Connect with us

თავის მოვლა

8 სავარჯიშო, რომელიც სახის კანს დაჭიმავს და უფრო გლუვს გახდის

ამ სავარჯიშოების გაკეთებამდე, აუცილებლად გაახურეთ სახის კუთები, ამისთვის უნდა წარმოთქვათ ხმოვნები – «ა», «ო», «ი» და «ე» მანამ სანამ მთელს სხეულში სითბოს არ იგრძნობთ. სავარჯიშოები უნდა შეასრულოთ სწორი ზურგით, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში.

სახის კუნთების გამაგრება და ტონუსში მოყვანა

ყურადღება მიაქციეთ: სავარჯიშოები უკუ მიმართულებით არის წარმოდგენილი!

8. ქვედა ტუჩის სავარჯიშო

დაჯექით, გადაწიეთ თავი უკან. ეცადეთ მაქსიმალურად აწიოთ ტუჩი მაღლა, თითქოს ჭერისთვის შეხება გსურთ. შემდეგ მაქსიმალურად გამოწიეთ ის და 5-10 წამი შეჩერდით. მცირედი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ სავარჯიშო. ასეთი ვარჯიში ყვრიმალებს უფრო გამოკვეთს, აამაღლებს კუნთების ტონუსს და გამოაცოცხლებს კანს.

7. ნიკაპი

დადექით, ხელები მკერდზე გადააჯვარედინეთ და ნელა აწიეთ ნიკაპი. გააკეთეთ ღრმა შესუნთქვა, დაითვალეთ 10-მდე, დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ამოისუნთქეთ. ეს ტექნიკა ააქტიურებს სახის კუნთებს, აშორებს ღაბაბს, სახის კონტურს უფრო გამოკვეთილს ხდის და აშორებს ნაკეცებს კისრიდან.

6. ტუჩები

დადექით სწორად და თავი გაასწორეთ. ტუჩის კუთხეები ქვემოთ დაქაჩეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. თუ ტუჩების არეში დაჭიმულობას იგრძნობთ – ნუ შეგეშინდებათ, ეს ნიშნავს, რომ კუნთები აქტიურად მუშაობენ. ეს სავარჯიშო 1 წუთის განმავლობაში უნდა აკეთოთ. ის ხელს უშლის კუნთების ტონუსის დაკარგვას და ლოყების მოდუნება-ჩამოშვებას.

5. ჰაერში ხატვა

დაჯექით, ტუჩებში მოიქციეთ ფანქარი. შემდეგ ფანქრით ჰაერში თქვენი სახელი დაწერეთ თავის გაუნძრევლად! 30-60 წამიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ სავარჯიშო. ეს ლოყების ელასტიურობასა და სიმკვრივეს გაზრდის. გაამაგრებს ტუჩებს.

4. თავის დახრა

დადექით ფეხზე. თავი ჯერ მარჯვნივ გადაწიეთ – ეცადეთ მხარს მიადოთ. შემდეგ ხელი დაიდეთ სახის მარჯვენა მხარეს და ხელი შეუშალეთ თავის მოძრაობას, ისე რომ კუნთები გეწინააღმდეგებოდეთ. ეს მდგომარეობა 10 წამი შეინარჩუნეთ, შემდეგ ანალოგიური მოქმედება მეორე მხარეს გაიმეორეთ. სავარჯიშოს ხანგრძლოვობაა 30-60 წამი. ასე კისრის კუნთებს გაავარჯიშებთ და სახის სწორ ოვალს ჩამოგიყალიბებთ.

3. ჰაერით შევსება

ღრმა შესუნთქვის გაკეთების შემდეგ, ტუჩები მოკუმეთ და პირი ჰაერით გაავსეთ. შემდეგ ხელის გულები ლოყებზე მოათავსეთ, ისე რომ თითებით ყურები დაიფაროს და ხელის გულები ცენტრისკენ მიმართეთ, ისე რომ კუნთები გეწინააღმდეგებოდნენ. ეს მდგომარეობა 10-15 წამი შეინარჩუნეთ, დაისვენეთ და გაიმეორეთ. სავარჯიშოს ხანგრძლივობა იგივეა – 30-60 წამი. ეს ვარჯიში ელასტიურობას შეგმატებთ და ლოყებს გაგიმაგრებთ.

2. ნიკაპით მიწოლა

გააღეთ პირი და ტუჩები კბულებზე გადაჭიმეთ, ქვედა ყბა წინ წამოწიეთ და მის ცენტრში შუა თითი დაიდეთ. ხანგრძლივობა 30-60 წამი.

1. ნიკაპის გამეორებითი მიწოლა

ნიკაპის ქვეშ ორივე მუშტი მოათავსეთ, ენა კი ქვედა ყბას დააბჯინეთ. მუშტებით ყბა ზემოთ აქაჩეთ, ხოლო ენით კი ქვემოთ ჩამოქაჩეთ – რათა კუნთების წინააღმდეგობა იგრძნობოდეს. ეს მდგომარეობა 30 წამი შეინარჩუნეთ, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და გაიმეორეთ. ეს ყბის და ენის ქვეშ არსებულ კუნთებს გაგიმაგრებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.