთ, მაღაზიაში მსგავსი შლანგი შეიძინოთ. ინტერნეტში ბევრ ვიდეოს იპოვით, თუ როგორ გამოცვალოთ შლანგი. თავად დარწმუნდებით, რომ ამაში რთული არაფერია!

ცხიმის გამო გაჭედილი მილი

თუ პერიოდულად ცხიმი და ზეთი ნიჟარაში ჩაედინება, ის მილის კედლებზე დაილექება, დაბლოკვას გამოიწვევს და პათოგენებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის. სჯობს ცხიმი და ზეთი ასე მოიშოროთ:

  • ქაღალდის სალფეთქი აიღეთ და ცხიმი მოაშორეთ.
  • ზეთი კონტეინერში, ქილაში, პარკში ჩაასხით და ნაგავში გადაყარეთ.

თუ ცხიმი მილზე უკვე დაილექა, გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაცია:

  • მილში 1 ლ მდუღარე წყალი ჩაასხით.
  • 20 წუთში 1 ჭიქა სოდის, ½ ჭიქა მარილის და 200 მლ წყლის ხსნარი ჩაასხით.
  • 10 წუთში კვლავ მდუღარე წყალი ჩაასხით.

ზოგჯერ მხოლოდ პირველი პუნქტის გამოყენება საკმარისია, რომ მილი გაიწმინდოს.

ბურთების გამო გაჭედილი აბაზანა

რა თქმა უნდა, ასეთი ბურთებით აბაზანის მიღება წარმოუდგენელი სიამოვნებაა. თუმცა მას წყლის მილების დაზიანება შეუძლია. მასში შემავალი ზეთი მილის კედლებზე ილექება და გაჭედვას ხელს უწყობს. ბურთებში შემავალი ფურცლები, ბზინები და სხვა შემავსებლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ. ბურთები გამოყენებამდე ნეილონის ტომარაში ჩადეთ. ასე ნეგატიურ ზემოქმედებას შეამცირებთ.

პლასტმასის მილები

როცა მილების გასაწმენდად ცხელ წყალს იყენებთ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. მეთოდი არ გამოგადგებათ, თუ პლასტმასის მილები გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პლასტმასი გადნება და წვეთას დაიწყებს. ამის თავიდან ასაცილებლად ადუღებული წყლის გაგრილებას დაელოდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხით. კიდევ ერთი ვარიანტი: ცხელი წყალი ჩაასხით და თან ონკანში ცივი წყალი მოუშვით. ასე მილში შერეული, თბილი წყალი მოხვდება.

თუ დგუში არ გაქვთ

თუ უნიტაზის გაწმენდა გსურთ, მაგრამ დგუში ხელთ არ გაქვთ, ცელოფანი დაგეხმარებათ. უნიტაზს ზემოდან რამდენიმე ფენა პარკი დააფარეთ, წინასწარ ორმაგი სკოჩი დააკარით. ამის შემდეგ ჩასარეცხ ღილაკს დააჭირეთ და წარმოქმნილ ბუშტებს მკვეთრი მოძრაობით ხელი დააჭირეთ. ასე ბლოკირებას გაარღვევთ.

აბაზანის მინანქრის ბზარები

აბაზანა უმეტესად ცივ მდგომარეობაშია. როცა ცხელი წყლით ვავსებთ, ტემპერატურა იცვლება, რაც მინანქარზე არახელსაყრელ ზემოქმედებას ახდენს, ის ყვითლდება და იბზარება. ამის თავიდან ასაცილებლად ჯერ ცოტა ცხელი წყლით აავსეთ, აბაზანას გათბობა აცადეთ, შემდეგ უკვე ბოლომდე გაავსეთ.

გაჭედილი ნიჟარა

ნიჟარის გასაწმენდად კიდევ ერთი ხრიკი ხელს არ შეგიშლით. დაგჭირდებათ სოდა და ძმარი. მეთოდი მარტივია, რადგან შემადგენლობას წინასწარ მომზადება არ სჭირდება. უბრალოდ მილში ½ ჭიქა სოდა ჩაყარეთ, შემდეგ ½ ჭიქა ძმარი ჩაასხით და მილი ჩვრით ჩაკეტეთ. რამდენიმე საათში წყლით ჩარეცხეთ, რომ კარგად გაირეცხოს.

ჭუჭყიანი სარეცხი მანქანა

სარეცხ მანქანაში პათოგენები რომ არ გამრავლდეს, პერიოდულად გაწმინდეთ. ამისთვის მაქსიმალურ რეჟიმზე ჩართეთ, ფხვნილის ნაცვლად ლიმონმჟავა, საკვები სოდა ან ძმარი ჩაასხით.

ნატეხები მინანქარზე

აბაზანაზე ან ხელსაბანზე ხშირად დაინახავთ ამოტეხილ ადგილებს. სიტუაცია თვითნებაზე არ მიუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუქი ლაქები გაიზრდება და დაჟანგდება. დროებით ამოსავსებად რემკომპლექტი და ინტერნეტ ინსტრუქცია დაგეხმარებათ.

ასეთი მარტივი რჩევები რთულ წუთებში გიშველით და ოჯახის ბიუჯეტს გადაარჩენს.