Connect with us

სხვა

7 ხერხი უთოს გასაწმენდად

ზოგჯერ უთოს სხვადასხვა სინთეტიკური ქსოვილის ნაწილაკები ეკვრის და მუქდება. ასეთი უთოთი თუ რამეს გააუთავებთ – ნივთი გააფუჭებთ და გადასაგდები გახდება, ამიტომ აჯობებს არ დაიზაროთ და უთო დროულად გაასუფთავოთ! ამ სტატიაში უთოს გასუფთავების 7 არაჩვეულებრივ ხერხს გასწავლით!

1. თეთრი ძმარი

უთოდან ლაქების მოცილებაში ეს ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტი დაგეხმარებათ. მისი მჟავური ნაერთები ამ პროცესს ძალიან ამარტივებს და უთოს მეტალის ნაწილებს პირველყოფილ მბზინვარებას უბრუნებს.

როგორ გამოვიყენოთ ძმარი?!

  • გააცხელეთ ცოტა თეთრი ძმარი და უთოს ძირი მასში დასველებული ნაჭრით ან ღრუბლით გაუწმინდეთ.
  • თუ უთოს ნახვრეტებში ისევ დარჩება ლაქები, ის ბამბის ჩხირით ამოწმინდეთ.

2. მსხვილი მარილი

მარილიც ძალიან ხშირად გამოიყენება სახლში სისუფთავის დასამყარებლად და ის უთოს გაპრიალებისთვისაც გამოგადგებათ.

როგორ გამოვიყენოთ მარილი:

  • აიღეთ გაზეთის ნაჭერი და დააყარეთ მსხვილი მარილი.
  • შემდეგ გააცხელეთ უთო და გაზეთს რამდენჯერმე გაუსვით წინ და უკან მიმართულებით – სანამ მუქი ლაქები არ გაქრება.
  • ჭუჭყი წესით ქაღალდზე უნდა დარჩეს, მაგრამ თუ უთო ბოლომდე არ გასუფთავდა, მაშინ რაიმე რბილი ნაჭრით გაწმინდეთ.

3. კბილის პასტა
უთოს – გასუფთავება, ეს კიდევ ერთი ფუნქციაა რაც კბილის პასტას შეუძლია შეითავსოს. მისი აქტიური შენაერთები დაგვეხმარებიან იოლად გავთავისუფლდეთ მიმწვარი ლაქებისგან.

როგორ გამოვიყენოთ კბილის პასტა:

  • ცოტა კბილის პასტა უთოს ცივ ზედაპირს წაუსვით და სუფთა ქსოვილით გააპრიალეთ.
  • შემდეგ 5 წუთით ჩართეთ ორთქლის ფუნქცია (გააცხელეთ) და გამორთეთ.
  • სანამ უთო ჯერ კიდევ თბილია – კიდევ გააკრიალეთ მისი ზედაპირი რბილი ნაჭრით და მოაცილეთ კბილის პასტის ნარჩენები (ის კრემისებურ მასად იქცევა)

4. ცვილი

სანთლის ცვილიც კარგი დამხმარეა უთოს გასუფთავებისთვის. მას ყველაზე გამძლე ლაქების მოცილებაც კი შეუძლია და მისი გამოყენების შემდეგ თქვენი უთო ახალივით გახდება.

როგორ გამოვიყენოთ ცვილი?!

  • ჩართეთ უთო, წაუსვით სანთელი მუქ ლაქას, დარწმუნდით, რომ უთო ზედმეტად ცხელი არ არის და შემდეგ რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.
  • თუ ეს ჭუჭყს ბოლომდე არ მოშორებს, მაშინ ცოტა ძმარი დაიხმარეთ.

5. სარეცხი ფხვნილი

სარეცხი ფხვნილი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ თუ თქვენს უთოს მიწვის საწინააღმდეგო საფარი გააჩნია!

როგორ გამოვიყენოთ?

აიღეთ ცოტა სარეცხი ფხვნილი, დაუმატეთ ცოტა წყალი და აურიეთ. შემდეგ მიღებულ ნარევში ნაჭერი დაასველეთ და მისით უთო გაწმინდეთ.

6. თეთრი ძმარი და საკვები სოდა

თეთრი ძმარი და სოდა – ძალიან პოპულარული დამხმარეა საშინაო საქმეებში. ამ შემთხვევაში მათი აქტიური შენაერთები მოაცილებენ მუქ ლაქებს უთოს ზედაპირს და მას ბოლომდე გააპრიალებენ.

როგორ გამოვიყენოთ თეთრი ძმარი და საკვები სოდა?

  • თეთრი ძმარი წყალში გახსენით (თანაბარი პროპორციებით)
  • დაასველეთ სუფთა ნაჭერი და ცოტა სოდა მოაყარეთ.
  • შემდეგ კი წრიული მოძრაობებით უთოს გაუსვით.

7. ლიმონი
ლიმონის წვენი სოდას შეურიეთ და უთოს გასაპრიელებელ შესანიშნავ საშუალებას მიიღებთ. ლიმონში არსებული მჟავური ნაერთები ჭუჭყის ეფექტურ მოცილებაში დაგეხმარებათ.

როგორ გამოვიყენოთ ეს საშუალება?

  • გაწურეთ ლიმონი და აურიეთ ცოტა საკვებ სოდასთან.
  • როდესაც სქელ პასტას მიიღებთ ის ცივ უთოს წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ.
  • შემეგ სველი ნაჭრით უთოს ნარევი მოაცილეთ და რამდენიმე წუთით გასაშრობად ჩართეთ.

აიღჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი და უთო რეგულარულად წმინდეთ, ეს მის ექსპლუატაციის ვადას უფრო გაახანგრძლივებს!