Connect with us

ჯანმრთელობა

9 სახიფათო მითი ხალების შესახებ, რაც ექიმებს კი სჯერათ

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რუჯის და მელანომას შესახებ უამრავი მითი არსებობს, რომელთა უმეტესობა სავსებით გონივრულ ადამიანებსაც კი სჯერათ. ზოგიერთს მოულოდნელად გაჩენილი ხალი აშინებს, ზოგი კი ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ამასთან უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ რუჯის მიღება წვიმიან და მოღრუბლულ ამინდშიც კი შეიძლება.

ჩვენ ხალების შესახებ ზოგიერთ მითში გარკვევა გადავწყვიტეთ.

1. ზოგ ადამიანს ბევრი ჭორფლი აქვს და ეს სახიფათო არაა.

არსებობს დისპლაზიური ნევუსის სინდრომი, როცა მთელი სხეული ხალებით არის დაფარული. ნებისმიერი მათგანი შეიძლება მელანომად იქცეს. ასეთი ადამიანებისთვის რეკომენდებულია ვიდეო დერმატოსკოპის გავლა.

ჭორფლიანი ადამიანები ულტრაიისფერი სხივების მიმართ ასევე დაუცველები არიან. ასეთი პიგმენტური ლაქები მელანინის მწარმოებელი უჯრედების დიდ ნაწილს არ შეიცავენ, ამიტომ მათი ფერი ხალზე უფრო მკრთალია.

ხალოვანი ლაქების უმეტესობა სახიფათო არაა, მაგრამ მუტაციის რისკის აღმოსაფხვრელად სჯობს სამედიცინო კვლევა გაიაროთ და მზისგან დამცავი კრემი წაისვათ, თუ კანის ეს ნაწილი შიშველი გაქვთ.

2. მუქი ფერის კანის ადამიანებს მზისგან დამცავი კრემი არ სჭირდებათ

მუქი ფერის კანის მფლობელები რისკის ჯგუფში არ შედიან: მათი კანი ევოლუციის შედეგი გახდა. ასე ბუნება ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანს დაცვას ცდილობს.

მაგრამ მუქი ფერის კანის ადამიანსაც მზისგან დამცავი კრემის წასმა, თავის აქსესუარის გაკეთება სჭირდება. ზოგმა კი მზისგან თავი საერთოდ შორს უნდა დაიჭიროს. სხვათა შორის, მუქი ფერის კანის მფლობელებზეც კი მზის დამწვრობის შემთხვევები არსებობს.

3. ყველაზე უფრო საშიში დიდი, მუქი და ამობურცული ხალია

ავთვისებიანი სიმსივნე თავიდან ჩვეულებრივ ხალს ჰგავს. ექიმები ონკოლოგთან ან დერმატოლოგთან ვიზიტს გირჩევენ, თუ თქვენს სხეულზე 50-ზე მეტი ხალია. რისკის ჯგუფს ღია ფერის კანის, ცისფერი თვალების მქონე და წითური, ჭორფლიანი ადამიანები მიეკუთვნებიან.

4. მელანომა ყველაზე ხშირად სახესა და ხელზე ჩნდება

სახესა და ხელზე უცნაური ხალები უბრალოდ უფრო შესამჩნევია. სტატისტიკის მიხედვით, ქალებს მელანომა ყველაზე ხშირად ფეხზე, ხოლო კაცებზე ზურგზე აქვთ.

მელანომას წარმოქმნის ალბათობა ყოველი მზის დამწვრობის შემდეგ იზრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნაადრევ ასაკში მზის დამწვრობას მიიღებთ. გენეტიკური ფაქტორიც გაითვალისწინეთ: თუ ახლო ნათესავს მელანომა აღმოუჩინეს, მაღალი რისკი არსებობს, რომ მელანომა თქვენს გაქვთ.

6. მხოლოდ სახიფათო ხალებს იშორებენ

ექიმებს ნებისმიერი ხალის მოშორება შეუძლიათ, თუ ის ხელს გიშლით ან ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. ეს ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

მთვარია, ხალი მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში მოიშოროთ, სადაც მას ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის გააგზავნიან. ასე სიმსივნის წარმონაქმნის გამოტოვების ალბათობა მცირდება, რომელიც მელანომად იქმნებოდა და შეიძლება არასწორი მოშორებით მეტასტაზები გამოიწვიოს.

6. ხალის მოშორება ქირურგიული მეთოდით – მოძველებული პროცედურა

დღეს ხალის მოშორების ყველაზე ეფექტურ მეთოდად სწორედ რომ ქირურგიული ოპერაცია ითვლება. კანის გვერდზე გაწევის და სიღრმეში ამოჭრის საშუალებით წარმონაქმნი სრულად შორდება და შესაძლო სიმსივნური უჯრედების განვითარებას აფერხებს. ამის შემდეგ ხალზე ანალიზი კეთდება.

როცა საქმე სახეს, ყელს, სასქესო ორგანოებს ან თითებს ეხება, ექიმები მიკროტალღურ მეთოდს იყენებენ. სპეციალური მოწყობილობა ხალს აორთქლებს და დამცავ ფენას ქმნის, რომ ჭრილობა ბუნებრივი გზით შეხორცდეს. მოშორებული ხალის ნაწილზე ანალიზი კეთდება.

არ მოიშოროთ ხალი ექიმთან, რომელიც ლაზერის, თხევადი აზოტის ან სხვა მეთოდის გამოყენებას გირჩევთ და სადაც ბიომასალაზე ანალიზის გაკეთებას არ აპირებენ. ახალწარმონაქმნზე შეიძლება მეტასტაზები წავიდეს და ადამიანი 6-8 თვეში გარდაიცვალოს.

7. დაზიანებული ხალი უნდა მოიშოროთ

თავიდან ჭრილობა ანტისეპტიკური საშუალებით უნდა დაამუშავოთ, რომ დაინფიცირება თავიდან აიცილოთ. შემდეგ ქსოვილების აღდგენის მასტიმულირებელი საშუალება წაისვათ. შემდეგ კი ონკოლოგთან ან დერმატოლოგთან ვიზიტზე ჩაეწეროთ

თავად ხალის დაზიანება მისი მოშორების საბაბი არაა, მაგრამ შინაგანი პათოლოგიური პროცესები ცვლილებებს იწვევს, რის გამოც ის მარტივად ზიანდება. სწორედ ამიტომ მელანომას განვითარების რისკი უნდა გამორიცხოთ.

8. წვიმიან და მოღრუბლულ ამინდში რუჯის მიღება შეუძლებელია

ულტრაიისფერი სხივები ღრუბლებს შორის აღწევენ, ამიტომ კანი დღის განმავლობაში იწვება, თუ წვიმის დროს ქუჩაში იმყოფებით. სხივის ინტენსივობა ამინდის პირობით და წლის სეზონის მიხედვით მცირდება.

დღეს თითოეულ სმარტფონს აქვს აპლიკაცია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ინდექსს აჩვენებს. ის მიგანიშნებთ, თუ კანი სწორად როგორ მოამზადოთ.

9. თუ ხალს მოიშორებთ, სიმსივნე გექნებათ

ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ხალის დაზიანება მელანომად გარდაიქმნება. ყველაზე ხშირად დაზიანებული ხალი, რომელიც გამოკვლევის შედეგად სიმსივნე აღმოჩნდება, თავიდანვე მელანომად იზრდებოდა. ასეთ შემთხვევაში ქსოვილების აღდგენის პროცესი, რომელიც ნებისმიერი უჯრედის ზრდას ხელს უწყობს, მელანომის განვითარება უბრალოდ დააჩქარა.

მეორე მხრივ, ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ ხალი დაიზიანა, თუ უბრალოდ მის ირგვლივ სისხლი დაინახა. ასეთი სისხლდენა შეიძლება არა დაზიანებით, არამედ ხალის შიგნით პათოლოგიური პროცესით იყოს გამოწვეული. ეს სახიფათო სიმპტომია, რომლის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ.