Connect with us

საკითხავი

7 ხრიკი სოდით: ბევრმა დიასახლისმა მათგან ნახევარიც არ იცის

სოდა ერთ–ერთი პროდუქტია, რომელიც სამზარეულოში წლები შეიძლება ინახებოდეს. როგორც წესი, დიასახლისები დღესასწაულებზე აფუებული ცომის ან ტორტის ბისკვიტის გასაკეთებლად იყენებენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ უჩვეულო ხრიკებს სოდით, რომლის გაგების შემდეგ, სოდა გაცილებით სწრაფად დამთავრდება. საოცარია, რამდენად ამარტივებს ცხოვრებას ასეთი პატარა ნივთი!

სოდა სახლის დალაგებასა და კერძის მომზადებაში საუკეთესო დამხმარეა. აფუებული ცომი ზღვაში წვეთია, რაც სოდას შეუძლია. ღირებულ რჩევებს გიზიარებთ.

როგორ გამოვიყენოთ სოდა

ბოსტნეულის ფერი შეინარჩუნეთ

ბევრი კაშკაშა ფერის ბოსტნეული თერმული დამუშავების შემდეგ მიმზიდველობას კარგავს. ეს განსაკუთრებით, მწვანილს ეხება. ბროკოლს ან მწვანე ლობიოს ხარშვისას მწიკვი სოდა დაუმატეთ. იგივე ხრიკით წვნიანი და მწვანილი მეორე დღესაც ფერს არ კარგავს.

ფრთხილად: არაკეთილსინდისიერი მზარეულები ცოტა სოდას ჩაის უმატებენ, რომ მისი ფერი უფრო გაჯერებული გახდეს და ჩაიზე დაზოგონ.

შეუდარებელი დესერტი მოამზადეთ

ვაშლის ნაჭრები სიროფში ნებისმიერი მურაბის შესანიშნავი ალტერნატივაა. კენკრისა და ხილის სეზონისთვის მთელი წელი ლოდინი საჭირო არაა. ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მოამზადოთ. 1 ჩ/კ სოდა 1 ლ ცივ წყალში გააზავეთ და ვაშლის ნაჭრები მასში მთელი ღამე გააჩერეთ. ახლა წყალი გადაასხით. 300 მლ წყლისა და 1 კგ შაქრის ნარევში  მოხარშეთ. ბოლოს 0,5 ჩ/კ ლიმონმჟავა დაუმატეთ. მზადაა!

ღვეზელებზე ოქროსფერი ქერქი გააკეთეთ

ღვეზელის ცომი კარგად რომ შეიწვას, სულ ბოლოს სოდა დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და გააბრტყელეთ. ახლა ცოტა სოდა მოაყარეთ და შუაზე გაკეცეთ. ისევ გაკეცეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ღვეზელები შეგიძლიათ შეწვათ.

კვერცხი დაამუშავეთ

გირჩევთ, რომ ნაყიდი კვერცხი მაშინვე გარეცხოთ ოღონდ არა საპნით, არამედ სოდით. ადამიანის ჯანმრთელობისა და კვერცხის უსაფრთხოებისთვის უფრო სასარგებლოა.

მიკროტალღური ღუმელი გაწმინდეთ

წყლით სავსე თეფშს 1 ს/კ სოდა დაუმატეთ და მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ. მაქსიმალურ სიძლიერეზე 5 წუთით ჩართეთ, შემდეგ კედლები სველი ჩვრით გაწმინდეთ.

ჩაიდანს ნაქაფი მოაშორეთ

სოდა ნაქაფს შესანიშნავად ებრძვის. თუ ფილტრი ამოცანას ვერ უმკლავდება, ჩაიდანში წყალი ცოტა სოდასთან ერთად აადუღეთ. ახლა ჩაიდანი შიგნიდან ღრუბლით გაწმინდეთ. მზადაა!

ბოსტნეულის მომზადება დააჩქარეთ

ლობიოს და ჭარხლის მომზადებისას შეუცვლელი ხრიკია. ამასთან, პარკოსანი წინასწარ შეგიძლიათ არ ჩაალბოთ. საკმარისია, რომ სოდა ხარშვისას დაუმატოთ.

სოდა სამზარეულოსა და აბაზანაში შეუცვლელი საშუალებაა. ბევრი შინაურული სარეცხი საშუალება სოდით კეთდება. უსიამოვნო სუნს და ჭუჭყს კარგად უმკლავდება. მჟავის დამატებით აქტიური მოქმედების შუშხუნად იქცევა. გირჩევთ, რომ ეს პროდუქტი კარადაში შორს არ შეინახოთ.

Advertisement