Connect with us

ჯანმრთელობა

8 სუპერ პროდუქტი, რომლებიც სიმსივნის რისკის 20%–მდე შემცირებაში დაგეხმარებათ

გულწრფელი ვიქნებით: პროდუქტები, რომლებიც სიმსივნისგან 100%–ით დაგვიცავს, არ არსებობს. მაგრამ სწორი კვებით და სასარგებლო პროდუქტების ხშირად მოხმარებით, სახიფათო დაავადების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. დღეს გიამბობთ, რომელ პროდუქტებს მიიჩნევენ ონკოლოგები ნამდვილ სუპერ პროდუქტებად.

ნიორი

ექიმები გირჩევენ, რომ ნიორი თქვენს საყვარელ კერძს დაუმატოთ და რაც შეიძლება ხშირად მიირთვათ. მასში შემავალ გოგირდის ნაერთებს იმუნური სისტემის ბუნებრივი დაცვის სტიმულირება შეუძლიათ. კვლევა აჩვენებს, რომ ნივრის რეგულარულ მიღებას კუჭის სიმსივნის განვითარების რისკის 12%–ით შემცირება შეუძლია.

ბროკოლი

ბროკოლი კიდევ ერთი სუპერ პროდუქტია, რომელსაც სახიფათო დაავადების განვითარების რისკის შემცირება შეუძლია. ექიმები გაფრთხილებენ: მისი მომზადება მიკროტალღურ ღუმელში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს მცენარეული ფლავონიდების 97% იშლება, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს იცავენ.

ბრაზილიური კაკალი

სელენიუმის ღირებული წყარო. ეს მიკროელემენტი სიმსივნის უჯრედებს დაშლას აიძულებს და კოლორექტალური ფორმის, ასევე წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. კორნელის და არიზონის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ 2 გაუსუფთავებული ბრაზილიური კაკალი წინამდებარე ჯირკვლების განვითარების რისკს 63%–ით, კოლორექტალური ათვისებიანი სიმსივნის რიკს 58%–ით, ხოლო სხვა ფორმის სიმსივნის განვითარების რისკს 46%–ით ამცირებს.

ციტრუსი

ლიმონის, ფორთოხლის და გრეიფრუტის რეგულარული მოხმარება ყელის, კუჭის, ასევე პირის ღრუს სიმსივნის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ამისა, ციტრუსი საყლაპავის სიმსივნის რისკს ამცირებს.

მოცვი

ყველაზე სასარგებლო ხილი, რადგან მასში შედის ბევრი ანტიოქსიდანტი, რომელთაც თავისუფალი რადიკალების მოქმედების ნეიტრალიზება შეუძლიათ. თავისუფალი რადიკალები ჯანსაღ უჯრედებს აზიანებენ და სახიფათო დაავადების, მათ შორის სიმსივნის გაჩენას ხელს უწყობენ. კვლევა აჩვენებს, რომ მოცვი თავის სასარგებლო თვისებებს არა მხოლოდ ახალი სახით, არამედ ხმელი, გაყინული და ჯემის სახითაც ინარჩუნებს.

ორაგული

საერთოდ ნებისმიერი ცხიმიანი თევზი წარმოუდგენლად სასარგებლოა: მხოლოდ ოთხი პორცია კვირაში ლეიკემიის, მიელომის და ლიმფომას განვითარების რისკს 1/3–ით ამცირებს. გარდა ამისა, ცხიმიანი თევზის რეგულარული მიღება საშვილოსნოს სიმსივნის განვითარების რისკს აფერხებს.

ჩაი

დღეში მხოლოდ 2 ფინჯანი ჩაი საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკს 32%–ით ამცირებს. კვლევა ვარაუდობს, რომ საქმე ფლავონოიდებშია – ანტიოქსიდანტური ნაერთები, რომელთაც ჩაის ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს

ვაშლი

პირველ რიგში, ნატურალური საკვები ბოჭკო, რომლითაც მდიდარია ვაშლი, კოლორექტალური ფორმის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. მეორეც, ანტიოქსიდანტის განსაკუთრებული სახეობა, პროციანიდინი, რომელსაც სიმსივნის უჯრედების განადგურება შეუძლია. ასე, რომ რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ვაშლს, მით უფრო ნაკლებად მოგიწევთ ექიმთან ვიზიტი.