Connect with us

ჯანმრთელობა

8 მიზეზი ბროწეულის რაციონში შესატანად

ბროწეული ისეთი პოპულარობით ვერ სარგებლობს როდორც ვაშლი ან ფორთოხალი, ხშირად მის ყიდვას იმის გამო არიდებენ თავს, რომ მისი გარჩევას საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდება. ამ სტატიაში დაგიმტკიცებთ, რომ ეს ძალისხმევა ნამდვილად ღირს.

ბროწეული უგემრიელესი და უნივერსალური პროდუქტია. მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს. ის შეგიძლიათ სალათებში, ბრინჯიან და ხორციან კერძებსა თუ იოგურტებში გამოიყენოთ. ერთი ბროწეულის აშუალოდ 100 მარცვალს და 100 კალორიას შეიცავს, რაც მას იდეალურ დაბალკალორიულ დესერტად აქცევს. ბროწეულს ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვისაც იყენებენ, მათ შორის სიმსივნისა და გულის დაავადებების დროს. კიდევ დაგრჩათ ეჭვი?

1. ბროწეული ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს
ეს ხილი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ორგანიზმის ბევრ სისტემაზე. ის ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, დაბლა წევს წნევას და შესაბამისად გულ-სისხძარღვთა დაავადებების რისკიც მცირდება. მიირთვით 1 ბროწეული დღეში ან მისი მარცვლები სალათში დაუმატეთ.

2. ბროწეული სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
ამ თვისების გამო ბროწეული შეუფასებელი ხილია დიაბეტის მქონეთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბროწეული “ტკბილ” ხილად ითვლება, მისი გლიკემიური ინდექსი – სულ 35 გახლავთ, ისეთივე როგორიც სტაფილოს აქვს და სულ რაღაც 5 პუნქტით მეტი ვიდრე მწვანე ვაშლს.

3. ბროწეული აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

ძლიერი ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით, ის გონების მუშაობასაც ასტიმულირებს, ბროწეულს შეუძლია დადებიტად იმოქმედოს ტვინზე. ეს ხილი გონების და ნერვული სისტემისფუქნციას გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ასევე ამაღლებს კოგნიტურ შესაძლებლობებს. ბროწეული ალცჰეიმერის დაავადების გაჩენის რისკსაც ამცირებს და ძალიან სასარგებლოა ამ დაავადების მქონეთათვის.

4. ბროწეული წნევის შემცირებას ეხმარება
კველევები ამტკიცებენ, რომ ბროწეული სისხლის წნევას დაბლა წევს. ეს ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ახალგამოწურული ბროწეულის წვენი და მისი მარცვლები კარგად მოქმედებენ არტერიულ კედლებზე. თუ ჰიპერტონიით იტანჯებით, თქვენს მკურნალ ექიმს ბროწეულისა და მისი მისაღები დოზების შესახებ კითხეთ.

5. ბროწეული ხელს უშლის დაბერებას
თუ ბროწეულს ყოვედღიურ რაციონში ჩართავთ ის ნაოჭებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ის ძლიერ ნატურალურ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ისეთს როგორიც არის პოლიფენოლი, რომელიც სიბერის ყველა ნიშანს აქრობს.

6. ბროწეული სიმსივნის უჯრედების ზრდას აჩერებს.
რა თქმა უნდა ხილი და ბოსტნეული კიბოს არ კურნავს, მაგრამ, მათ სიმსივნის უჯრედების ზრდის შეჩერება შეუძლიათ და ბროწეული ერთ-ერთი საუკეთესო ხილია მსგავსი უნარებით.

7. ბროწეულს ანთების საწინააღმდეგო თვისებები გაქვთ
ბროწეული გეხმარებათ ანტებითი პროცესების შემცირებაში, ასევე ებრძვის ართრიტის სიმპტომებს. ბროწეული დაგეხმარებათ სახსრების ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ბროწეულის წვენი სასხსრების ტკივილის შემსუბუქებაშიც დაგეხმარებათ.

8. ბროწეული აუმჯობესებს განწყობას
შემდეგში, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით, გაჭერით ბროწეული და მისი მარცვლებით დატკბით. ბროწეული ტვინში სეროტონინის რაოდენობას მაღლა წევს და ხასიათცვალებადობას უშლის ხელს. მას შეუძლია შფოთვა და დეპრესიაც მოგაშოროთ. ამბობენ, რომ ბროწეულის მარცვებისა და ცოტაოდენი მწარე შოკოლადის ნაკრები – თქვენს განწყობას გააუმჯობესებს და გონეას გაგიწმინდავთ.