Connect with us

კულინარია

8 ეშმაკობა მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

სახლში ზოგიერთ საქმეს უამრავი დრო მიაქვს, არადა ეს დრო შეგეძლოთ რამე უფრო სასიამოვნოსთვის დაგეთმოთ. დაფიქრდით: საშუალო სტატისტიკური ქალბატონი სამზარეულოში თავისი ცხოვრების მინიმუმ 18 წელს ატარებს. თუ ამდენი დროის დაკარგვა არ გსურთ, მაშინ ეს ეშმაკობების გამოიყენეთ, ისინი დროის დაზოგვაში დაგეხმარებიან!

როგორ მოვხარშოთ ბარდა სწრაფად

მშრალი ბარდა შუშის ჭურჭელში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. დაუმატეთ მწიკვი საკვები სოდა. გადააფარეთ ცელოფანი და მიკროტალღურ ღუმელში 10 წუთით შედგით. ამის შემდეგ ბარდა 30-40 წუთით კიდევ გააჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ის რამდენჯერმე სწრაფად მოიხარშება.

როგორ მოვთუშოთ ქათმის მკერდი სწრაფად

მოკმაზეთ ქათმის მკერდი მარილით და სასურველი სანლებელებით. ჩადეთ ჯამში და ნახევარი წიქა სუფთა წყალი მოასხით. მჭიდროდ დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში – 4-5 წუთით. უბრალო მაგრამ სწრაფი და გემრიელი სადილი მზად გახლავთ!

როგორ გავაცხელოთ ორი პორცია საკვები ერთდროულად

დროისა და ელეკტროენერგიის ეკონომიისთვის შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში ერთდროულად 2 პორცია საკვები გააცხელოთ. შედგით კაემრაში ღრმა თეფში მასზე კი ბრტყელი თეფში მოათავსეთ რომელსაც უფრო დიდი დიამეტრი აქვს. დართეთ მიკროტალღური ღუმელი 3-3.5 წუთით და პროდუქტი თანაბრად გათბება.

როგორ გამოვწუროთ ციტრუსიდან მაქსიმალური რაოდენობის წვენი

ამისთვის შეგიძლიათ ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი მიკროტალღურ ღუმელში შედოთ 20 წამით. შემდეგ კი უბრალოდ გაჭერით ხილი და წვენი გადმოწურეთ.

როგორ მოვამზადოთ პოპკორნი

სიმინდის მარცვლები ისეთ ქაღალდის პაკეტში ჩაყარეთ რომელიც ზომაში სიმინდის რაოდენობაზე 10-ჯერ დიდია. პაკეტს თავი რამდენჯერმე გადაუკეცეთ და მიკროტალღურ ღუმელში შედეთ. როდესაც ტკაცუნი წამში ორამდე შემცირდება გამორთეთ მიკროტალღური ღუმელი და მასში პაკეტი კიდევ რამდენიმე წუთით დატოვეთ.

როგორ გავაცხელოთ პიცა სწორად

თუ პიცის ნაჭერს მიკრო ტალღურ ღუმელში გასათბობად თავზე რაიმეს დაფარების გარეშე შედგამთ, ის გამოშრება და გამაგრდება. ამის თავიდან ასაცილებლად მასთან ერთად კამერაში წყლიანი ჭიქა შედგი – პიცა ისევ რბილი და ჰაეროვანი გახდება.

კვერცხი-პაშოტი: მსუბუქი ვარიანტი

კვერცხი – პაშოტი მიკროტალღურ ღუმელშიც არაჩვეულებრივად გამოგივათ. ჩაასხით შუშის ჯამში 1-2 კოვზი წყალი, ფრთხილად ჩატეხეთ კვერცხი და ჩანგლით კვერცხის გული გახვრიტეთ – გაცხელებისას რომა რ გასკდეს. დაახურეთ ჭურჭელს თეფში და მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით შედგით.

როგორ მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი

ცხელი შოკოლადის ყველაზე სწრაფი და მარტივი ვარიანტის მოსამზადებლად: ჭიქაში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შოკოლადის პასტა და გაავსეთ რძით. სასმელი მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, შემდეგ კი მოურიეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.