ჯანმრთელობა
7 სუპერ პროდუქტი თქვენი თირკმლების ჯანმრთელობისთვის
ამ გემრიელ მეგობრებს თირკმლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვთ. თირკმლები ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ის ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს, რომელსაც ორგანიზმიდან ტოქსინები და ჭარბი წყალი გამოაქვს.
ხახვი
ხახვი თირკმლებს კარგად მუშაობაში ეხმარება. ის შეიცავს ნატრიუმს. მდიდარია ფლავონოიდებით და კვერცეტინებით, რომლებიც სისხლძარღვებში ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვებას აფერხებენ. კვერციტინი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც გულის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჭამეთ ხახვი, რადგან ის ქრომს შეიცავს, რომელიც ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების ცვლისთვის აუცილებელია.
თევზი
თევზი ყველაზე უფრო თვალის ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. მაში დიდი რაოდენობით შემავალ ცილებს და ნახევრად უჯერი ცხიმოვან მჟავას, როგორიცაა ომეგა 3, რიგი სხვა უპირატესობაც აქვთ. ის ანთებას ამცირებს, თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს, გულის დაავადების რისკს და მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს, რაც თირკმლებისთვის მნიშვნელოვანია.
მოცვი
მოცვი სუპერ პროდუქტია, რომელიც ანტიოქსიდანტებით აგავსებთ, ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდს და ანთებით პროცესებს შეამცირებს. კენკრა K და C ვიტამინებით, მანგანუმით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით და მაგნიუმით აგავსებთ. მოცვის რეგულარული მიღება თირკმლების ჯანმრთელობას გააუმჯობესებს და რეკომენდებულია თირკმლებში ქვების არსებობის დროს. ამ ორგანოსთვის ასევე სასარგებლოა მარწყვი და ჟოლო.
წითელი წიწაკა
ეს ბოსტნეული შეიცავს კალიუმს, C, B6, A ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას და უჯრედისს. ის მდიდარია ანტიოქსინდატი ლიკოპინით, რომელიც რიგ სიმსივნურ დაავადებას ებრძვის.
ყვავილოვანი კომბოსტო
ასეთი კომბოსტო ადამიანის ორგანიზმს C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით და უჯრედისით ავსებს. ბოსტნეული შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ღვიძლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ორგანიზმში ტოქსინებს ანადგურებს. სწორედ ამიტომ, თირკმლებზე დადებით გავლენას ახდენს.
ნიორი
როგორც ხახვი, ნიორი შეუცვლელ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც თირკმლების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვაშლი
მორიგი სუპერ პროდუქტი, რომლის მიმართ თირკმელი ყურადღებით უნდა იყოს. ვაშლი ვიტამინების, მინერალების და უჯრედისის კარგი წყაროა. მას ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რაც მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს, გულის, სიმსივნის და დიაბეტის დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს.
ყველა ეს პროდუქტი არა მხოლოდ წარმოუდგენლად სასარგებლო, არამედ გემრიელია. შეგიძლიათ ცალ-ცალკე მიირთვათ, ან კერძის შემადგენლობაში, მაგალითად სალათებში. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.