თავის მოვლა
8 პროდუქტი, რომელიც თმის ზრდას დააჩქარებს: გახდი რაპუნცელი!
თმა წარუმატებლად შეიჭერით? უბრალოდ თმის სწრაფად გაზრდაზე ოცნებობთ? რაციონი შეცვალეთ და თმის ზრდა დააჩქარეთ!
1. ორაგული
ომეგა 3, D ვიტამინი და ცილა – თმის ბოლქვების საშენი მასალა ორგანიზმს ყოველდღე მიაწოდეთ!
2. ყვითელი ბულგარული წიწაკა
ფერი ტყუილად არ ვახსენეთ: სწორედ ყვითელი წიწაკა შეიცავს ბევრ C ვიტამინს (341 მგრ, წითელში მხოლოდ 63!), ამასთან ასათვისებლად სწორი ფორმით. თმის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
3. ხამანწკები
ცოტა ფუფუნება არავის აწყენს! ხამანწკები ბევრ თუთიას შეიცავს. დღეში 3 ხამანწკა ორგანიზმს ნორმის 500%–ს მიაწვდის და ამ შემთხვევაში „გადაჭარბება“ სახიფათო არაა. ჩვენი ჭკვიანი ნივთიერებათა ცვლა თუთიას მოიმარაგებს და თმის გასაზრდელად გამოიყენებს. რაც გვჭირდებოდა კიდეც!
4. კვერცხი
ბიოტინი – კიდევ ერთი მნიშვნელოვან კომპონენტი თმის სწრაფად გასაზრდელად. ბიოტინს შეიცავს კვერცხის გული, ხოლო ცილა, პირიქით, ათვისებას ხელს უშლის. ასე, რომ ცილოვანი ომლეტი დროებით მოიცდის.
5. მზესუმზირა
მზესუმზირას თესლი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც თმის ჯანმრთელობაზე, სიგლუვესა და ძალაზე პასუხს აგებს.
6. ბატატი
ტკბილი კარტოფილი მდიდარია ბეტა–კაროტინით, რომელიც თმას ჯანსაღი სტრუქტურის ფორმირებისთვის სჭირდება. თუ ბატატთან პრობლემები გაქვთ, სტაფილოთი და ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლეთ.
7. ავოკადო
ავოკადო კოლაგენის და ელასტინის წარმოებას ხელს უწყობს, თავის კანის და თმის ხარისხის მდგომარეობას აუმჯობესებს. ცხიმოვანი მჟავები თმის ფოლიკულების აქტივობას სტიმულირებს.
8. ნუში
როგორც კვერცხის გული, ნუში შეიცავს ბიოტინს, მაგრამ უფრო ათვისებადი და კალორიული ფორმით. დღეში 1 მუჭა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.