ჯანმრთელობა
8 საშინაო საშუალება ნაწლავების ბუნებრივი გზით გასაწმენდად
ჩვენს უმრავლესობას ავიწყდება, რომ მსხვილი ნაწლავი ისეთივე მნიშვნელოვანი ორგანოა, როგორიც თირკმლები, ღვიძლი და გულია. მსხვილი ნაწლავი შედგება რამდენიმე დანაყოფისგან, რომლებიც მოიცავს დამავალ ნაწლავს, ამავალ ნაწლავს, გადამკვეთ ნაწლავს, სიგმოიდურ ნაწლავს და სწორ ნაწლავს.
მსხვილ ნაწლავში, წვრილისგან განსხვავებით, არ ხდება სისხლში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვა(წყლის, ელექტროლიტებისა და ზოგიერთი ვიტამინების გარდა. მისი ძირითადი დანიშნულებაა – მყარი ფეკალური მასების ფორმირება საკვების მოუნელებელი ნარჩენებისგან და მათი გარეთ გამოყოფა. ამ პროცესს, საშუალოდ, 15 საათი სჭირდება.
მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, სწორედ ამიტომაა საჭირო მისი გაწმენდა. მსხვილი ნაწლავის გაწმენდის უპირატესობა იმაშია, რომ ეს პროცედურა ხელს უშლის ყაბზობას ან ნაწლავების არარეგულარულ მოძრაობას, ამცირებს ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს, ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ზრდის იმუნიტეტს, ხელს უწყობს წონაში კლებას და ა.შ.
ნაწლავების გაწმენდა
1. მარილიანი ან ჩვეულებრივი წყალი
ეჭვი არავის ეპარება, რომ დიდი რაოდენობით წყლის მიღება საჭმლის მონელებას არეგულირებს. ეს, ასევე, ეხმარება ორგანიზმს მსხვილი ნაწლავებიდან ტოქსინების გამორეცხვაში. თუ სუფთა წყალს სვამთ, მიირთვით 6-8 ჭიქა თბილი წყალი დღეში. მარილიანი წყალი, მეორე მხრივ, ეხმარება მათ, ვისაც ყაბზობა ან სხვა ნაწლავური დარღვევა აქვს. საუზმემდე შეურიეთ 2 ჩ.კ. ზღვის მარილი ან ჰიმალაური მარილი თბილ წყალს და დალიეთ დილით, უზმოზე.
2. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარს ანტიოქსიდანტური და ანტიბიოტიკური თვისებები აქვს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ნაწლავური ბაქტერიების ზრდას ნაწლავებში და, ამავდროულად, წმენდს ნაწლავებს. ვაშლის ძმარი შეიცავს ბაქტერიას სახელად Acetobacter, რომელის საჭმლის მონელების პროცესს უწყობს ხელს. დაუმატეთ 1 ს.კ. ძმარი და 2 ს.კ. თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალს და მიირთვით უზმოზე.
3. ლიმონიანი წყალი
ლიმონი მდიდარია С ვიტამინით, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს დეტოქსიკაციას. იგი, ასევე, შეიცავს ლიმონმჟაბას, რომელიც ხელს უწყობს საჭმლისმომნელებელი წვენების გამოყოფასა და სწორ მონელებას. ლიმონიანი წყალი რეკომენდებულია დილაობით.
4. უმი ხილისა და ბოსტნეულის წვენები და სმუზები
უმი ხილისა და ბოსტნეულის სმუზები და წვენები შეიცავს ცელულოზას, მკვებავ ნივთიერებებს, ფიტოქიმიურ ნივთიერებებსა და ნატურალურ შაქარს, რომელიც წმენდს მსხვილ ნაწლავს. წვენისგან მაქსიმალური ცელულოზა და საკვები ნივთიერება რომ მიიღოთ, არ გათალოთ ბოსტნეული და არ გაფილტროთ რბილობი.
5. ალოე ვერას წვენი
ალოეს წვენის სქელი ტექსტურა აგლუვებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. მკვებავი ნივთიერებები, ფერმენტები და ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ალოე შეიცავს, გვეხმარება ნაწლავების გაწმენდაში. ათქვიფეთ 200 მლ ალოე ვერას გელი და 1 ფინჯანი წყალი ბლენდერში. მიირთვით მცირე ოდენობით.
შენიშნვა: ალოეს წვენი კუჭის ამშლელია, ამიტომ არ გადაამეტოთ მის რაოდენობას.
6. ბალახის ჩაი
ჯანჯაფილი, კაიენური წიწაკა და ნიორი ანტიმიკრობულ თვისებებსა და ფიტოქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლების მსხვილ ნაწლავში მავნე ბაქტერიების გამრავლებას შეზღუდავს. კვლევებმა ბალახის ჩაის მოხმარებასა და ნაწლავის კიბოს რისკის შემცირებას შორის კავშირი დაადგინა.
7. აბუსალათინის ზეთი
ეს ზეთი შეიცავს რიცინოლის მჟავას, რომელიც ნაწლავზე დეტოქსიკაციურ და კუჭის ამშლელ მოქმედებას ახდენს. ეს გვეხმარება ნაწლავების გაწმენდაში, ორგანიზმიდან არასასურველი ტოქსინების გამოდევნით. შეურიეთ 1-2 ს.კ. ზეთი ფორთოხლის წვენს თანაბარი რაოდენობით და მიირთვით დილით, უზმოზე.
8. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს კატეხინებს, რომლებიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ავლენს და გვეხმარება ნაწლავების გაწმდნაში. მწვანე ჩაის სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს, მათ შორის: ტვინის ცხოველქმედების გაუმჯობესება, კიბოს რისკის შემცირება და წონაში კლება.
თქვენ რას იყენებთ ნაწლავების გასაწმენდად?