ჯანმრთელობა
8 ფაქტი ლაზერული ეპილაციის შესახებ: პროცედურა, რომელიც ზედმეტ თმას სამუდამოდ მოგაშორებთ
ადამიანები უძველესი დროიდან სხეულზე თმის მოშორებას ცდილობენ. ეგვიპტეში, ინდოეთსა და რომში გლუვი და ნაზი კანი აღფრთოვანების საგანი იყო. ყველა, ვისაც ლამაზად ყოფნა სურდა, არასასურველ თმას იშორებდა. ამას შუა საუკუნეებშიც აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, ძველი და შუა საუკუნეების მოდის მიმდევრების მიერ გამოყენებული საშუალებები ეფექტურობით და უსაფრთხოებით თანამედროვე საშუალებებს ძლიერ ჩამორჩება.
და მაინც, თმის მოცილების პრობლემა ბევრს დღესაც აწუხებს: შაქრით ან ცვილით ეპილაცია ტკივილს იწვევს, ხოლო საპარსის გამოყენება ძალიან ხშირად გვიწევს და მის შემდეგ გაღიზიანება ან ჩაზრდილი თმის პრობლემა ჩნდება. ამ პრობლემების გადაჭრა ახალი ტექნოლოგიებით შეიძლება, როგორიცაა ლაზერული ეპილაციით თმის მოშორება.
ლაზერული ეპილაცია ერთ–ერთ ყველაზე საიმედო და უსაფრთხო პროცედურად ითვლება ზედმეტი თმის მოსაშორებლად. თუ არასასურველი თმის სამუდამოდ მოშორება გსურთ, Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ინფორმაციას, რომელსაც პროცედურის ჩატარებამდე უნდა გაეცნოთ.
ლაზერული ეპილაცია: რა არის
როგორ მუშაობს ლაზერული ეპილაცია? ამ პროცედურის დროს სინათლის სხივის, ლაზერის გამოყენებით თმის მოცილება ხდება. ის თმის ფოლიკულებს მათში შემავალი პიგმენტის, მელანინის გახურების ხარჯზე წვავს. სწორედ ეს პიგმენტია პასუხისმგებელი თმის ფერზე და არა მხოლოდ.
მელანინს ერთი თავისებურება აქვს: მას გარკვეული სიგრძის სინათლის ტალღების შთანთქმა შეუძლია (დაახლოებით 700-1000 ნანომეტრი, ხოლო 1 მეტრი მთელი მილიარდი ნანომეტრია). ეს შთანთქმა უბრალოდ არ ხდება – გაიხსენეთ ფიზიკის გაკვეთილები, არაფერი არსად არ მიდის. პროცესში მელანინი ძლიერ ხურდება და მაღალი ტემპერატურა მეზობელ ქსოვილებზე, ანუ თმაზე და თმის ბოლქვზე გადადის. თმა ფოლიკულთან ერთად ტემპერატურას ვერ უძლებს და იღუპება. პროცედურის სწორად ჩატარებისას კანი არ ზიანდება, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებისას. აი, მოქმედების სქემა:
ლაზერული ეპილაციით თმის მოშორების უპირატესობები:
- გამოყენებადობა. ლაზერული ეპილაცია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეგიძლიათ გაიკეთოთ, თუნდაც იღლიებზე, ზედა ტუჩზე ან ბიკინის ზონაზე. ერთადერთი ადგილი, სადაც ლაზერის გამოყენება არ ღირს, ქუთუთოებია.
- სიზუსტე. არანაირი ნაკაწრი. მხოლოდ თმის მოშორება და სხვა არაფერი.
- სიჩქარე. მელანინი თმაში საკმარისად რომ გახურდეს, ლაზერს წამი სჭირდება. იმ დროში, სანამ „ერთი ციმციმის“ თქმას მოასწრებთ, ის ათობით ასეთ ციმციმს გააკეთებს. ზოგჯერ ზედა ტუჩზე პროცედურა რამდენიმე წუთში მთავრდება. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი წუთი და არანაირი ბუსუსები.
- პროგნოზირებადობა. პირველი პროცედურის შემდეგ სპეციალისტი გეტყვით, თუ არასასურველი თმის მოსაშორებლად რამდენი პროცედურა დაგჭირდებათ – მისთვის გასაგები იქნება, თუ როგორ რეაგირებს ლაზერი თმაზე.
პროცედურა ასე გამოიყურება:
ახლა უკვე იცით, როგორ კეთდება ლაზერული ეპილაცია, მაგრამ რით კეთდება?
ლაზერის სახეობები
სულ ოთხი ტიპის ლაზერს გამოყოფენ, რომლებიც თმის მოსაშორებლად გამოიყენება. ეს სახეობები ტალღების სიგრძით და კანზე უსაფრთხოების დონით განსხვავდებიან.
- ლალის ლაზერი 90-იანი წლების ბოლომდე ძალიან პოპულარული იყო, სწორედ მას ეკუთვნის სტერეოტიპი, რომ ლაზერული ეპილაცია მტკივნეულია. ლალის ლაზერს ყველაზე მცირე ტალღის სიგრძე აქვს, 700 ნმ–ზე ნაკლები (694), ანუ მელანინს ეფექტურად ვერ ახურებს. ღია კანზე და მუქ თმაზე მეტნაკლებად ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ მუქი ფერის კანზე დამწვრობას იწვევდა. გარდა ამისა, ღია ფერის თმასაც ვერ აშორებდა. სწორედ ამიტომ, ეს სახეობა წარსულს ჩაბარდა – ქერებსა და წითურებსაც გლუვი კანის ქონა სურთ. თან ლაზერი კანს და თმას ვერ ასხვავებდა, ამიტომ ყველაფერს წვავდა, ეს კი ძალიან მტკივნეული იყო.
- ალექსანდრიტის ლაზერი – ლალის ლაზერის გაუმჯობესებული ვარიანტი, ტალღის სიგრძე 755 ნმ. ნაკლებად მტკივნეული, ქერა თმას ცოტა უკეთ აშორებს, მაგრამ თანამედროვე მოთხოვნებს მაინც ვერ აღწევს: მუქ კანზე ცუდად მუშაობს, დამატებითი გაგრილება და სპეციალისტის მაღალი ოსტატობა სჭირდება. მოკლედ, არ გავრისკავდი.
- დიოდური ლაზერი – ოპტიმალური ვარიანტი ზედმეტი თმის მოსაშორებლად. ტალღის სიგრძე 800-810 ნმ (ზოგჯერ 900 ნმ) თმის ფოლიკულს კანის დაზიანების გარეშე წვავს. დიოდური ლაზერის ეფექტურობა ადამიანის ფოტოტიპზე დამოკიდებული არაა. ჩვეულებრივ, გაცივების ფუნქცია აქვს, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს თითქმის მთლიანად ამცირებს.
- ნეოდიმური ლაზერი – ყველაზე ძლიერი, ტატუების მოსაშორებლადაც იყენებენ. ტალღის სიგრძე – 1064 ნმ, ნებისმიერზე გრძელი და ის მიმართულია არა თმის განადგურებისკენ, არამედ კვების შეწყვეტისკენ. თუ სისხლძარღვები ფოლიკულებს არ გამოკვებავენ, ის დაიღუპება – გათვლაც ესაა. ნეოდიმური ლაზერი ძალიან მგრძნობიარეა ხელების მიმართ, ვინც მართავს.
როგორც ხედავთ, ლაზერული ეპილაციის უამრავი ვარიანტი არსებობს. ახლა კლინიკების უმეტესობა ალექსანდრიტის და დიოდურ ლაზერებს გვთავაზობენ. თუ მუქი თმა და ღია კანი გაქვთ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელს გამოიყენებთ. ღია ან წითური თმა, მუქი კანი – ორიენტაცია დიოდურ ლაზერზე.
ლაზერული ეპილაციის დროს ტკივილი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ტარდება პროცედურა და როგორია თქვენი ტკივილის ზღვარი. დელიკატურ ზონებში, როგორიცაა ბიკინის ზონა, ლაზერი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მუხლებზე, მაგრამ საშუალოად ლაზერული ეპილაცია უმტკივნეულოა. ზოგი მსუბუქ დისკომფორტს განიცდის, ზოგისთვის უსიამოვნოა, ზოგი კი ვერ უძლებს. იშვიათად მსმენია, რომ ვინმემ ტკივილი იმდენად ვერ აიტანა, რომ პროცედურა შეწყვიტა.
ლაზერული ეპილაცია: ეფექტურობა
გაითვალისწინეთ, რომ ლაზერული ეპილაციის შემდეგ თმა დაუყონებლივ არ ქრება. როგორც წესი, 3-7 ვიზიტი დაგჭირდებათ. თუ დაუყონებლივ მთელი თმის მოშორებას გპირდებიან, არ დაუჯეროთ. რატომ? საქმე იმაშია, რომ ლაზერი მხოლოდ იმ თმას ეხება, რომელიც აქტიურად იზრდება, არადა არსებობს მძინარე ფოლიკულები, რომლებიც ახლა არ იზრდებიან. შესაბამისად, პირველი პროცედურის ჩატარებისას „აქტიურ ფაზაში“ მყოფი თმა იწვის, შემდეგ სხვა დანარჩენი. საშუალოდ, აღმოჩნდება, რომ კლინიკაში პირველი ვიზიტისას თმის ფოლიკულების 15-30% იღუპება. 100 გაყავით 30–ზე და 15–ზე და გამოდის 3-7 ვიზიტი. სამაგიეროდ, შემდეგ გლუვი, ნაზი, ლამაზი კანი გექნებათ. ამის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ბუსუსის მოშორება მოგიწიოთ, ყველაფერი ჰორმონებზეა დამოკიდებული. წელიწადში ერთხელ დამხმარე პროცედურის ჩატარება დაგჭირდებათ, დამეთანხმეთ, ეს უფრო მარტივია, ვიდრე გაპარსვა.
სრულ ეფექტს დაუყონებლივ ვერ დაინახავთ. თმას დრო სჭირდება, რომ დაცვივდეს და 15-30% ბევრი არაა. სავარაუდოდ, რეალურ სხვაობას მეორე პროცედურაში დაინახავთ. პირველ და მეორე პროცედურას შორის გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ მძინარე ფოლიკულები გააქტიურდეს. შესვენებების გათვალისწინებით, სრული ციკლი შეიძლება 9 თვე გაგრძელდეს.
როგორ მოვემზადოთ ლაზერული ეპილაციისთვის
უბრალოდ ქუჩიდან პირდაპირ პროცედურაზე შესვლა არ შეიძლება. ამისთვის უნდა მოემზადოთ. კარგი სპეციალისტი ალერგიის, კანის მდგომარეობის ან სხვა პირობების შესახებ გამოგკითხავთ, რომლებმაც შეიძლება ტკივილის ან თავად ეპილაციის ინტენსივობაზე გავლენა იქონიოს. ლაზერის გაკეთება სჯობს მენსტრუაციის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ, როცა ტკივილის შეგრძნებები შემცირებულია. კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ?
- მზეზე ნაკლები დრო გაატარეთ და მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ. რუჯის შემდეგ კანი მუქდება და ეპილაციის დროს შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგი გამოიწვიოს. თქვენ ხომ სახეზე ლაქები არ გჭირდებათ?
- თუ სპეციალისტი გირჩევთ, მათეთრებელი კრემები გამოიყენეთ. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მარტივია პროცედურა.
- აი, მომავალი ეპილაციის ზონაზე თმა არ გაიღიავოთ, რადგან ლაზერს მათი „დაჭერა“ გაუჭირდება.
- ლაზერულ ეპილაციამდე 4 კვირით ადრე თმა პინცეტით არ ამოიღოთ და სხვა მეთოდები (ცვილი, შუგარინგი) არ გამოიყენოთ. ფოლიკულების მუშაობაში ზედმეტი ჩარევა არ გვჭირდება, თუ შემთხვევით თმას ამოიღებთ, ფოლიკულა კი დარჩება, ლაზერი მას ვერ იპოვის.
- ეპილაციამდე 1-2 დღით ადრე მოიპარსეთ ის ადგილი, სადაც ლაზერის გაკეთებას აპირებთ. ასე დამწვარი თმის გამო კანის დაზიანებას თავიდან აიცილებთ – ხოლო კანში დარჩება ყველაფერი, რაც ლაზერს ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება.
- თუ ანტიკოაგულანტებს იღებთ, ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, დროებით მისი მიღება შეგიწყვიტოთ, სულ ცოტა, პროცედურის დაწყებამდე.
როგორ მოვიქცეთ ეპილაციის შემდეგ
ლაზერული ეპილაციის შემდეგ ის ადგილი, სადაც თმა მოიშორეთ, შეიძლება შეშუპდეს და გაწითლდეს. ეს ნორმალურია და რამდენიმე საათში გადავა. დამუშავებულ სხეულზე შეგიძლიათ რამე ცივი დაიდოთ. მაღალი ტემპერატურა, ტკივილი, აშკარა დამწვრობა – ექიმთან მისვლის მიზეზია!
ეპილაციის შემდეგ კანი არასდროს გაათბოთ. აბაზანაზე, საუნაზე, ცხელ წყალზეც კი უარი თქვით. დროებით ვარჯიში დაივიწყეთ. კანი დაასვენეთ და გააგრილეთ.
პროცედურებს შორის რუჯი არ მიიღოთ და ბოლო პროცედურიდან 2–6 კვირის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კანზე პიგმენტაცია გამოჩნდეს. თუ მზეზე ყოფნა გჭირდებათ, მზისგან დამცავი კრემი სპფ 30 წაისვით.
ლაზერული ეპილაციის უკუჩვენებები
იმის მიუხედავად, რომ როგორც მინიმუმ დიოდური ლაზერი ნებისმიერი ტიპის კანზე შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაინც არსებობს რიგი უკუჩვენებები:
- კანის დაავადებები და კანის დაზიანება
- შაქრიანი დიაბეტი
- ინფექციური დაავადებები
- ორსულობა და ძუძუთი კვება
- თმიანი ხალი ან ტატუ ეპილაციის ზონაზე
- ონკოლოგიური დაავადებები
- ჰერპესი
- ვენების ვარიკოზული დაავადება
- ახლახანს მიღებული რუჯი
ნებისმიერ შემთხვევაში, პროცედურის ჩატარებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.
თმის მოშორება ლაზერით: ხშირად დასმული კითხვები
ცნობილ ექსპერტს რამდენიმე ხშირად დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ, რომ პროცედურის შესახებ ეჭვები აღარ გქონდეთ. ნატალია გრიგორევა, კლინიკების ქსელის „ეპილაიკის“ დირექტორი, ლაზერული ტექნოლოგიის სერთიფიცირებული მწვრთნელი:
როგორ მუშაობს ლაზერი?
დღეს დიოდური ლაზერი Light Sheer DUET „ოქროს სტანდარტად“ ითვლება. ის კანში სხვებზე უფრო ღრმად აღწევს და არა მხოლოდ თმის ღეროს, არამედ მის ფოლიკულას ანადგურებს. ალექსანდრიტის ლაზერთან შედარბეით დიოდი ნებისმიერი კანის და თმის ფერზე გამოიყენება, რაც მას უსაფრთხოს და უნივერსალურს ხდის.
როგორ მოქმედებს ლაზერი თმაზე?
დიოდი მხოლოდ აქტიურ ფოლიკულებზე მოქმედებს, მაგრამ 3-5 კვირაში მძინარე ბოლქვები „იღვიძებს“ და ახალი თმა იზრდება, რომელიც წინა სეანსებს ანულებს. ამრიგად, არასასურველი თმის სრულად მოსაშორებლად საშუალოდ 4-6 სეანსი დაგჭირდებათ, პაციენტის ფოტოტიპის მიხედვით.
ვის უხდება ლაზერული ეპილაცია?
სხვა სახეობისგან განსხვავებით დიოდური ლაზერი Light Sheer DUET ნებისმიერი ფერის თმაზე ეფექტურია და უსაფრთხოა როგორც გარუჯულ, ასევე მუქ კანზე. აპარატის ოპტიმალური ტალღის სიგრძე და ინდივიდუალურად შერჩეული პარამეტრები მხოლოდ თმის ღეროსა და მის ფოლიკულაზე მოქმედებს, მიმდებარე ქსოვილებს არ აზიანებს. ამრიგად, პიგმენტური ლაქები და დამწვრობა გამორიცხულია. ერთადერთი პირობა, რომლის დაცვას ექიმი მოითხოვს – პროცედურამდე და შემდეგ 2–2 კვირა არ გაირუჯოთ.
რამდენად უსაფრთხოა ლაზერული ეპილაცია?
ლაზერული ეპილაციის ყველა რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში უსაფრთხოა და გვერდით ეფექტებს არ იწვევს. ლაზერული ეპილაციის კურსის გავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება, დაწყებული 18 წლიდან. ორსულობა და ონკოლოგიური დაავადებები უკუჩვენებულია.
რამდენი პროცედურაა საჭირო თმის სრულად მოსაშორებლად?
პროცედურა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე ტარდება, მათ შორის სახესა და მგრძნობიარე ღრმა ბიკინის ზონაზე. ლაზერული ეპილაცია კურსების სახით ტარდება სასურველი შედეგის მიღებამდე, ანუ არასასურველი თმის ზრდის შეწყვეტამდე. როგორც წესი, კურსი 4-6 პროცედურისგან შედგება. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თმის ბოლქვების 15-30% გაქრება.
რა უპირატესობა აქვს ლაზერს სხვა მეთოდებთან შედარებით?
თანამედროვე დიოდური ლაზერის უპირატესობები: უმტკინეულო პროცედურა, სწრაფი ჩატარება, მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ამას მრავალწლიანი კვლევები ადასტურებს.
შეიძლება თუ არა ლაზერული ეპილაციის ზაფხულში ჩატარება?
ბევრს აინტერესებს, უსაფრთხოა თუ არა ლაზერული ეპილაციის გაკეთება ზაფხულში, როცა მზე კაშკაშად ანათებს. ეს ლაზერულ აპარატზეა დამოკიდებული. ლაზერების უმეტესობა ულტრაიისფერ გამოსხივებასთან შეუსაბამოა, დამწვრობის და ჰიპერპიგმენტაციის რისკი არსებობს. გარდა ამისა, ისინი, მათ შორის პოპულარული ალექსანდრიტის ლაზერი, გარუჯულ და ღია ფერის კანზე ეფექტური არაა. ერთადერთი აპარატი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფოტოტიპზე უსაფრთხოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ არის დიოდური ლაზერი Light Sheer DUET, რომელიც ნაკლებად აგრესიულად მოქმედებს. თმასა და კანზე მდებარე სამიზნე უჯრედებსა და მელანინზე ზუსტი ზემოქმედებით დიოდური ლაზერი დამწვრობას და ჰიპერპიგმენტაციას არ იწვევს.
ეს თმას ნამდვილად სამუდამოდ მოგვაშორებს?
ლაზერული ეპილაციის კურსის დასრულების შემდეგ ზოგჯერ რამდენიმე ერთეული სუსტი თმა ამოდის, მათ მოსაშორებლად წელიწადში ერთხელ პროცედურა გაიმეორეთ.