Connect with us

ჯანმრთელობა

8 სარგებელი რომლის მოტანაც თქვენს ოჯახში დამატენიანებელს შეუძლია

თუ ჰაერის დამატენიანებელი არ გაქვთ, მაშინ ამ სტატიის ბოლოში ნამდვილად მოგინდებათ მისი შეძენა! ამ ნივთის ყველა უპირატესობას ვერ გაიგებთ სანამ თავად არ გამოცდით.

რა საჭიროა დამატენიანებლის ქონა?! ის მშრალ ჰაერს ატენიანებს ეს კი არა მარტო სასარგებლოა, არამედ ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც არის!

აი დამატენიანებლის 8 უპირატესობა:

1. კლავს გრიპის ვირუსს.

ტენიანობის 50%-მდე აწევის შემთხვევაში ჰაერში გრიპის ვირუსი ნადგურდება.

მეცნიერები წერენ:

“ბოლო 70 წლის მანძილზე გაკეთებული რეცენზირებული კვლევები ცხადყოფენ, რომ 40-60%-იანი ტენიანობის დროს (ეს ოპტიმალური დიაპაზონია) მკვეთრად ეცემა გრიპის ვირუსების ჰაერში და ზედაპირებზე (ონკანები, სამზარეულო, კარის სახელურები) აღმოჩენის შანსი.”

გრიპის ჩვეულებრივი ვირუსი გარემოში მინიმუმ 24 საათი ცოცხლობს. მომატებული ტენიანობისას კი მისი სიცოცხლისუნარიანობა მკვეთრად ეცემა. 2009 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსების 100% ტენიან ჰაერში 23 საათის განმავლობაში განადგურდა. მშრალ ჰაერზე კი ამ დროის მონაკვეთში მათი მხოლოდ 40% დაიღუპა.

2. ხსნის გაციებისა და გრიპის სიმპტომებს.

სურდო, გაჭედილი ცხვირი, სველი ხველა, მტკივანი ყელი – ამ ყველაფრის შემსუბუქება დამატენიანებლის ჩართვით შეიძლება. ის ხველას უფრო პროდუქტიულს ხდის, რადგან ხელს უწყობს დაგროვილი ნახველის ამოხველებას.

3. ხსნის ხვრინვას.

დიას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევებში მუშაობს როდესაც ხვრინვა სასუნთქი გზების გამოშრობით არის გამოწვეული. მაგრამ, მე რომ ვინმეს ხვრინვა მაწუხებდეს, აუცილებლად ვცდიდი ამ მეთოდის გამოყენებას…

4. ატენიანებს მშრალ კანს.

მშრალი კანი და ქავილი დატენიანებული ჰაერის შემთხევვაში უკვალოდ ქრება. ჰაერის რეგულარული დატენიანება სიმშრალისგან გიხსნით და მას უკეთ დაარბილებს, ვიდრე ნებისმიერი კრემი.

5. შეამცირებს კომუნალურ გადასახადებს.

თერმოსტატის 1 გრადუსით შემცირებით თქვენ გათბობის გადასახადს 4%-ით ზოგავთ. თბილი ჰაერი ინარჩუნებს ტენს, დამატენიანებელი სითბოს შეგრძნებას იწვევს და საშუალებას მოგცემთ გამათბობელს დაუწიოთ.

6. გათავისუფლდით სტატიკური გადატვირთვისგან

მშრალ ჰაერს სტატიკური ელექტრობის გამოვლენამდე მივყავართ. ეს კი არავის უყვარს. ამ პრობლემას დამატენიანებლით მოაგვარებთ.

7. აუმჯობესებს ძილს.

ამ დანადგარის წყალობით დილით გამოძინებული და დასვენებული გაიღვიძებთ, გამომშრალი ყელი კი აღარ შეგაწუხებთ.

8. დაგიცავთ ცხვირის სისხლდენისგან.

ცხვირიდან სისხლდენა ხშირ შემთხვევაში გამომშრალი ჰაერით არის გამოწვეული. დამატენიანებელი ამ უსიამოვებისგან დაგიცავთ, განსაკუთრებით კი ღამით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement