თავის მოვლა
7 შეცდომა მაკიაჟში, რის გამოც თვალი პატარა ჩანს
ჩვენ პროფესიონალ ვიზაჟისტებს ვკითხეთ და გავარკვიეთ, თუ მაკიაჟის რომელი ტექნიკა აპატარავებს თვალებს ვიზუალურად.
თვალის ფერის მსგავს ჩრდილებს იყენებთ
თვალის ფერის მსგავსი ჩრდილების გამოყენება სსრკ–ს დროს ყველა გოგოს ოქროს წესი იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ამ ტენდენციის აღმოფხვრა ადვილი არაა. სამწუხაროდ, ყავისფერი თვალები თაფლისფერ თვალებს არ კვეთს, ხოლო ლურჯი ჩრდილები ცისფერს სილამაზეს არ მატებს. თუ მსგავსი მაკიაჟის გაკეთება მაინც გადაწყვიტეთ, ჩრდილების ზემოთ მუქი ლაინერი წაისვით, წინააღმდეგ შემთხვევაში თხუნელას მსგავსი თვალები გარანტირებული გაქვთ.
ქვედა ქუთუთოს ლორწოვანზე შავ ფანქარს ისვამთ
შავი ლაინერი ის must have ნივთია, რომელიც ნებისმიერ გოგოს კოსმეტიკურ ჩანთაში უნდა ჰქონდეს. კაიალის (ქვედა ქუთუთოს ლორწოვანი ნაწილი) შავი ფანქრით შეღებვა ძალიან ლამაზად გამოიყურება, ოღონდ თუ თვალი დიდია. სხვა შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მოგცემთ. შეხედეთ სარა ჯესიკა პარკერს: ამ ბანალური შეცდომის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსახიობი სულ თვალებს ხუჭავს.
კონტურს რეტუშირებას არ უკეთებთ
თვალზე ფანქარს ისვამთ, მაგრამ რეტუშირებას არ უკეთებთ. განსაკუთრებით კრიტიკულად გამოიყურება ქვედა ქუთუთოზე – თვალი ვიზუალურად პატარავდება, ხედვა „მძიმდება“ (კეიტ მიდლტონის ადრეულ ფოტოებს შეხედეთ – ის რეგულარულად ამ შეცდომას უშვებდა).
ზედა წამწამებს ხაზს არ უსვამთ
გრძელი, მოცულობითი, ლამაზად აპრეხილი წამწამები ყველა გოგოს ოცნებაა. რა უნდა ქნათ, თუ ბუნებამ ასეთი წამწამებით არ დაგაჯილდოვათ? ტუში და წამწამების ასაპრეხი დაგეხმარებათ! აი ნახავთ, თქვენი ხედვა უფრო გახსნილი გახდება, თუ ტუშის წასმამდე ზედა წამწამებს ასაპრეხით ოდნავ აპრეხთ.
ძალიან მუქ „სმოქი–აის“ იხატავთ
დროა დავამსხვრიოთ მითი, რომ მუქი „სმოქი–აის“ ვიზუალურად თვალებს აფართოებს. ეს მეთოდი თვალს უფრო წაგრძელებულ ფორმას მისცემს და ზომაში არ გაზრდის. ძალიან მუქი სმოქი, თუნდაც რეტუშირებული, თვალს ვიზუალურად ავიწროებს და აპატარავებს. მასზე უარის თქმა გიჭირთ? ვერცხლისფერი ჩრდილები დაგეხმარებათ.
ძალიან ღია ფერის კონსილერს იყენებთ
თვალების ქვეშ მუქი წრეების პრობლემა ყოველი მეორე ქალისთვის ნაცნობია. მათი მოშორება მარტივი არაა, აი კონსილერი შენიღბვა მარტივია! მორიგი მუხთლობა: ძალიან ღია ფერის კონსილერი მუქ წრეებს შენიღბავს, მაგრამ თვალს ვიზუალურად დააპატარავებს.
მუქ, გლუვ ჩრდილებს იყენებთ
მაშინ, როცა ბზინვარე ჩრდილები თვალებს ვიზუალურად აფართოებს, მოდური გლუვი ჩრდილები – არა. თუ გსურთ, რომ თვალი უფრო გამოხატული იყოს, მუქი, გლუვი ჩრდილები დაივიწყეთ. თქვენ შეგიძლიათ გლუვი ჩრდილები ლაინერის ნაცვლად გამოიყენოთ, მაგრამ მოძრავ ქუთუთოზე არასდროს წაისვათ.