თავის მოვლა
8 ნიღაბი თაფლით – ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის
რეცეპტი #1
კარგად ასუფთავებს ფორებს: ნახევარი სუფრის კოვზი ტაფლი აურიეთ 2 სუფრის კოვზ შავი ჩაის მაგარ ჩიფირში და 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენში. დაიტანეთ სახეზე და 10 წუთის შემდეგ ნოტიო ბამბის ტამპონით მოიცილეთ, ამის შემდეგ სახე – გრილი წყლით დაიბანეთ. ნაზავში ნახევარი კოვზი შვრიის ფანტელის დამატებაც შეიძლება.
რეცეპტი #2
ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ 1 ლიმონის წვენსა და 1 კვერცხის ათქვეფილს ცილასთან. დაიტანეთ კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ უნდა გაიკეთოთ.
რეცეპტი #3
ცხიმიანი, დაზიანებული კანის შემთხვევაში: ნახევარი სუფრის კოვზი ტაფლი გააზავეთ 3 სუფრის კოვზ გვირილის ნახარშში. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი #4
1 კვერცხის ცილას დაუმატეთ ნახევარუ სუფრის კოვზი თაფლი, ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი მჟავე რძე ან კეფირი და ამდენივე ქატო. მასას კარგად მოურიეთ და 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი #5
სახის კანის გამამკვრივებელი და დამჭიმავი ნიღაბი: ნახევარი სუფრის კოვზი აურიეთ 1 ათქვეფილ კვერცხის ცილასთან და იმდენი შვრია დაუმატეთ, რომ კონსისტენციით არაჟანს გავდეს. დაიდეთ ნირაბი სახეზე და 10-12 წუთის გასვლის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი #6
გამწმენდი და დასაჭიმი ნიღაბი: ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა. აურიეთ 2 ჩაის კოვზ თაფლთან და 1 არასრულ სუფრის კოვზ შვრიის ფანტელთან ან კარტოფილის ფქვილთან ერთად. დაიდეთ მასა სახეზე – 10-12 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. შეიძლება ნარევში 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენიც დაამატოთ.
რეცეპტი #7
1 სუფრის კოვზ გახეხილ უმ კარტოფილს აურევთ ნახევარ სუფრის კოვზ თაფლთან. დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ცივი წყალი, რათა თხელი ფაფა მიიღოთ. დაიდეთ სახეზე და 10-15 წუთით დაიტოვეთ, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი #8
ლოსიონი ცხიმიანი კანის გასაწმენდად, რომელიც აკნესგანაც გაგათავისუფლებთ. 1 ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალში დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი კალენდულას ნაყენი. აუეირეთ და 2-3 საათით დააყენეთ. მიღებული ნაყენით სახე ყოველდღე დღე, დილით და საღამოს გაიწმინდეთ!