Connect with us

თავის მოვლა

8 საკვები და სასმელი პროდუქტი, რომლებიც აჩქარებს კანის დაბერებას

ჩვენ სულ უფრო მეტ დროსა და ფულს ვახარჯავთ საკუთარ კანს იმ იმედით, რომ ვიპოვით ანტიასაკობრივი პროდუქტების ჯადოსნურ კომბინაციას, თუმცა, ადამიანებს არ ესმით, რომ ის, თუ რას ვჭამთ ყოველდღიურად, იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც კანის გარეგანი მოვლა.

ზოგიერთი პოპულარული პროდუქტი აჩქარებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენასა და კანზე გამონაყარს. გაგაცნობთ 8 ასეთ პროდუქტს.

1. შაქარი

შაქრის სხვა მრავალ ნეგატიურ გავლენას ემატება მისი თვისება, ჩაეჭიდოს ცილებს თქვენს სხეულში და “შეაწებოს” ისინი, რითიც წარმოქმნის ე.წ. გლიკირებამდელ პროდუქტს(AGE). ეს მავნე ნივთიერებები ზრდის დეგენერაციული დაავადებების რისკს და აჩქარებს ორგანიზმის დაბერების სიჩქარეს. უარი თქვით შაქრისშემცველ ყველა სასმელზე, მაშინაც კი, თუ ბოთლს Lite აწერია. მიირთვით მინერალური წყალი ან უშაქრო ჩაი.

2. ალკოჰოლი

ალკოჰოლი დაბერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მრავალი ალკოჰოლური სასმელი, რეალურად, დესერტია, რადგან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. საუკეთესოა მშრალი ღვინის ან ტეკილას დალევა. თუ ცოტა ხნის წინ დალიეთ, ჩაიტარეთ გაწმენდილი კანის გაუწყლოების პროფილაქტიკა მწვანე და ბალახის ჩაითა და სასმელებით, რომლებიც მდიდარია პრობიოტიკებით, მათ შორის, ჩაის სოკოთი.

გარდა იმისა, რომ სითხით “ჩარეცხვა” ატენიანებს კანის უჯრედებს, იგი, ასევე, გარანტიას იძლევა, რომ ღვიძლს ნაკლები სამუშაოს შესრულება მოუწევს დეტოქსიკაციისთვის, ხოლო ნაწლავებს აუცილებელ მხარდაჭერას სთავაზობს მკვებავი ნივთიერებების უკეთ ასათვისებლად.

3. რაფინირებული ზეთი

ჯანმრთელი კანის შენარჩუნების კიდევ ერთი გასაღებია რაფინირებულ, დამუშავებულ ზეთებსა და ქონებზე უარის თქმა, მათ შორის, სიმინდის, სოიოს ზეთებსა და შემწვარ პროდუქტზე, და უპირატესობა მიანიჭოთ სასარგებლო, ანთებისსაწინააღმდეგო ცხიმებს, მაგალითად, თევზს, თხილეულს, თესლებს, ავოკადოსა და ზეთის ხილს.

4. კოფეინი

კოფეინი პრობლემად მაშინ იქცევა, როცა მას სტრესთან გასამკლავებლად და ძილის დასაძლევად იყენებთ. ყავა ზრდის კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, დონეს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობა მავნეა ორგანიზმისთვის.

5. ტრანს-ცხიმები

ჭარბი ტრანს-ცხიმების მოხმარება კანს აუხეშებს და ართმევს მოქნილობას. ტრანს-ცხიმებმა შეიძლება დაანაგვიანონ და გაამაგრონ არტერიები და უფრო წვრილი სისხლძარღვები, რაც კანს აბერებს.

6. მარილი

იქედან, სადაც მარილი მოდის, მიდის წყალი, და თუ თქვენ საკვებს დიდი რაოდენობით მარილს უმატებთ, შეიძლება ორგანიზმი გააუწყლოვოთ, რადგან ეს ფხვნილი წყალს უჯრედებიდან გამოიწოვს. გრძნობთ დაღლილობას, რომლის გამოც ასეთივენაირად გამოიყურებით.

7. ენერგეტიკული სასმელები

ენერგეტიკული სასმელები რეალურად გავლენას ახდენს თქვენს ღიმილზე. ეს სითხე აზიანებს კბილის ემალს რვაჯერ უფრო ძლიერად, ვიდრე ჩვეულებრივი, ტკბილი გაზიანი სასმელი. ეს ეროზია თქვენს კბილებს აყვითლებს, აავადებს და აბერებს.

8. ნაჯერი ცხიმები

სიახლე არაა, რომ ნაჯერი ცხიმებით სავსე რაციონი მავნეა თქვენი გულისთვის, თუმცა, ასეთი ცხიმები, აგრეთვე, შეიძლება კანის დაბერების ძირითად მიზეზიც იყოს. როგორც კვლევებმა აჩვენა, ხანში შესულ ქალებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმებს იღებენ, მათ შორის უმეტესი კი ნაჯერია, უფრო მეტი ნაოჭი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც უჯერ ცხიმებს იღებს.