Connect with us

ყვავილები

8 მარტისთვის ტიტებს პირდაპირ ფანჯრის რაფაზე ვზრდი. რჩევებს გიზიარებთ

შეიძლება ტიტის გაზრდა სახლში? მარტივია. ეს ლამაზი და ნაზი ყვავილი ყოველთვის გაზაფხულის მაუწყებელი იყო. ტიტა 8 მარტს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გასაგებია რატომაც, რადგან რა გამოხატავს ქალის ელეგანტურობას ნაზ ყვავილზე უკეთ?

ტიტები სახლში

რა თქმა უნდა, დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე ტიტების გაზრდა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ სტატიის სამომავლოდ შენახვას გირჩევთ. ყვავილი უპრეტენზიოა და სურვილის შემთხვევაში მთელი წელი ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ გაზარდოთ. ოთახის მცენარეზე ცუდი ნამდვილად არაა.

ასე შეძლებთ ახლობლები და მეგობრები ახალი ყვავილებით ნებისმიერი მიზეზით გაახაროთ. თუ ტიტებს რეგულარულად დარგავთ, სახლში აყვავებული კოკრები ყოველი დღესასწაულისთვის ნამდვილად გექნებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ტიტა სახლში და რა დაგჭირდებათ ამისთვის.

მეტი ინფორმაცია

სანამ ფიქრებით 101 ტიტის თაიგულს შეკრავთ, ამ საყვარელი მცენარის ჯიშებით დაინტერესდით. ტიტის ზოგიერთი ჯიში ადრე ყვავილობს, ზოგი გვიან. ზოგს მაღალი ღერო აქვს, ზოგს დაბალი. ეს თემა შეისწავლეთ, ფოტოები დაათვალიერეთ და გაარკვიეთ, თუ რომელი ჯიშის ტიტა მოგწონთ. ამის შემდეგ ტიტების ბოლქვების გამყიდველს გაესაუბრეთ. ისინი რეალურ გამოცდილებას გაგიზიარებენ და ღირებულ რჩევებს მოგცემენ.

ამის შემდეგ დააზუსტეთ, თუ სად და როგორ აპირებთ ტიტის გაზრდას. ის შეგიძლიათ დარგოთ მიწაში ან მის გარეშე. ქოთანი შეარჩიეთ, რომელშიც ბოლქვს მოათავსებთ. სიტყვაზე, მხოლოდ ძლიერი და ჯანმრთელი ბოლქვები შეარჩიეთ, რომელთაც მცირე დაზიანებაც არ აქვთ. თუ ტიტას ქოთანში რგავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლქვებს შორის 1,5-2 სმ მანძილი დატოვოთ.

მიწის გარეშე ბოლქვების დარგვისას დეკორატიული კენჭები ან მძივები დაგჭირდებათ. მინის ლარნაკში ჩაყარეთ, წყლით გაავსეთ და ზემოდან ტიტის ბოლქვები ჩადეთ. გაითვალისწინეთ, რომ თავიდან ბოლქვების ფესვები წყალს არ უნდა ეხებოდეს. ზრდის პროცესში წყლამდე თავად მიაღწევს.

შესანიშნავი ინდივიდუალურობა

რა თქმა უნდა, დარგვის ყველა ელემენტი უნდა დაარეგულიროთ იმის მიხედვით, თუ რომელ ჯიშს ზრდით. წინასწარ გაარკვიეთ, რომელ ქოთანში, მიწაში თუ მის გარეშე, იცხოვრებს ტიტა. ტემპერატურის რეჟიმი, ტენიანობის დონე და სინათლის რაოდენობა აკონტროლეთ და დაიცავით.

მაგალითად, თუ ტიტას მიწაში რგავთ, დარგვის შემდეგ 1 თვით უფრო გრილ ადგილას გაიტანეთ. ამ ამოცანას სარდაფი უკეთ უმკლავდება, მაგრამ მაცივარი და აივანიც გამოგადგებათ. ქოთნებს მუყაო ან გაზეთი დააფარეთ, ჰაერისთვის ნახვრეტი დატოვეთ. 1-1,5 თვეში ბოლქვები +15 გრადუსიან შენობაში გაიტანეთ.

თანდათან შეამჩნევთ, რომ ტიტების ყლორტები ამოიწვერა და გაიზარდა. ეს კარგი ნიშანია. მორწყვა არ დაგავიწყდეთ და ტემპერატურა თანდათან გაზარდეთ. ტიტების კაშპო შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე დადოთ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს.

ტიტების სახლში გაზრდა

მალე ყვავილზე მწვანე კოკრები გამოჩნდება. თუ ყვავილობის პროცესის გადადება გსურთ, უფრო გრილ შენობაში გაიტანეთ. ეს თანდათან გააკეთეთ, რომ ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ ყვავილი არ დააზიანოს. მორწყვა აკონტროლეთ (კვირაში 2–ჯერ), გამოკვებაც არ დაგავიწყდეთ (თვეში ერთხელ).

იზრუნეთ, რომ ტიტის მახლობლად სუფთა ჰაერი იყოს, მაგრამ არა ორპირი. ქოთანი ისეთ ადგილას დადეთ, სადაც ტიტას ძალიან არ დასცხება. ასე მისი ყვავილობა დიდხანს გაგახარებთ. ყვითელი ფოთლები მოაშორეთ, თუ აქვს, რომ ჯანმრთელ მცენარეს მკვებავი წვენი არ წაართვას.

ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. თუ ტიტის გაზრდის პროცესით დაინტერესდით, როგორც გამარჯვებისთვის, ასევე დამარცხებისთვის მზად უნდა იყოთ. ეს ნორმალურია, რადგან ყველა შეცდომებზე ვსწავლობთ. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიოთ.

Advertisement