Connect with us

ჯანმრთელობა

8 საუკეთესო პროდუქტი D ვიტამინის ნაკლებობისას

დიეტოლოგებმა D ვიტამინის დღიური დოზის მიღების ხერხები გაგვიმხილეს. მართალია ის “მზის ვიტამინად” ითვლება მაგრამ, მის მისაღებად მზის გულზე სეირნობა საკმარისი ნადვილად არ გახლავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მზეზე სეირნობისას მზისგან დამცავი კრემის გამოყენება არ დაგავიწყდეთ, ეს ამ მნათოპბის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაგიცავთ!

D ვიტამინი უმნიშვნელოვანესი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე უჯრედული პროცესებისთვის, ნერვების, კუნთების ფუნქციისა და ძვლების ჯანმრტელობისთვის. გარდა ამისა ის უმნშვნელოვანესია იმუნიტეტისთვის და აუცილებელია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისას როგორიცაა ოსტეოპოროზი, სიმსივნე, დეპრესია, დიაბეტი და ჭარბწონიანობა.

D ვიტამინის უკმარისობას მოსახლეობის 50% მაინც განიცდის თუმცა არსებობს ბევრი დანამატი რომელიც ამ პრობლემას იოლად აღმოფხვრის. დანამატების მირების გარდა D ვიტამინის ნაკლებობისგან თავის აცილება რაციონის სწორად შერჩევითა და რეკომენდაციების გათვალსიწინებითაც შეგიძლიათ.

ამ ვიტამინის დღიური დოზის მიღების ერთ-ერთი იოლი საშუალებაა სასეირნოდ გასვლა, მზის შუქი D ვიტამინის სინთეზირებაში გეხმარებათ. ზაფხულში გასარუჯად დილით ან საღამოს გადით, მაშინ როდესაც მზე ზედმეტად ძლიერი არ არის. თუ მზეზე 10-15 წუთზე დიდხანს ჩერდებით, ნუ დაგავიწყდებათ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება!

ახლა კი ისევ D ვიტამინის შემცველ რაციონს მივუბრუნდეთ:

1. ორაგული

ორაგული D ვიტამინის, ცილებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა. მნიშვნელობა არ აქვს მას უმს მიირთმევთ, კონსერვს, შემწვარს, შებოლილს თუ მოხარშულს – მისგან სარგებლის მიღება ნებისმიერი სახით მირთმევისასა შეიძლება. გაითვალისწინეთ, რომ მის მომზადებას დიდი დრო არ ჭირდება და გადახარშვა ან ზედმეტად შებრაწვა მის გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს საგრძნობლად დაასუსტებს!

2. კალმახი

კალმახის 100 გრამი D ვიტამინის დღიურ დოზას შეიცავს, გარდა ამისა მასში შედის ბევრი ცილა და სასარგებლო ნივთერებები. ველურ კალმახს ფერმაში გაზრდილი აჯობებს, რადგან ველურ ბუნებაში დაჭერილ თევზში ვერცხლისწყლის შემცველობა თანდათან უფრო იზრდება!
თუ მაინცდამაინც ბუნებაში გაზრდილი თევზი გსურთ აჯობებს არცევანი ვირთევზაზე შეაჩეროთ.

3. სოკო

სოკო D და B ჯგუფის ვიტამინების, კალიუმის და ბევრი სასარგებლო ნივთიერების უგემრიელესი წყაროა. რა თქმა უნდა ტყეში დაკრეფილ სოკოს უფრო მეტი ვიტამინების აქვს მაგრამ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ვიტამინების რაოდენობის დაბალანსებას ცოტა უფრო მეტი სოკოს მირთმევით შეძლებთ.

სოკო შეგიძლიათ უმად მიირთვათ, ან მის ქუდებში რაიმე გულსართი ჩადოთ, ყველი მოაყაროთ და ჟარუნით ქურაში შეწვათ. მარილიანი შამპინიონები ძალიან უხდებიან ახალ პომიდორს.

4. კვერცხის გული

აი კიდევ ერთი მიზეზი რატომ არ უნდა მიირთვათ მხოლოდ ცილა, D ვიტამინს მხოლოდ კვერცხის გული შეიცავს, გარდა ამისა მასში შედის ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავები, ქოლინი და სასარგებლო ცხიმები.

ამბობენ რომ სოფლის ქათმის კვერცხი ფერმის კვერცხზე 4-ჯერ უფრო სასარგებლოა!

იაპონელები უმ კვერცხის გულს ბრინჯში ამატებენ, მასა კრემისებური გამოდის და კერძიც უფრო გემრიელია.

5. დაკონსერვებული თინუსი

კიდევ ერთი მარტივი გზა D ვიტამინის მისაღებად, ამის გარდა ის იოლად ათვისებადი ცილის შესანიშნავი წყაროა და ძალიან დიდხანს ინახება! თუმცა სანამ მიირთმევთ კარგად დააკვირდით კონსერვის წამრომავლობასა და შემადგენლობას!

6. სარდინები

სარდინები რატომღაც იაფფასიან და “არაელეგანტურ” ტევზად ითვლება მაგრამ, ისინი ომეგა-3-ს, ბევრ ცილას და საჭირო ნივთიერებებისა და მინერალების უმეტესობას შეიცავენ! ისინი იკვებებიან პლანქტონებით და შესაბამისად არც ვერცხლის წყალს იგროვებენ. იაფიან თევზებს შორის სარდინები ყველაზე სუფთა თევზად შეიძლება ცაითვალოს!

ის შეგიძლიათ ახალიც მიირთვათ და კონსერვირებულიც.

7. შვეიცარიული ყველი

შვეიცარიული ყველის მიღტმევა დაგეხმარებათ ერთდროულად მიიღოთ – D ვიტამინი, К ვიტამინი და კალცი! ეს ძვლების სიმაგრის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ! “შვეიცარიული” ეს ყველის დამზადების ტექნიკაა და არა მისი დამზადების ადგილმდებარეობა!

8. ორაგულის ღვიძლის ზეთი

ორაგულის ღვიძლის ზეთი D ვიტამინის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ის ასევე А ვიტამინითა და ომეგა-3-თაც გახლავთ მდიდარი. თუ გემო არ გსიამოვნებთ, შეგიძიათ ეს ზეთი კაფსულების სახით მიიღოთ.

D ვიტამინი უმნიშვნელოვანესი ვიტამინია და მისი უკმარისობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის კლებასთან! ომლეტი, სალათები, სოკო ყველით, თევზი – მზის ვიტამინის წყაროა და ნებისმიერი ტიპის დიეტასაც შეგიძიათ მიუსადაგოთ.