სხვა
9 არასტანდარტული საშუალება ფენის გამოსაყენებლად
ფენი ჩვეულებრივი ნივთია ჩვენს სახლში, მაგრამ, ის მხოლოდ თმის საშრობი მოწყობილობა არ არის. ამ სტატიაში გაიგებთ 9 არასტანდარტულ მეთოდს ფენის გამოსაყენებლად. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა უკვე იცოდით, მაგრამ დანარჩენი მეთოდები ნამდვილ აღმოჩენად იქცევიან თქვენთვის.
1. ცხობისთვის
თუ ღვეზელი დაგეწვათ და ფორმიდან მისი ამოღება გიჭირთ, უბრალოდ გააცხელეთ მისი ძირი ფენით. ხოლო თუ მოჭიქვისას ფენა არასწორად დაედო, მიუშვირეთ მას ფენი თბილი ჰაერის რეჟიმით და გააცხელეთ ჭიქურა, შემდეგ გამოიყენეთ ცივი ჰაერის რეჟიმი – მისი გამაგრებისთვის.
2. კომპრესის ტემპერატურის შენარჩუნებისთვის.
თუ თბილი კომპრესი დაიდეთ და მისი ტემპერატურის შენარჩუნება გესაჭიროებათ, ამაში ცხელი ჰაერის რეჟიმზე დაყენებული ფენი დაგეხმარებათ.
3. როგორ მოვიშოროთ პლასტირი ტკივილის გარეშე?!
გაათბეთ ის ფენის მეშვეობით და ის მარტივად აგძვრებათ.
4. როგორ გავასუფთავოთ სარკე
თუ სარკე დაიორთქლა და ზოლებით დაიფარა, მას ფენი მიუშვირეთ და გაათბეთ. ლაქები წამში გაქრებიან.
5. გამხმარი ცვილის მოშორება
იმისთვის, რომ ნებისმიერ ზედაპირს, ცვილი მოვაშოროთ – ის უბრალოდ ფენით გაათბეთ.
6. ფრჩხილების ექსპრეს-გაშრობა
ეს მეთოდი ბევრმა იცის თუმცა ცოტას თუ გაუსინჯავს, არადა ნამდვილად მუშაობს. თუ სადმე გეჩქარება, ფრჩხილებზე ლაქი ფენის მეშვეობით გაიშრე. ჰაერი ცხელი არ უნდა იყოს!
7. თუ სათვალე გივარდებათ
თუ სათვალე გიცურდებათ, ჩართეთ ფენი და გააცხელეთ სათვალის ყურები. ისინი დარბილდებიან და მის კორექტირებას შეძლებთ.
8. როგორ მოვაშოროთ სტიკერი
ავეჯიდან სტიკერის მოშორებაშიც ფენი დაგეხმარებათ. მიუშვირეთ არასასურველ სტიკერს ცხელ რეჟიმზე ჩართული ფენი და მას იოლად მოაცილებთ.
9. კედელზე ფანქრის კვალი
ბავშვის “ხელოვნების ნიმუშებს” კედლიდან ფენი მოგაცილებინებთ. გააცხელეთ მოხატული ადგილი და კარგად გაუსვით ნაჭერი.
ეს ფენის გამოყენების ყველა საშუალება არ არის, თუმცა აქ ჩამოთვლილი მეთოდები, ნამდვილად გამოგადგებათ!