სახლი და დიზაინი
8 იდეა შპალერის ნარჩენების გამოსაყენებლად
რემონტის შემდეგ მორჩენილი შპალერის ნაჭრები, შეგიძლიათ საქმეში გამოიყენოთ. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე იდეას, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მცირე ხიბლს მაინც შემატებს.
მაგიდა
ლამაზი შპალერის ნაჭერი დაბზარულ მაგიდას დაფარავს და ჟურნალების მაგიდასაც უფრო ახალ შესახედაობას შესძენს. შპალერი ხეს უნდა დააკრათ და შემდეგ ის სპეციალური ლაქით შეირებოს, რათა სტუმრებმა ქაღალდს ნახვრეტები არ გაუჩინონ. მოკლედ, მისი დაფარვა შუშითაც შეიძლება.
ყუთები და ხურდის შენახვა
მაღაზიაში შეძენილი უსახური ყუთები ინტერიერს უკეთ შეეხამება – თუ მათ თქვენი კედლების მსგავს ან კონტრასტულ შპალერს შემოაკრავათ. ასეთი ყუთები თქვენს გარდა არავის ექნებათ.
პასპარტუ ფოტოებისთვის
ფერადი სურათები ჭრელი კედლების ფონზე დაიკარგება, სამაგიეროდ მკაცრი შავ-თეთრი ფოტოები ფერადი ყვავილებისა და ფიგურების გვერდით მხოლოდ მოიგებენ.
სურათი
ზოგიერთი შპალერი ისეთი კარგია, რომ თვითონ გვანან ხელოვნების ნიმუშებს. მხოლოდ ნაწილის ამოჭრა და ჩარჩოში ჩადებაღა გვრჩება. ერთი ტონის მქონე კედელზე განსაკუთრებით ლამაზად ერთნაირი ან სხვადასხვა მაგრამ, კონცეპციით მსგავსი შპალერი გამოიყურება.
კიბე
თითო კიბეზე – თითო ნაჭერი შპალერი და კიბე უკვე სახლის მთავარ მორთულობად გადაიქცევა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ შპალერი სპეციალური გასამაგრებელი ლაქით უნდა შეღებოთ.
მაგიდის გადასაფარებელი
შპალერის ნაჭერი გაცილებით ელენგატური ჩანს ვიდრე იაფფასიანი ერთტონიანი გადასაფარებელი. მასში ფულის გადახდა არ გიწევთ და თან მის გამოსაყენებლად ცოტაოდენი ძალისხმევა გჭირდებათ.
სასაჩუქრე შეფუთვა
თუ უბრალო ფორმის მდიდრული საჩუქარი შეიძინეთ, ის თხელ შპალერში შეახვიეთ. შესაფუთი ქაღალდის როლში ის მდიდრულად და მოდურად გამოიყურება. გარდა ამისა ის გაცილებით ბანალურია ვიდრე შესაფუთი ქაღალდი.
საკერებლიანი მოზაიკა კედელზე
შპალერის ნარჩენებს დაგროვების თვისება აქვს. როდესაც ის საკმარისად დაგროვდება, შეგიძლიათ კედელი განაახლოთ და სხვადასხვა ფორმისა და ნახატების მქონე შპალერისგან კედელზე “საკერებლებიანი” მოზაიკა ააწყოთ.
მიეცით ფანტაზიას გასაქანი და განაახლეთ თქვენი სახლის ინტერიერი!