Connect with us

თავის მოვლა

9 საიდუმლო რომელსაც სტილისტი გიმალავთ

რას აკეთებენ სტილისტები და არ ვაკეთებთ ჩვენ:

გამოხვედით სალონიდან, იდეალურად გამოიყურებით, თმაც მბზინვარეა და შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ თუ იგივეს სახლში გაიმეორებთ – დიდი იმედგაცრუება გელით! ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ სტილისტმა რამდენიმე საიდუმლო იცის რომელსაც ყველას არ უზიარებს!

1. ყურადღება მიაქციეთ თმის ბოლოებს

მხოლოდ მათ, ვისაც მშრალი თავის კანი აქვს, დამატებითი თმის კონდიციონერით დატენიანება თმის სრულ სიგრძეზე ჭირდებათ (მათ შორის ძირებშიც).

ჩვეულებრივ, კანი ყოვედღიურად საკმარის ცხიმს გამოყოფს, ამიტომ თუ თმას ყოველდღე არ იბანთ, თმის ძირებზე დადებული კონდიციონერი უბრალოდ გაართულებს მდგომარეობას და თმას ვიზულურად ჭუჭყიანს გახდის. ამიტომ სტილისტები გირჩევენ – კონდიციონერი თმის მხოლოს 2/3-ზე დაიდოთ

2. დაასხით ლაქი თმის “უჩინარ” სამაგრს

იმისთვის, რომ თმის სამაგრი არ ჩამოცურდეს და მყარად შეინარჩნოს დამაგრების ადგილი, დადევით პირსახოცზე და თმის ლაქი შეასხურეთ, დაელოდეთ 2-3 წუთი და გამოიყენეთ ისინი (იგულისხმება ე.წ. “ნევიდიმკები”).

3. გადავიდეთ აბრეშუმზე

ყველამ დიდი ხანია იცის, რომ თუ თმას აბრეშუმის ნაჭრით გავიწმენდთ, ისინი არაჩვეულებრივ მბზინვარებას შეიძენენ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ძილიც ატლასის ან აბრეშუმის ბალიშზე ჯობია.

ბამბაში თმის სითხე შეიწოვება, სწორედ მისგან გვიხდება ეგრეთწოდებული “აფეთქებული ბალიშის” ვარცხნილობა დილაობით.

4. ვიკეთებთ მასაჟს თავზე

ყოველდღიური თავის კანის მასაჟი შხაპის დროს შეიძლება დროის ხარჯვად მოგეჩვენოთ მაგრამ, ის ნამდვილად ასტიმულირებს თმის ზრდას და აძლიერებს თმის ძირებს.

5. სავარცხელი

ბევრი ადამიანი, წლების განმავლობაში, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს – თმას მასაჟორი სავარცხლით ივარცხნის. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!  მის ნაცვლად აჯობებს თუ სტანდარტულ, ნაკლებ კბილიან სავარცხელს ავიღებთ, ეს თმას ნაკლებად დააზიანებს.

6. არასწორი მხარე

მთელი ცხოვრების მანძილზე, ე.წ. უჩნარ თმის სამაგრებს, ტალღოვანი მხარის ზემოთ მოქცევით იკეთებენ. სინამდვილეში კი პირიქით უნდა გააკეთოთ. ტალღოვანი მხარე სწორედ იმისთვის მოიწონეს, რომ თმების შეგროვება უფრო იოლად მოხდეს, ხოლო სწორი მხარე კი იმისთვისაა, რომ თმა შეიკავოს და დაიჭიროს.

 7. დავმალოთ თმის ძირები

რჩევა ქერებს. თუ თმები დიდი ხნის წინ შეიღებეთ და ვერაფრით ახერხებთ სალონში შერბენას, მოგიწევთ გაზრდილი ძირები დაფაროთ. ამისთვის მშრალი შამპუნი (მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც თმა სუფთა გქონდეთ) და სავარცხელი დაგჭირდებათ, რომლის მეშვეობითაც ზიგზაგისებურ გაყოფას გავაკეთებთ.

8. ურჩი თმა

ყოველთვის აღმოგაჩნებათ 2-3 თმის ღერი, რომელსაც ვერაფრით დაიმორჩილებთ და მათთვის განკუთვნილ ადგილს ვერ დააკავებინებთ. არ არის საჭირო მათთვის თმის ლაქის შესხურება. მათთან საბრძოლველად კბილის ჯაგრისიც საკმარისია, რომელსაც თმის ლაქს მიასხავთ და შემდეგ ფრთხილად გადაისვამთ დაუმორჩილებელი თმის ადგილებში.

9. ფუმფულა კუდი

რაც არ უნდა სევდიანი იყოს, ზოგჯერ თავზე საკმარისი თმა არ გავქვს იმისთვის რომ ე.წ. “ცხენის კუდი” გავიკეთოთ, ხშირ შემთხვევაში მხოლოს “თაგვის კუდი” თუ გამოგვივა. მაგრამ, არსებობს საიდუმლო, რომელიც ჩვენს “კუდს” ვიზუალურად უფრო ფუმფულას და მოცულობითს გახდის, გაყავით ის ორ – ზედა და ქვედა ნაწილებად და შუაში პატარა სამაგრი (ე.წ. კრაბი ან “ბრჭყალები”) დავიმაგროთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.