Connect with us

საკითხავი

8 ნივთი, რომლებიც არავის უნდა ათხოვოთ, თუნდაც ახლობლებს

დაავადებებისგან თავი რომ დაიცვათ, პირადი ჰიგიენის წესები უნდა დაიცვათ და ზოგიერთი ნივთი არ უნდა ითხოვოთ და არც არავის ათხოვოთ.

აი, რომელი ნივთების გაზიარება არ შეიძლება. ამასთან, მათზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა არ შეგაწუხოთ.

1. ფეხსაცმელი

განსაკუთრებით სახიფათოა ფეხსაცმელი, რომელსაც შიშველ ფეხზე იცვამთ. ის შეიძლება სოკოვანი დაავადებების წყარო იყოს, რომლებიც შემდეგ მთელ რიგ პრობლემებს გამოიწვევს.

მსგავსი დაავადებით დაინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, როცა ფეხსაცმელს სხვებს თხოვნით. გახსოვდეთ, რომ ფეხსაცმელი ტანსაცმლის ნივთია, რომელიც ყველაზე ახლობელ ადამიანსაც არ უნდა გაუზიაროთ.

2. ნეჭა

არ დაგავიწყდეთ, რომ ნეჭა თითქმის ყოველთვის სველი რჩება. როგორც ცნობილია, სველი გარემო ბაქტერიების და სოკოვანი მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ინფექციებისგან თავდასაცავად, სჯობს საკუთარი ნეჭა იქონიოთ.

3. პინცეტი

პინცეტი, რომელსაც წარბების ფორმის მისაცემად იყენებენ, შეიძლება სხვადასხვა ინფექციის გადამტანი გახდეს. სწორედ ამიტომ, სხვებს საკუთარი პინცეტი მხოლოდ მაშინ ათხოვეთ, თუ გამოყენებამდე და შემდეგ  დეზინფექციას გაუკეთებთ.

4. პირსახოცი

მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოყენების შემდეგ პირსახოცი სველი რჩება, შედეგად სოკოვანი მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

რეკომენდებულია, თქვენი პირსახოცი არა მხოლოდ სხვებს არ ათხოვოთ, არამედ რეგულარულად, კვირაში მინიმუმ ერთხელ გარეცხოთ და გაწმინდოთ.

5. დეზოდორანტი

ბურთულიანი დეზოდორანტი და ანტიპერსპირანტი არავის არ ათხოვოთ. ეს პირადი ჰიგიენის ნივთია, რომელიც კანთან პირდაპირ კონტაქტშია. შესაბამისად, დეზოდორანტს ბაქტერიები გადააქვს.

რა გავაკეთოთ? გაზიარების მოყვარულებს შეუძლიათ სპრეი დეზოდორანტი შეიძინონ. მას კანთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ სხვებს გაუზიაროთ.

6. ყურსასმენები

ყურსასმენების ზედაპირზე გროვდება უამრავი ბაქტერია, რომლებიც ადამიანის ყურის გარემოში ცხოვრობენ. მაგალითად, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. სხვა ადამიანზე ყურსასმენის თხოვებით ინფექციების და ანთებითი პროცესების განვითარების რისკი იზრდება.

7. ტუჩების ბზინვარე საცხი

ასევე არ ღირს ტუჩსაცხის გაზიარება. მასზე ტუჩზე მდებარე კანის, ჭუჭყის და ბაქტერიების მიკროსკოპული ნაწილები გროვდება. გარდა ამისა, ჰერპესით დაინფიცირების რისკი იზრდება.

8. თმის სამაგრი

ყველა შესაძლო თავის აქსესუარი სხვა ადამიანს არ უნდა ათხოვოთ, რადგან ეს შეიძლება სხვადასხვა პათოგენის, სოკოს გამრავლების მიზეზი გახდეს.

თმის სამაგრი, სავარცხელი, თმის დასახვევი და ყველა აქსესუარი, რომელიც კანს ეხება, არ უნდა გაასესხოთ.

ამასთან, ამ ნივთებზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. რეზინები რამდენიმე კვირაში ერთხელ გარეცხეთ, ხოლო სხვა ნივთები საპნიან წყალში დაამუშავეთ და კარგად გააშრეთ.

ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.