Connect with us

ჯანმრთელობა

8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოივლოთ პირი მარილიანი წყლით რეგულარულად

მარილი – შესანიშნავი ბუნებრივი ნივთიერებაა უამრავი სასარგებლო თვისებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ნატურალური მარილი.

მას იდეალური მინერალური შემადგენლობა აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. იგი შეიცავს მარილს, აქვს ანტიმიკრობული თვისებები, შესაბამისად, ეფექტურად ებრძვის მიკრობებს.

რას უმკლავდება მარილიანი წყალი

1. ყელის ტკივილი

მარილიანი ხსნარი წმენდს ყელს და ანეიტრალებს მჟავებს, რაც ამცირებს წვის შეგრძნებას და ხელს უწყობს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის შეხორცებას.
გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია ყოველ ჯერზე ახალი ხსნარი მოამზადოთ, ვიდრე მზა მასა ჭიქაში გააჩეროთ.

2. pH დონე

მჟავიანობის მაღალი დონე პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს. პირის ღრუში მჟავიანობის დარეგულირების ერთადერთი გზაა pH დონის განეიტრალება.
ამისთვის კარგია მარილიანი ხსნარი. პირის გამოვლება მარილიანი წყლით ამცირებს არასასურველი ბაქტერიების გამრავლებას.

3. სოკო

აღნიშნული პრობლემის დროს, Candida-ს ტიპის საფუარისებრი სოკოები იწყებენ პირში, ყელსა და საყლაპავში გამრავლებას. ამასთან, პირის ღრუში ჩნდება თეთრი ლაქები. რა თქმა უნდა, ეს ცუდი სუნის მიზეზადაც იქცევა. გამოივლეთ პირის ღრუ მარილიანი წყლით, რათა სოკოსა და უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლდეთ.

4. ნახველი

ნახველი, ჩვეულებრივ, ხველის დროს ჩნდება. გარდა ამისა, პირის ღრუს ზოგიერთი ინფექციაც იწვევს ასეთი ლორწოს წარმოქმნას. იგი ამრავლებს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.

მარილიანი ხსნარის ერთ-ერთი სასარგებლო თვისებაა მისი უნარი, გამოდევნოს ნახველი. ეს ჭრის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებულ პრობლემასაც.

5. ტონზილიტი

ტონზილიტი – ესაა ნუშისებრი ჯირკვლის ანთება. აღნიშნული დაავადება, ჩვეულებრივ, ბავშვებში გვხვდება. გარდა დამახასიათებელი ტკივილია, ტონზილიტის დროს ჩნდება უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

შეგიძლიათ, პირის ღრუ მარილიანი წყლით გამოივლოთ, რათა შეამციროთ ნუშისებრი ჯირკვლის შეშუპება და მოიშოროთ უსიამოვნო სუნი პირიდან.

6. წყლული

C ვიტამინის უკმარისობას შეუძლია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემის გამოწვევა, როგორიცაა წყლული ან განგრენოზული წყლული. ასეთი პრობლემის დროს აუცილებელია C ვიტამინის დეფიციტის შევსება.

ამასთან, შეგიძლიათ, შეხორცების პროცესი დააჩქაროთ, თუ პირს მარილიანი წყლით გამოივლებთ.

7. ღრძილების ანთება

გარდა ამისა, მარილიანი ხსნარი ამცირებს ქსოვილების ანთებას, ანთებული ზონიდან სითხის “გამოწოვით”.

პირში მოხვედრისას, მარილი იწყებს ღრძილებიდან ყველა მავნე ბაქტერიის გამოწოვას, ხსნარი კბილის ემალის ყველაზე ვიწრო ნაპრალებში, ხვრელებსა და ნაკაწრებშიც კი აღწევს. მარილიანი ხსნარი სწრაფად გამორეცხავს საკვების ნარჩენებსაც, რომლებიც ანთების ხშირი მიზეზია.

8. კბილის ტკივილი

ამ უსიამოვნების დროს, რა თქმა უნდა, სტომატოლოგს უნდა მიმართოთ, თუმცა, ტკივილის ცოტათი გასაყუჩებლად გამოივლეთ პირი მარილიანი წყლით.

ხსნარის მომზადება

მარილიანი ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა ზღვის ან საკვები მარილი კონსერვანტების, იოდისა და სხვა მინარევების გარეშე. დანამატები, ამ შემთხვევაში, უფრო გავნებენ. შეარჩიეთ სუფთა, გაფილტრული წყალი. კარგი იქნება დისტილირებული, ანადუღარი ან წვიმის წყალი.