Connect with us

კულინარია

8 მეთოდი ხახვის უცრემლოდ დასაჭრელად

როდესაც ხახვს ვჭრით ჰაერში ენზიმი LFS გამოიყოფა. ის სულფოქსიდის ამინომჟავებს – სულფონის მჟავად გარდაქმნის და სწორედ ეს უკანასკნელი აღიზიანებს საცრემლე ჯირკვალს.

როგორ დავიცვათ თავი თვალების გაღიზიანებისგან

მეთოდი 1

აანტეთ სანთელი ან ლამა ისე რომ ალის სითბო თქვენამდე აღწევდეს. ეს LFS ენზიმის კონცენტრაციას შეამცირებს და ის თქვენს საცრემლე ჯირკვლამდე ვერ მიაღწევს.

მეთოდი 2

მოათავსეთ ხახვი ღრმა ჭურჭელში და ცივი წყალი დაასხით ისე, რომ ის სრულად ფარავდეს ბოლქვს. ხახვი წყალშივე დაჭერით.

მეთოდი 3

შედევით ხახვი მიკრო ტალღურ ღუმელში და 25-30 წამით გააჩერეთ საშუალო ტემპერატურაზე. ნუ გააჩერებთ მას უფრო დიდხანს თორემ მოიხარშება! დ

მეთოდი 4

მოათავსეთ გაუფცქვნელი ხახვი საყინულეში 10-15 წუთით. შემდეგ სწრაფად დაჭერით სანამ გათბობს მოასწრებს. მართალია გაცივებული ხახვის გაფცქვნა უფრო რთულია მაგრამ, არაუშავს.

მეთოდი 5

თუ საცურაო ნიღაბს ან სათვალეს გაიკეთებტ თვალები არ აგიცრემლიანდებათ რადგან LFS ენზიმები ტქვენს საცრემლე ჯირკვლებამდე უბრალოდ ვერ მიაღწევენ.

მეთოდი 6

პიტნიანი სარეჭი რეზინი ნამდვილად დაგეხმარებათ საცრემლე ჯირკვლების გაღიზიანებისგან ტავის დაცვაში. როდესაც საღეჭ რეზინს ღეჭავთ ძირითადად პირით სუნთქავთ, რაც ნიშნავსმ რომ ცრემლდენის გამაძლიერებელ ნივთიერებებს დანიშნულების ადგილამდე მიღწევა გაუჭირდებათ.

მეთოდი 7

დაიდგით მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელი. წყლის ორთქლი დამცავ ბარიერს წარმოგიქმნით. მართალია ამ მეთოდის გამოყენებისას ორთლით დაწვის შანსი არსებობს, თუმცა ის ცრემლდენას ნამდვილად ამცირებს.

მეთოდი 8

LFS ენზიმის შემცირების კიდევ ერთი მეთოდი ხახვის წყალში დასველება გახლავთ. ჩაალაგეთ ხახვი ცივ წყალში 5-10 წუთი. ამ დროის განმავლობაში გამაღიზიანებელი ნივთიერებების ნაწილი წყალში გაიხსნება და ხახვს ყოველგვარი უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე დაჭრით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.