ჯანმრთელობა
9 საკვები პროდუქტი მიზანმიმართულად მოქმედებს იმ ორგანოებზე, რომლებსაც ჰგავს
ალბათ, გსმენიათ ფრაზა, რომ თქვენ ის ხართ, რასაც ჭამთ, თუმცა წარმოდგენაც არ გქონდათ, რომ ეს ფრაზა პირდაპირ უნდა გაგეგოთ. დღეს გთავაზობთ 9 პროდუქტს, რომლებიც ძალიან ჰგვანან იმ ორგანოებს, რომლისთვისაც სასარგებლო არიან.
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ნიგოზი თავის ტვინს ჰგავს და სწორედ ნიგოზი ახდენს მასზე დადებით გავლენას. ეს ყველაფერი არაა. ზოგიერთი პროდუქტი თქვენთვის აღმოჩენა გახდება.
პროდუქტების და ადამიანების ორგანოების მსგავსება
1. სტაფილო – თვალი
თუ სტაფილოს რგოლებად დაჭრით, დაინახავთ, რომ ის ადამიანის თვალს ჰგავს თავისი ბადურის იმიტაციით. ამ ბოსტნეულის სარგებელი თვალისთვის ფასდაუდებელია. თუ სტაფილოს რეგულარულად მიიღებთ, სიბერეში მხედველობის დაკარგვის რისკი შემცირდება.
2. ნიგოზი – ტვინი
გასაოცარი არაა, რომ ნიგოზი ადამიანის ტვინს ასე ჰგავს, რადგან ის ბევრ ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავა ომეგა 3–ს შეიცავს, რომელიც ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას მხარს უჭერს.
3. ნიახური – ძვლები
ნიახურის გრძელი ღეროები ძვლების ფორმას ტყუილად არ ჰგავს. მასში შედის ბევრი კრემნიუმი, რომელიც ძვლების მინერალიზაციას არეგულირებს.
4. ავოკადო – საშვილოსნო
ამ პროდუქტის საშვილოსნოსთან მსგავსება შემთხვევითი არაა. ავოკადო ქალს რეპროდუქციული შესაძლებლობის შენარჩუნებაში ეხმარება, რადგან მასში შედის ბევრი ფოლიუმის მჟავა, რომელიც ამავდროულად საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის განვითარების რისკს ამცირებს.
5. მოლუსკები – მამაკაცის სასქესო ჯირკვლები
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მოლუსკები მამაკაცის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან მასში ბევრი ფოლიუმის მჟავა და თუთია შედის.
6. გრეიფრუტი – მკერდი
ციტრუსი შეიცავს ე.წ. „ლიმონოიდებს“ – ნივთიერება, რომელიც ძუძუს კიბოს გაჩენას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ციტრუსის მსგავსებას ქალის მკერდთან შემთხვევითს ვერ ვუწოდებთ.
7. პომიდორი – გული
გაჭრილი პომიდორი გულის სტრუქტურას ჰგავს. ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, მსგავსება კანონზომიერია, რადგან ლიკოპინების შემცველობის წყალობით პომიდორი გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.
8. წითელი ღვინო – სისხლი
წითელი ღვინო სისხლს ყველაზე მეტად ჰგავს. მასში შედის ბევრი ანტიოქსიდანტი და პოლიფენოლი, რომლებიც ორგანიზმს ქოლესტერინისგან იცავენ. გარდა ამისა, ღვინოს სისხლის გამათხელებელი მოქმედება აქვს, ანუ სისხლის შედედების წარმოქმნას ხელს უშლის.
9. კოჭა – კუჭი
ეს ფესვი ღებინებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ის შეიცავს ჯინჯეროლს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.
ფიქრობთ, ეს დამთხვევაა? მე ამას კანონზომიერებას ან ბუნების სიგნალს ვუწოდებდი, რომელიც გვეუბნება, თუ რომელი პროდუქტები მივირთვათ გარკვეული ორგანოს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მიირთვით ხილი და ბოსტნეული და დაავადებები დაივიწყეთ!