ჯანმრთელობა
9 პროდუქტი სტრესთან საბრძოლველად: დაეხმარე ორგანიზმს სულიერი წონასწორობის დაბრუნებაში
თანამედროვე ცხოვრების რიტმი თავის პირობებს გვკარნახობს. ჩვენ ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, ბევრ პასუხისმგებლობას, ბევრ განცდას… თუ ჩვენი ბებიებისთვის სიტყვა „სტრესი“ უცნობი იყო, დღეს მას თავის ლექსიკონში პირველკლასელიც იყენებს!
აფთიაქი გვთავაზობს ყველა შესაძლო საკვებ დანამატს, აბებს და წვეთებს, რომლებიც შფოთვის გაქრობასა და ნერვების დამშვიდებაში დაგვეხმარება. თუმცა ეს პრეპარატები არა მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტს აზიანებენ, არამედ გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლიათ. გთავაზობთ 9 პროდუქტს, რომლებიც არა მხოლოდ ბიუჯეტურია, არამედ დიდი ალბათობით სახლში ყველას აქვს!
პროდუქტები სტრესთან საბრძოლველად
1. კვერცხი, ფორთოხალი, ავოკადო
ეს პროდუქტები სტრესს და ნერვულ დაძაბულობას ეფექტურად ებრძვიან. მათში შედის ბევრი ანტიოქსიდანტი, რომლებიც ორგანიზმს აძლიერებენ, დაღლილობას და უძილობას ებრძვიან. ვიტამინების, მინერალების, უჯრედისის, კალიუმის და ცილების მაღალი შემცველობა სტრესის ჰორმონის წარმოებას აფერხებს და ჯანსაღ ნერვულ უჯრედებს ინარჩუნებს.
2. მწვანე ჩაი
ეს სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ცუდ განწყობას და აპათიას აქტიურად ებრძვიან. მწვანე ჩაი გონებას და სხეულს ამშვიდებს, მწეველის და ალკოჰოლის მომხმარებლის ორგანიზმს აჯანსაღებს. თუ მწვანე ჩაის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ შავი ჩაით ჩაანაცვლოთ.
3. რძე
ადამიანებს, რომლებიც რძეს ხშირად სვამენ, სტრესი ნაკლებად აწუხებთ. მხოლოდ 1 ჭიქა რძე საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს, მინერალებს, ცილებს, კალციუმს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომ სტრესს გაუმკლავდეს, ნერვული სისტემა დაამშვიდოს და ძილი დაარეგულიროს. მარცვლეული კულტურები რძესთან ერთად საუკეთესო საუზმეა, რომ მშვიდი, წყნარი დღე გქონდეთ.
4. ორაგული
ეს თევზი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტი და ღირებული ცილების წყაროა. ორაგული შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სისხლში სეროტონინის დონეს (ბედნიერების ჰორმონი) ზრდიან. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ თინუსზე, სკუმბრიაზე ან სარდინზე.
5. ყავისფერი ბრინჯი
ყავისფერი ბრინჯი კვებითი ღირებებულებით თეთრზე უფრო სასარგებლოა. B ჯგუფის ვიტამინების დიდი შემცველობა მას ერთ–ერთ საუკეთესო კვების პროდუქტად აქცევს, რომელიც სტრესს აქტიურად ებრძვის. თუ გაღიზიანებას გრძნობთ, ცოტა ყავისფერი ბრინჯი შეჭამეთ და მხნეობას და თავდაჯერებას იგრძნობთ.
6. ისპანახი
ისპანახი შეიცავს A, B და C ჯგუფის ბევრ სასარგებლო ვიტამინს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ და მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ. ამ მწვანილში შედის კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი, რომლებიც სტრესის ჰორმონის დონეს ამცირებენ. ყოველდღიურად ისპანახის მიღება ძილს არეგულირებს, განწყობას აუმჯობესებს, ნერვულ სისტემას აღადგენს.
7. მუქი შოკოლადი
შოკოლადის კანფეტი ერთ–ერთ ყველაზე ცნობილი დამხმარე საშუალებაა სტრესთან გასამკლავებლად. გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი დაღლილობას და გაღიზიანებას ებრძვის, განწყობას ზრდის, ორგანიზმის ტონუსს ზრდის და ამხნევებს.
ყოველდღიურ ქაოსში, განცდებისა და ნერვული დაძაბულობის დროს ძალიან გვსურს მყუდრო კუთხის პოვნა, სადაც დამშვიდებას და გახარებას შევძლებთ. როცა ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდება – რამდენიმე წუთი საკუთარი თავისთვის იპოვეთ და ცოტა შოკოლადი ან ფორთოხალი შეჭამეთ.
პრობლემები არ გაქრება, მაგრამ მათ სხვა კუთხით დაინახავთ! ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი მეგობრებისთვის სასარგებლო აღმოჩნდება. საკუთარ თავს და ნერვებს გაუფრთხილდით!