Connect with us

ჰოროსკოპი

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

რა არის სუპერ მთვარე?! სუპერ მთვარე ეწოდება იშვიათად მოვლენას, რომლის დროსაც მთვარის დედამიწასთან მაქიმალურად ახლოს მოახლოება ახალმთვარეობასაც ემთხვევა. ეს მოკლე პერიოდი ასტროლოგების აზრით ძალიან მოქმედებს ადამიანების განწყობაზე. ისინი უფრო ემოციურები, აღგზნებულები, და მცდაეი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიდრეკილები ხდებიან.

ასეთი ზემოქმედება სუპერ მთვარის დროს ყველა ზოდიაქოზე ხდება, თუმცა განსაკუთრებით კი ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ ამას:

კურო: ამ დღეს შთაგონებასა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ, მათ ყველაფრის ერთდროულად კეთება მოუნდებათ. ყველაზე პასიურებიც კი დაიწყებენ თავიანთი ცხოვრების რაშეცვლას. ამგვარი განწყობით მათ შეიძლება შემოსავლის ახალი წყაროც აღმოაჩინონ. მას შემდეგ რაც ცოტაოდენ კორექტირებას შეიტანენ – მათი პირადი ცხოვრებაც დალაგდება.

კუროსგან განსხვავებით კირჩხიბს ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს, რათა სასურველ შედეგებს მიაღწიოს. ეს წინაღობები მას ხელს არ შეუშლიან, პირიქით, ეს ყველაფერი მის ცვლილებებისკენ მისწრაფებას გააძლიერებს.

8 აპრილს კირჩხიბებს უამრავი საქმე დაატყდება თავს, ეს ყველაფერი კი უფრო გააუარესებს მათ პირად ცხოვრებაში არსებულ სიტუაციას. ეს ნამდვილი გამოცდა იქნება გამძლეობაზე.

მშვილდოსანს 8 აპრილს პერსპექტიული ნაცნობობა ელის ადამიანთან, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება სრულიად შეცვალოს!!! სუპერ მთვარე გააძლიერებს მათ მოუთმენლობას და სულსწრაფმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. მხოლოდ კარგად გათვლილი და აწონ-დაწონილი ნაბიჯები მიგიყვანენ კარგ შედეგებამდე. თუ შეძლებთ პოზიტიური თანამოაზრეების წრეში გაერთიანდეთ, ფინანსური წარმატება და პერსპექტიული წინადადებები თქვენი იქნება!

სუპერმთვარე მერწყულებს ბევრ რამეზე აუხელს თვალს. მაგალითად: შეძლებთ თქვენს გარშემო არსებული ადამიანების ნამდვილი სახე დაინახოთ. შეიძლება მიხვდეთ, რომ თქვენი სამსახური – დროის ფუჭი ხარჯვაა, რომელიც ვერანაირ კმაყოფილებას ვერ მოგიტანთ. 8 აპრილს შანსი მოგეცემათ ყველაფერი შეცვალოთ და ნუ გაუშვებთ მას ხელიდან!

8 აპრილის სუპერ მთვარე, შეაჯანჯღარებს თევზებს და რეალობაში დააბრუნებს. ამის წყალობით მათი ცხოვრება აზრს შეიძენს და რეალური მიზნები გაუჩნდებათ! ასეთი ცვლილებები თევზებს ავტორიტეტის მოპოვებაში დაეხმარებათ და მათ თვითსეფასებასაც გაზრდის.