Connect with us

ყვავილები

8 სასარგებლო მცენარე, რომლებიც აგარაკის ნაკვეთიდან კოღოებს მოგაშორებთ

მოზუზუნე და თავის მოსაბეზრებელ კოღოებს გარეთ დაჯდომის დროს ყველაზე კომფორტული შეხვედრის ჩაშლაც შეუძლია. ამასთან, ისინი ბევრი უსიამოვნო დაავადების გადამტანები არიან.

როგორ მოვიშოროთ კოღოები

კატაპიტნა

მცენარეს სასიამოვნო სუნი აქვს. ასევე მთელ რიგ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კოღოებს თავიდან მოგაშორებთ. გარდა ამისა, კატაპიტნა ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს და მედიცინაში აქტიურად გამოიყენება.

ბაზილიკი

აღსანიშნავია, რომ ბაზილიკის ყველა სახეობა კოღოებს მოგაშორებთ. განსაკუთრებით ეფექტურია პიტნა და მენთოლის ბაზილიკი. მათ სასიამოვნო პიტნის სუნი აქვთ, რაც კოღოებს საერთოდ არ მოსწონთ.

კალენდულა

ლამაზი, ღია ფერის ყვავილები აგარაკის ნაკვეთზე უდაოდ დაამშვენებს. მცენარე მოსავლელად პრეტენზიული არაა. მისი სუნი ადამიანს მოსწონს, კოღოს კი არა.

როზმარინი

როზმარინის შესანიშნავი სუნი ყველასთვის ცნობილია და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა იცის. მცენარე დიდი რაოდენობით კონცენტრირებულ ეთერზეთებს შეიცავს, რაც თქვენს ნაკვეთს უსიამოვნო მწერებისგან დაიცავს.

ციტრონელა

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სასარგებლო მცენარე აგარაკის ნაკვეთისთვის. მცენარეს სასიამოვნო ლიმონის გემოს აქვს და კოღოებს შესანიშნავად მოგაშორებთ.

ლავანდა

სურნელოვანი და ლამაზი ლავანდა თქვენს აგარაკს უდაოდ დაამშვენებს. მისი სასიამოვნო არომატი გაგახარებთ და სასიამოვნო ბონუსს მიიღებთ. კოღოები აღარ შეგაწუხებთ. ერთადერთი ნაკლი – კოღოების ნაცვლად ფუტკრები მოფრინდებიან.

ლემონგრასი

მდიდრული და სურნელოვანი ბალახი არა მხოლოდ კოღოებს, არამედ სხვა პარაზიტებსაც თავიდან მოგაშორებთ. ამასთან აგარაკსაც დაამშვენებს.

ევკალიპტი

მარადმწვანე ბუჩქი კოღოების საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. სხვთა შორის, ევკალიპტის ეთერზეთი კოღოების მოსაშორებლად შესანიშნავი საშუალებაა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.